შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი უკუქცევა


22-01-2017, 00:05
ავტორი მერილეინ
ნანახია 1 228

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან. ისევ იქ დგახარ საიდანაც დაიწყე, ისევ იმ წერტილის აშტერდები რომელიც ვერასოდეს იქცევა მრავალწერტილად. რაღაც ყოველთვის მაკავებს, მექაჩება. ზოგჯერ მეშინია გაფრენის, მეშინია რომ უფრთობას ვერგადავიტან და მეც ისევე ჩავლპები მიწაში როგორც უპატრონოდ მიგდებული დაჭრილი ცხოველი.
–იცით რა არის შიში?
ეჰ, ეს ხომ ხალხის ენაზე ლაჩრობაა, მაგრამ ვაი, რომ ცდებით.
ბედნიერება ახლა ტკივილისა და შიშის ფასად რომ ეძლევა ადამიანს ეს უკვე ვთქვი ერთხელ, მაგრამ ბედნიერება უწვრილესი წერტილებით ივსება და თვითოეულ წერტილს თავისი ადგილი უჭირავს ჩვენს სულში, ხორცში თუ სადღაც მინდვრების გადაღმა მაგრამ ის მაინც ჩვენია.
იცით თავი გზა აბნეული აჩრდილი მგონია, მხოლოდ მაშინ მიქრება ეს ილუზია როდესაც ქუჩაში გავლილს, ჩემს უაზრო ფიქრებში გართულს, ვიღაც ნაცნობის მოსალმება გამომაფხიზლებს და ამ ყველაფერს რათქმაუნდა სულიდან ამოსულ ნაზ ღიმილსაც დაურთავს. ეს მაგრძნობინებს ჯერ კიდევ ადამიანობას... რთულია ატკინო და თავი მაინც ადამიანად იგრძნო! ეს უფრო ზიზღის გრძნობაა. ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. ეს არის რაღაც ბნელი და დახლართული, ერთიანი კრუნჩხვაა სულისა. სადღაც მაღლა ცაში გაზიდული ფანტაზიის, სიცრუის გრძნობისა და თავის მოტყუების უზარმაზარი ცისარტყელა ისახება და ასე გრძელდება მანამ სანამ არ დატოვებ ცოდვილ ხორცსაც. ამის შემდეგ ადვილად შეგიძლლია იარო ქუჩაში, სადაც არავის აწუხებ. იარო და იქვითინო შენს მწარე მოგონებებთან ერთად. იარო და აღარ გადაწიო თავი უკან , ცრემლების შესაჩერებლად, რომ ვიღაცამ არ დაგცინოს ტკივილისათვის. მაგრამ, განა თავის უკან გადაწევას შეუძლია ცრემლების შეკავება?! – არა, ვფიქრობ ასე მხოლოდ ღმერთი დაინახავს იმ ტკივილით გაჯერებული ცრემლების ნაკადს რომელიც თვალებში გზახსნილი ისევ სულში იღვრება. მიუყვება დახლართულ არტერიებს მაგრამ სხეულიდან ვერა და ვერ გამოდის...



№1  offline წევრი Violeta_ia

სევდიანი ჩანახატია disappointed მართლაც რა საშინელი განცდაა,როდესაც ვიღაცას ზიანი მიაყენე და საკუთარ თავთს ვერ პატიობ. ასეთ დროს,ჩემი აზრით ჯობს იმ პიროვნების ნახვა და ყოველივეს თქმა,აღსარებასავით.

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent