შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

After all this time? Always...ანუ რატომ გვიყვარს ჰარი პოტერი


16-01-2017, 04:04
ავტორი ila
ნანახია 3 138

ყველას, ვისაც ჰარი პოტერი გვყვარებია ალბათ ხშირად გვინატრია რომ ჩვენც ისეთ სკოლაში გვესწავლა სადაც მათემატიკის და ქიმიის ნაცვლად ტრანსფიგურაციის ან შელოცვების გაკვეთილები ჩაგვიტარდებოდა. შაბათ-კვირას ჰოგსმიდში გვევლო, შაქრის სუფერ-ფრთები გვეყიდა და ბურბურახი დავგველია მადამ როზემრტას კაფეში. საღამოს, უჩინმაჩინის მოსასხამქვეშ დამალულები გავპარულიყავით ჰაგრიდთან ჩაიზე და თავისი ხელით გამომცხვარი, საშნლად უგემური და ქვასავით ხმელი ნამცხვრები მაინც სიხარულით გვეჭამა, გვეთამაშა ქვიდიჩი, გამოგვეყენებინა აპარაცია, დაგველია მრავალწვნიანი სასმელი , სოციალურ ქსელში ან ტელეფონზე შეტყობინებების ნაცვლად ბუების მოტანილი წერილები გვქონოდა, ღიმილით გვესმინა რონის დაუსრულებელი წუწუნი ბევრ საშინაო დავალებაზე და ჰერმიონის შენიშვნები.
ბევრ ადამიანს , ალბათ გული დაწყვეტია იმაზე რომ ეს ყველაფერი რეალურად განხორციელებადი არ არის, თუმცა ვფიქრობ რომ ის სითბო, რაც წიგნის ფურცლებიდან პირდაპირ ჩვენს გულებში გადმოდის თავისუფლად შეგვიძლია რეალურად ვაქციოთ ჯადოსნური ჯოხის გაქნევის და შელოცვების გარაშე, რადგან მთელი ეს არაჩვეულებრივი ისტორია მეგობრობაზე, სიკეთეზე და განუსაზღვრელ სიყვარულზეა დაფუძნებული. სწორედ სიკეთემ და მეგობრების უსაზღვრო სიყვარულმა მიიყვანა ჰარი საბოლოო ბრძოლის გამარჯვებამდე, სწორედ დედობრივი სიყვარული დაეხმარა ლილი პოტერს იმაში რომ შეძლო თითქმის შეუძლებელი, სწორედ სიყვარულმა აიძულა მუდამ მკაცრი იერსახის მქონე სევერუს სნეიპი ჩვიდმეტი წელიწადი თავი იმ ადამიანის შვილის დაცვისთვის მიეძღვნა ვინც სიგიჟემდე უყვარდა და ამავდროულად მასში ყოველდღე ჯეიმს პოტერის ანალოგის დანახვა აეტანა, რომელიც ყოველთვის ჭირის დღესავით სძულდა. ასე რომ , თავისუფლად შეგვიძლია წიგნისა და ფილმების შემდეგაც დავიტოვოთ ჩვენს გულებში ეს ჯადოსნური სამყარო რომელიც ასე გვიყვარს და ჰარისთან , რონთან და ჰერმიონთან ერთად ყოველთვს გვჯეროდეს სიკეთის და ადამიანობის. შეგვიძლია ვიყოთ ჭკვიანები, მამაცები და ამავდორულად ძალიან ემოციურები როგორც ჰერმიონი, გვყავდეს საკუთარი რონი რომელთანაც ხშირად ვიჩხუბებთ, ვიკამათებთ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სიგიჟემდე გვეყვარება , ვიზრუნებთ მასზე და რონსაც ისეთივე ვეყვარებით როგორებიც ვიქნებით, ჩვენი დადებითი და უარყოფით თვისებებით. შეგვიძლია გვქონდეს პატიების უნარი და მოსისხლე მტერსაც შევუნდოთ როგორც ჰარიმ შეუნდო დრაკო მალფოის და არ გაწირა საშინელი სიკვდილისათვის, შეგვიძლია ვიყოთ ისეთი თავდადებული მეგობრები რომლებიც არანაირ გასაჭირში ერთმანეთს მარტო არ დატოვებენ და რომელთათვისაც რთული გზის ერთად გავლა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა.
ნაწარმოების თითოეული პერსონაჟის განცდები ისეთივეა როგორიც ჩვენი, ტკივათ, უყვართ , ეჭვიანობენ, მოსდით შეცდომები, ეშინიათ მარტოობის და იბრძვიან მიზნისთვის, კარგავენ საყვარელ ადამიანებს მაგრამ ერთმანეთის დახმარებით ძლევენ ამ ტკივილს და იმედით აგრძელებენ გზას, სწორედ ამიტომაც გახდა ეს წიგნი იმედის მომცემი მილიონობით ადამიანისთვის და გვასწავლა რომ ყველაფრის მიხუედავად უნდა შევძლოთ გზის გაგრძელება რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი კარგი მოგონებით გამხნევების უნარი არ უნდა დავკარგოთ როგორც ეს პატორნუსის შელოცვის დროს ხდებოდა , რადგან სწორედ ეს კარგი მოგონება მოგვცემს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევს ძალას.
ჰარი პოტერის გადაკითხვა განსაკუთრებით ზამთარში, შობის და ახალი წლის წინა პერიოდში მიყვარს ხოლმე რადგან საშობაო განწყობას მიქმნის გრიმოს მოედანზე ცოცხალი ფერიებით მორთული ნაძვის ხის და ხალიჩაზე ჯადოსნური თოვლის წარმოდგენა , ხალხმრავლობა, ოჯახური გარემო და რა თქმა უნდა უსაყვარლესი მისის უისლის ხელით ნაქსოვი, ფერადი ჯემპრები რომლებსაც იმხელა ემოციური დატვირთვა ქონდა ჩემთვის, რომ ყოველთვის სურვილი მიჩნდებოდა მეც მომქსოვა მსგავსი ჯემპრები ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის.
ჩვენ, 90-იანების ბავშვებს და არა მარტო ჩვენ, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ რომ გვქონდა ყველაზე ჯადოსნური ბავშვობა ამ ნაწამოების წყალობით და კიდევ უფრო დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ისტორია არა მარტო სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, არამედ თუ ჩვენი არჩევანი იქნება შევძლებთ ვიყოთ ისეთი კარგები როგორებადაც ყოფნას ის გვასწავლის, სიკეთით და სიყვარულით სავსე შვიდი წიგნი და სამი მეგობარი კი ბევრი წლების შემდეგაც ჩვენთან იყვნენ და არასდროს გავიზარდოთ ისეთი დიდები, რომ მათ გახსენებაზე არ გვეღმებოდეს და ძალიან ნაცნობი, ჯადოსნური სითბოთი არ ვივსებოდეთ. -----------------------------ამ ჩანახატში უბრალოდ ავღწერ თუ რატომ უყვართ ხალხს "ჰარი პოტერი" ამდენი ხნის შემდეგაც, რას გვასწავლის ეს ნაწარმოები და რა შეიძლება მისგან მივიღოთ, რა არის მასში ადამიანური და როგორები არიან მისი პერსონაჟები.



