შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ...


17-01-2017, 00:15
ნანახია 1 892

გხედავ და თითქოს ყველაფერი იყინება ჩემში... ვგრძნობ მონატრებისგან როგორ თრთის თითები და შინაგანად როგორ ვიმსხვრევი... არ ვიცი როდის მივეჩვევი ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა არ შემიძლია... როგორ მომნატრებიხარ...
ყველაფერი ერთბაშად ებრძვის ერთმანეთს...
შენ... შენ მთელი სამყარო ხარ ჩემთვის... ყველაფერს მოიცავ... რა საშინელებაა გხედავდე და თვალის გასწორებას ვერ ვბედავდე... ვერ ვახერხებდე მოსვლას... ჩახუტებას...
ვერავინ ვერასოდეს ვერ მიხვდება თუ რა ხდება ჩემში როცა შენს სილუეტს სადღაც დავლანდავ... როცა წამით წაგაწყდები სადღაც... შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა სული მაშინ და როგორ მინდა მთელი ხმით ტირილი...
თითქოს ვცდილობ არ ვაჩვენო არავის ის რაც გულშია, მაგრამ მიჭირს გაკონტროლება ემოციების...
შენ ჩემში რაღაც საოცრება შექმენი... რაღაც არა ამქვეყნიური გრძნობა რომელიც დღითიდღე იზრდება და მიუხედავად დაუღალავი ბრძოლისა არ ქრება...
მეშინია... ამ გრძნობის და მოჭარბებული ემოციების მეშინია...
იმდენად შემისუსტდა ნერვული სისტემა რომ დანახვისას უნებურად მეტირება, ვცდილობ ცრემლების შეჩერებას, მაგრამ ცახცახს ვიწყებ და თუ არ გაგეცალე ვგრძნობ იქვე, ყველას დასანახად იფეთქებს გრძნობები და ემოციების ზღვაში ჩავიხჩობი...
ეს სიყვარულია?
სიყვარული თუ მარადიული ტანჯვა?
არ ვიცი...
უბრალოდ ვხვდები რომ უკვე ვიკარგები ამ გრძნობაში...
მენატრები...
ყოველდღე იკვებება ჩემი სული ამ მონატრებით და როცა გხედავ იმდენად ძლიერდება რომ სასუნთქ ორგანოებს მიხშობს... ვხვდები რომ ერთადერთი შენი ჩახუტება თუ მიშველის მაგრამ არა..!!
არ შემიძლია...
ამ სისუსტეს უნდა მოვერიო...



№1  offline მოდერი bla.ell

მომეწონა საყვარელო კარგად წერრ..❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ორივე თავისებურად რთული და მტკივნეულია... არ ვიცი რომელი უფრო აჭარბებს მეორეს...

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

bla.ell
მომეწონა საყვარელო კარგად წერრ..❤❤

მადლობააა heart_eyes kissing_heart

ნონორე
ონლაინ გოგონა
ორივე თავისებურად რთული და მტკივნეულია... არ ვიცი რომელი უფრო აჭარბებს მეორეს...

ხო ორივე ვნახე.. და პასუხი ჯერ არ მაქ...კარგი ხარ

❤❤❤

 


№4  offline წევრი anuki2662

სულში შემოიჩერი ❤

 


№5 სტუმარი ნემო

ჰო ალბათ რთულია როდესაც,მას თითქმის ყოველდღე ნახულობ მაგრამ ვერ ეხები და ვერ ეუბნები შენი გრძნობების შესახებ.. მიუხედავად იმისაა რომ ასე არ ვარ მე მესმის

 


№6  offline წევრი Violeta_ia

იმდენად კარგად გაქვს აღწერილი ის,რასაც განიცდი,რომ შენს სამყაროში შემოვიხედე კითხვისას. კარგად წერ და ემოციურად,უბრალოდ, სასვენ ნიშნებსაც თუ დაურთავ,უფრო კარგი წასაკითხი იქნება ❤ kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

anuki2662
სულში შემოიჩერი ❤

❤❤❤

ნემო
ჰო ალბათ რთულია როდესაც,მას თითქმის ყოველდღე ნახულობ მაგრამ ვერ ეხები და ვერ ეუბნები შენი გრძნობების შესახებ.. მიუხედავად იმისაა რომ ასე არ ვარ მე მესმის

ძალიან რთული... :))

Violeta_ia
იმდენად კარგად გაქვს აღწერილი ის,რასაც განიცდი,რომ შენს სამყაროში შემოვიხედე კითხვისას. კარგად წერ და ემოციურად,უბრალოდ, სასვენ ნიშნებსაც თუ დაურთავ,უფრო კარგი წასაკითხი იქნება ❤ kissing_heart

მადლობა kissing_heart
გავითვალისწინებ აუცილებლად, ნუ შევეცდები მაინც kissing_heart

 


№8  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№9  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent