პირველი ჩახუტება...
ერთმანეთის პირისპირ გაშეშებულები ვიდექით ხალხით გადატენილ ქუჩაში და თითქოს ჩვენს გარდა არავინ არსებობდა... თითქოს მთელ სამყაროს შეეწყვიტა არსებობა და ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი... ჩვენი გულისცემა აყრუებდა ირგვლივ ყველაფერს... როგორ მომნატრებია თურმე მისთვის თამამად შეხედვა... ვუყურებდი და ვგრძნობდი მის გარდა ჩემთვის აღარაფერი არსებობდა... უცებ ჩამეხუტა... ეს ჩვენი პირველი ჩახუტება იყო... ყველა ტკივილისა და ჭრილობების მომშუშებელი ჩახუტება... ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა... მონატრებამ, ტკივილმა, სიხარულმა, სიყვარულმა... თითქოს გრძნობები ერთმანეთში აიხლართა და აირია... როგორ არ მინდოდა ეს წამი ოდესმე დასრულებულიყო... ვუსმენდი მის აჩქარებულ გულისცემას და ვგრძნობდი გახშირებულ სუნთქვას ყურთან ახლოს, რომელიც მწვავდა... და მაინც როგორი მელოდიური იყო და სასიამოვნო... თავი სიზმარში მეგონა და გამოღვიძების მეშინოდა... თვალებს მაგრად ვხუჭავდი და უბრალოდ ვეხუტებოდი ისე თითქოს მინდოდა ჩემში შემოსულიყო და იქ დარჩენილიყო... იმ წამს მართლა მჯეროდა რომ ჩვენ ერთი მთილიანი ვიყავით და ვერავინ შეძლებდა ამ მთლიანობის მოშლას... ღმერთო როგორ მიყვარდა... არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე უდროობაში ჩაძირულები... აზრზე მისმა სიტყვებმა მომიყვანა... -ჩემი სათვალიანი, თმახუჭუჭა გოგო... _ მეჩურჩულებოდა სანატრელი ხმა, მე კი ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა... როგორ მეშინოდა ყოველი ჩემი ქმედება ზედმეტი არ აღმოჩენილიყო და ჩვეული ზმანებასავით არ გამქრალიყო... ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ ეს სიზმარსი კი არა ცხადში ხდებოდა... ის ჩემთან იყო და ღრმად მიკარვდა გულში... თითქოს ჩემი შიში მასაც გადასდებოდა... მოულოდნელად წამომცდა... -ჩემი წვერებიანი ბიჭი... _ ვიგრძენი უცებ როგორ შემიშვა ხელები და მეგონა გაქრებოდა... შიშმა მოიცვა მთელი არსება... მაგრამ მან უბრალოდ ნაზად ამაწევინა თავი და მაიძულა თვალები გამეხილა და შიგ მის სულში ჩამეხედა... ღმერთო... ვხედავდი მის შავ თვალებს სითბოთი გაჟღენთილს და არ მჯეროდა რომ ეს სიზმარი კი არა რეალობა იყო... მეფერებოდა თმებზე, სახეზე... მე კი ვუყურებდი და მიჭირდა სინამდვილის აღქმა... -საკუთარ თავს ფიქრიც კი ავუკრძალე შენზე... _ მხოლოდ ამის თქმა შევძელი და თვალებში ვიგრძენი ემოციების ბობოქრობა... მან ისევ ღრმად ჩამეხუტა, ვიგრძენი როგორ გაიღიმა და მითხრა - ადამიანების დაყოფა კლასებად ხდება... არსებობს საშუალო, დაბალი და მაღალი კლასი, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ აღემატება მეორეს. არავინ არავის შესაფერისი არ არის, არავინ არავის არაფრით არ სჯობია და არავინ არავის არაფერში არ ჩამოუვარდება. ყველა ყველას ღირსია... ყველა ყველას იმსახურებს... დაიმახსოვრე ეს სათვალიანო... _ მითხრა და კიდევ უფრო მაგრად ჩამიკრა გულში... ეს ჩვენი პირველი ჩახუტება იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.