შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზამთარი, ბებია და სასწაულის სურნელი


19-01-2017, 11:19
ავტორი ila
ნანახია 2 487

რისი სურნელი აქვს ზამთარს თქვენთვის? ჩემთვის სასწაულის. წელიწადის ეს დრო თვითონ ზღაპარია, რომელიც სავსეა საოცრებებით, ახდენილი სურვილებით, სინაზით, სასწაულის მოლოდინით და ჩემთვის ბებიასთან გატარებული დროის მოგონებებით. ზამთარი, ეს ის დროა როდესაც ორჯერ უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას ისეთ წვრილმანებს, როგორიც ახლად გამომცხვარი ნამცხვრის სურნელი, ცხელი ჩაის ორთქლი და ზღაპრების კითხვაა. უფრო მეტად გვიხარია მყუდრო სახლში ყოფნა და უფრო მეტად ვცდილობთ მოვეფეროთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს. ბავშვობაში მე და ბებიას გვჯეროდა, რომ ციდან ჩამოცვენილი თითო ფანტელი, თითო ადამიანის სურვილი იყო რომელიც აუცილებლად ახდებოდა, ამისთვის მხოლოდ ის იყო საჭირო რომ ციდან მოფარფატე ფიფქების ან გამჭვირვალე ლოლოების ყურებისას, სულ ერთი წამით მაინც დაგვეჯერებინა ჯადოსნობის არსებობა და ამის შემდეგ იმედის ნაპერწკალი თვითონ შემოვიდოდა ჩვენში. მე უკვე დიდი ვარ, ბებიაც აღარ არის, თოვლიც ნაკლებად თეთრი და მშრალია ვიდრე მაშინ იყო ხოლმე, აღარც სარდაფია საიდანაც მურაბების და დამტვერილი ზღაპრების წიგნის ამოტანა შემეძლება, მაგრამ მე მაინც მჯერა, მჯერა იმდენად რამდენადაც შემიძლია და რამდენადაც მინდა რომ მჯეროდეს. ფანჯრიდან მსხვილ ფიფქებს ვუყურებ და სევდანარევი სიხარულის ცრემლები მომდის, ვგრძნობ სიცხე როგორ მიწევს და ბებიის ნაქონ, მწვანე შარფს უფრო მჭიდროდ ვიხვევ ტანზე, მგონია რომ რაც უფრო მაგრად შემოვიხვევ, სიცხეც მით უფრო მალე დამიწევს და ბედნიერებას ვგრძნობ, რომ ისევ შემიძლია ბავშვურად შევიგრძნო ზამთრის სასწაული და მჯეროდეს თითოეული ფიფქის ოცნების ახდენის შესაძლებლობის.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი ila

უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent