შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიციდან არ ვიციმდე...


20-01-2017, 15:02
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 262

ვიცი, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი როდემდე…

ვიცი, რომ სანამ ვარ, ჩემი ყოფნა ისეთი უნდა იყოს, რომ მიხაროდეს, რომ ვარ, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს…

ვიცი, რა მტკენს გულს და რა მთრგუნავს, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, ამათი თავიდან აცილება…

ვიცი, ვინ მიყვარს და ვინ არა, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, როგორ დავიტოვო მარტო ისინი, ვინც მიყვარს და როგორ ამოვძირკვო ისინი, ვინც არ მიყვარს…

ვიცი, რა მინდოდა და რა არ გამომივიდა. ახლა უკვე ისიც ვიცი, რატომ, თუმცა არ ვიცი, რატომ არ მოვიქეცი ისე, რომ გამოსულიყო, რაც მინდოდა…

ვიცი, რომ არ მომწონს ბევრი რამ, რაც არის ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მომწონდეს…

ვიცი, რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვინაა, მე კი მხოლოდ ის ვიცი, მე ვინ ვარ და ზოგჯერ ესეც არ ვიცი ბოლომდე…

ვიცი, რომ გაუთავებლად ვეძებ ცხოვრების აზრს, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხან-არა და არ ვიცი, მოვძებნი საბოლოოდ თუ ვერა…

ვიცი, რომ ვიგონებ პატარ-პატარა სატყუარებს საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა მოვიგონო…და ამაზე ხშირად ის არ ვიცი, რაში მჭირდება ეს…

ვიცი, რომ შემიძლია ვიცინო საკუთარ წარუმატებლობაზე, მწარედ, მაგრამ მაინც და არ ვიცი, ეს რომ არ შემეძლოს, რა მეშველებოდა!

ვიცი, რომ იოლად მიჩუყდება გული და მეტირება, თუმცა არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა თუ არა…

ვიცი, რომ ადამიანები ვერ შეიცვლებიან, ვერც მე, ვერც სხვა და არ ვიცი, რატომ ცდილობენ ამას გამუდმებით და მონდომებით.

ვიცი, რომ ბევრი რამე ვიპოვე ამ ვიცი-არ ვიცის ჭიდილში, არ ვიცი, კიდევ აღმოვაჩენ რამეს თუ არა საკუთარ თავში, მაგრამ ვიცი, რომ ვცდი და არ გავჩერდები…

ვიცი…არ ვიცი… ვიცი…არ ვიცი… ვიცი, რომ გამუდმებით ამ ორ ზმნას შორის ვარ გაჭედილი და ვეხლები აქეთ-იქით… ვიცი, რომ ეს არაა დალხენილი მდგომარეობა, მაგრამ არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, ვითომ უკეთესი იქნებოდა? მგონია, რომ არა…

“ვიციდან” ”არ ვიცის” შორის თითქოს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილაკი დგას, ორად-ორი ასოსგან შემდგარი, მანძილი კი სიცოცხლისხელაა…



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent