..მან მითხრა, რომ არ ვუყვარვარ.
მას არ ვუყვარდი. ვიჯექი ფანჯარასთან და თვალს ვადევნებდი წვიმას. წვეთები ნელ-ნელა გორავდა ფანჯრის შუშაზე, ჩემი ცრემლების სინქრონში. მას არასდროს ვყვარებივარ. მაგრამ უბრალოდ აღმერთებდა ჩემს თმას. ამიტომ, სიმართლის გაგების პირველივე დღეს, მაკრატელი ავიღე და მოვიჭერი. დიდ ხანს მიყურა და მხოლოდ ერთი ვერ გაეგო: რატომ? მე კი პასუხს ვერ ვცემდი. მას არასდროს ვყვარებივარ. მაგრამ უყვარდა ჩემი მხრები. ამიტომ ერთ ღამეს, დანა ავიღე და დავიმახინჯე ისინი. მკერდზე მისი სახელი ამოვიკაწრე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩემს გულს უნდა ეფეთქა. რომელიც, თურმე, დიდი ხნის მკვდარი ყოფილა. წლოვანებით თითქმის ტოლები ვიყავით და მას არასდროს ვყვარებივარ. ყოველ ღამე სხვა ქალებს მიჰყავდათ და ჩემგან თავიანთ სხეულებში მალავდნენ. მე კი ველოდებოდი ღამის სიცარიელეში, არ ვკარგავდი იმედს. *** მითხრა, რომ არ ვუყვარვარ. მე კი პირში დავცინე. ხომ ვიცოდი, - დამღუპავდა, და გულიდან გამაგდებდა. *** მას არასდროს ვყვარებივარ, მაგრამ ჩემს ფეხებთან ლოცულობდა. მის გამო შემექმნა ფიზიკური და სულიერი პრობლემები, მაგრამ მას ისევ არ ვუყვარდი. თუმცა, გვერდიდან არ მშორდებოდა. თავს ვეღარ ვუვლიდი და აღარც ისეთი ლამაზი ვიყავი, როგორც ადრე. ნელ-ნელა პიროვნულადაც ვიცვლებოდი, მაგრამ მას ისევ არ ვუყვარდი. მხოლოდ სახე დამრჩენოდა, რომელსაც მიკოცნიდა პრელუდიის დროს და მაშინ... მე ის მოვკალი. ჩემში მოვკალი. სხეული დავიმახინჯე, რომელიც ასე უყვარდა. ჩემი თავი ფიზიკურად მოვკალი და მხოლოდ დამახინჯებული სული დავტოვე. და მას... ისევ არ ვუყვარდი. ჩვენს ფოტოს ინახავდა, რაც სულელურ იმედებს მისახავდა. მაგრამ მე მას არ ვუყვარდი. და მაშინ... ჩემი სულიც მოვკალი, მხოლოდ დამახინჯებულ სხეულად დავრჩი. თავი მოვიკალი და ვნანობდი რაღაცას, მაგრამ ვერ გამეგო - რას. თავზე ვედექი. ვნახე, როგორ ტკიოდა. მის თვალებში იმედის ცეცხლი ჩამქრალიყო, რომელიც იმ მომენტამდე შეუჩერებლივ გიზგიზებდა. *** ყვიროდა, რომ ყველაფერი მობეზრდა: ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე და ცილისწამებები, ყელში ამოუვიდა ჩემი ჩანაწერები და საყვარელი სიტყვა "რეალურად". ...რომ მიუფურთხებია ჩემი ფსევდო-ნაკლისთვის, რომ გამოსავლელი - გამოვიარეთ, თუკი ასეა, რაღატომ მტკივა და მედება ნაკერი? თუკი ასეა, რაღატომ მტკივა, შენს გვერდით რომ სხვა დადის? თუკი ასეა, რატომ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ომი? ...და რატომ ვწერთ ერთმანეთს. ...და უაზროდ ვადევნებთ თვალს, ვაჭერთ "წაშლა" და გადაგვაქვს არარეალურად მასიური ტკივილი? *** მაგრამ მე მის სიყვარულს მაინც ვაგრძელებდი. იქ, სადაც აღარ იყო ადგილი ჩვენ ორისთვის. ვერ ვპატიობდი ჩემს თავს, რომ ყველაფერი წავართვი. მაგრამ გულის სიღრმეში მრჩებოდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან, შეხვდება ვინმე, ვისაც ეტყვის: "მე არ მიყვარს..." და შესაძლებელია, ჭეშმარიტი ბედნიერებაც შეეგრძნო მაგის შემდეგ. შესაძლოა, უფრო ფერადად და ნათლად ისწავლოს ღიმილი, მაგრამ ამ დროისთვის... მას ისევ არ ვუყვარდი. ოცნებობდა, ღამე ის სითბო დაებრუნებინა, რომელსაც მე ვაძლევდი... ვინ იცის, იქნებ ვუყვარდი კიდეც, მაგრამ ეშინოდა აღიარების, მე კი იმედი და აზრი დამეკარგა. ახლა ორივე უბედურები ვართ, ამ სიყვარულის ორივე ნაპირზე. აღარ აქვს აზრი რაიმეს ველოდოთ. მაშინაც მომენატრება, როცა იტყვის "არ მიყვარს". იმედი მაქვს, ის, ვისაც შეხვდება, გაუგებს და მიუტევებს მშიშრობისა და დუმილის გამო. ...მე? მე ის იმაზე მილიონჯერ მეტად მიყვარდა, ვიდრე მას: ჩემი სხეული, თმა და სული. აღარ ჰქონდა აზრი რაიმეს გარკვევას. ჩემს თავსაც ვაპატიე და მასაც... ...და ნება მივეცი ამ სიყვარულს მომკვდარიყო... *** მითხრა, რომ არ ვუყვარვარ. მახალ(-რ)ა პირდაპირ სახეში. მე კი მხოლოდ გავიღიმე, არამზადა ვუწოდე, ისიც გაუჟღერებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.