ვინ ვარ მე ?
მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა, როცა ვეფლობი ჩემს სამყაროში, თუმცა ვერ ვიტან, როცა ერთი ვარ და მეზიზღება წანწალი დროში! დღეს მაქვს პასუხი ყველა კითხვაზე და ხვალ ვიღვიძებ, როგორც უვიცი, მაგრამ რომ არ ვარ ერთფეროვანი ან უკურმართი, ეს ზუსტად ვიცი! მე ვარ ამაყი, ცივი თოჯინა, როცა მჭირდება... (როცა მიჭირდა!) მაქვს თანაგრძნობა და ვარ უხეში, როცა ვხვდები, რომ ამად არ ღირდა! ზოგჯერ ცაში ვარ, ზოგჯერ მიწაზე და მაქვს ქცევები ზოგჯერ უაზრო... უბრალოდ მინდა ვიგრძნო სიცოცხლე, როგორც სავსება დროის უჟამო! ეს ნაწილია იმის, ვინც მე ვარ... ეს ნაწილია ჩემი ცხოვრების: ზოგჯერ მომღიმარს მატყუებს ჩრდილი და აღარ მაძლევს ნებას ოცნების! ზოგჯერ მარტო მყოფს მპასუხობს ექო! ვიცი, რომ უკვე არავის ველი, მაგრამ იმ წუთას, როცა ვივსები, ვარ სრულყოფილი და უძლეველი! ზოგჯერ იმდენად გავფერადდები, მეც კი მაკვირვებს ახალი როლი, ზოგჯერ კი შავ ფერს ვერ ვემალები... ასე ხუნდება ფერადი ზოლი! ხან ანგელოზი, ხან კი დემონი და ხშირად სადღაც მათ შორის ვქრები, მაგრამ როდესაც შენ შემეხები, თვალისმომჭრელი მალევე ვხდები! ზოგჯერ თავადაც არ ვიცი ვინ ვარ, იქნებ ექო ვარ დაბალხმიანი?! ზოგჯერ მორწმუნე, ხან ეჭვიანი, მოკლედ... ნამდვილი ადამიანი! მე ვარ მშიშარა, ზოგჯერ საწყალიც, რადგანაც ვერსად ვპოულობ ბინას და არც კი ვიცი, საით წავიდე, როგორ დავუსხლტე მე ამ რუტინას! ხშირად უაზრო აურზაური, დროდადრო უცნაურად მშვიდი ვარ... უბრალოდ მინდა ჩემი გჯეროდეს! მინდა იცოდე რა გზით მივდივარ! ვგრძნობ, რომ კარგია ის, რასაც ვმალავ, რასაც ვინახავ გულის სიღრმეში და არ ვარ მზად, რომ გავტეხო ფიცი, რადგან ვიღვიძებ უკვე სხვა დღეში! ყველა კარგია თავისებურად და მინდა ვიგრძნო მეც ეს მშვენება და აღარ მინდა რომ მეშინოდეს ან რომ წამლეკოს ავმა ენებმა! მინდა შევხედო იმედით ამ დღეს, რამე გავიღო თუნდაც სხვებისთვის და უცებ ვხვდები, რომ მე სხვაგზა მაქვს, რომ არ შევქმნილვარ მე დაცემისთვის! და ახლა, როცა ბედნიერი ვარ, როცა სავსე ვარ, როცა ვმღერივარ, სრულყოფილი ვარ და უძლეველი... ბედნიერების ქალიშვილი ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.