№1 სტუმარი Guest Lokeba

kochaagg dzalian magariaa <3

 


№2  offline წევრი ila

Guest Lokeba
kochaagg dzalian magariaa <3

ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონათ დიდი მადლობა <3 მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი <3

 


№3  offline წევრი veroo

Harry potter me piradat bevri ram maswavla chemtvis namdvili Siyvaruli sneiptan aris gaigivebuli am personajma damanaxa Tu Roger unda gviyvardes ertmameti

 


№4  offline წევრი ila

[quote=veroo]Harry potter me piradat bevri ram maswavla chemtvis namdvili Siyvaruli sneiptan aris gaigivebuli am personajma damanaxa Tu Roger unda gviyvardes ertmameti[/qu[quote=veroo]Harry potter me piradat bevri ram maswavla chemtvis namdvili Siyvaruli sneiptan aris gaigivebuli am personajma damanaxa Tu Roger unda gviyvardes ertmameti[/quote]
ნამდვილად გეთანხმები, სამაგალითოა სნეიპის სიყვარული ლილის მიმართ

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№6 სტუმარი ლილეშკა

ვინმემ არ იცით ტელეფონით ქართულად როგორ წავიკითხო? :დდდ დღეს დავიწყე და 1 დღეში დავამთავრე ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent