უჰაერობა
დრო? ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ცხოვრებაში არსებობს. შეიძლება რამდენიმე წამის დაგვიანებითაც კი შეცდომა დაუშვა. ან რამდენიმე წამით ადრე გაუაზრებლად წამოროშო რამე. დრო და ისევ დრო. ტკივილითა და მოგონებებით აღსავსე. ვინ იცის რამდენჯერ მოვკვდი ამ წლების განმავლობაში? არავინ. ღმერთის გარდა. მაგრამ მეც ხო ვიცი? ეს ჩემიი და უფლის საიდუმლოა. მეტკინა. დავეცი. მაგრამ წამოდგომაც ვისწავლე. „რაც არ გკლავს გაძლიერებს“-ო ნათქვამია. ხოდა მეც ისე ვიწამე ამ სიტყვების,როგორც ხალხმა ფანჯრიდან გახედვისას თოვლის მოსვლა. რომელიც იშვიათია ჩვენს ქალაქში. თბილისი და ისევ ბევრი მოგონებები. საყვარელ ხალხთან ერთად. ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას და ვფიქრობ: ვინ ვიყავი მე? ვინ ვარ? ან ვინ ვიქნები მომავალში. პირველ ორ კითხვას კიდევ გაეცემა პასუხი. მაგრამ მესამეზე ეჭვი მეპარება. ვინ ვიყავი?-ყველაზე ბედნიერი ადამიანი,როდესაც შემეძლო ყველაფერი. ვინ ვარ?-ცოტა არ იყოს რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ის დროა,როდესაც თავადაც არ ვიცი ვინ ვარ. ხანდახან მგონია ძველი მესგან მხოლოდ და მხოლოდ ფიტულია დარჩენილი და სხვა არაფერი,რაც ჩემს ცხოვრებაში არსებულმა დიდი დოზით ტკივილმა, აბურდულმა ცხოვრებამ და საყვარელი ადამიანის დაკარგვამ გამოიწვია. და მაინც გესმით თქვენ რა რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა? რომელიც შენთვის ჰაერია და რომლითაც არსებობ. და წარმოიდგინეთ უჰაეროდ დარჩენილი თქვენი თავი,როდესაც თვალები გებინდება, სუნთქვა საგრძნობლად გიჭირს და დახმარების სათხოვნელი ძალა აღარ გაქვს. ყველაზე მწარეა. და შემდეგ უფრო მწარე,როდესაც გახრჩობს მოგონებები,რომლებიც ისეთი ძვირფასია საარსებოდ,როგორც წყალი და საკვები,რომ გადარჩე. და უცებ რომ გადარჩენისთვის მიზეზი აღარ გაქვს და ცოცხლობ უბრალოდ არაფრისთვის, არავისთვის. როდესაც მისი მონატრება გკლავს და ვერაფერს ვერ უხერხებ დროს. ხშირად მიფიქრია წარსულში რომ შემეძლოს მოგზაურობა რას ვიზავდი თქო. პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. დავაბრუნებდი დროს სადაც მყავდი შენ და იყო ყველა ნათელი დღე. ვწერ და მეტირება. ის ტკივილი მკლავს ნელ-ნელა და არა ერთბაშად რაც შენ გამოიწვიე. შენი სამუდამო წასვლით. ამბობენ უფალს თავისთან კარგები მიყავსო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? საყვარელ ადამიანებზე უზომოდ შეყვარებულმა ხალხმა,რომლებსაც ჯერ კიდევ გვჭირდებოდით. ხანდახან მგონია რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება უსამართლობაა. შენი წასვლაც უსამართლობაა. მენატრები უსაშველოდ. ყოველდღიურად ვუყურებ ფოტოებს და ვერ ვივსებ მონატრებას. ან როგორ ავივსებ? ვერ გეხვევი. ვერ გკოცნი. ვერ გელაპარაკები. ვერ დაგცინი. და მაინც როგორ გაბრაზებდი? ყოველთვის გაფრენამდე მიმყავდი ხოლმე,მაგრამ მაინც გიყვარდი. ალბათ რაც ჩემში მოგწონდა სიგიჟე და ზღვასავით ლურჯი თვალები იყო. ვწერ და ისევ უჰაერობა მემართება. სადაცაა მგონია რომ დავიხრჩობი,მაგრამ არა. არ ხდება ასე. არ ვიხრჩობი. ვცოცხლობ არაფრისთვის. ვცოცხლობ არავისთვის. და ჩემს ცხოვრებას სიცოცხლე კი არა არსებობა ქვია. დავბრუნდი დიდი შესვენების მერე პატარა ჩანახატი. ვეცდები ძველი ისტორიაც გავაგრძელო. ველოდები თქვენს შეფასებას. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.