შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალები


1-02-2017, 17:50
ავტორი lilsunshine
ნანახია 1 540

ვცდილობ უცნობის თვალებს დიდი ხნით არ ჩავაშტერდე,მითუმეტეს ვხედავ როგორ ეუხერხულება ჩემი დაჟინებული მზერა. ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის. უცნობი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე კარგად ნაცნობი ადამიანი გვერდს მივლის და მტოვებს საკუთარ კაეშანთან განმარტოებით.


ჩემთვის ყველა ახლოა,ვინც კი შენ გგავს. იცი რამდენი ხანია გეძებ? ან სად გეძებ? ან დღის რომელ მონაკვეთში მენატრები ისე,რომ გარეთ მყოფსაც სული მეხუთება? იცი ძილის წინ ჩვენს შეხვედრას როგორ წარმოვიდგენ? ან ის თუ იცი, რამდენი წამი მჭირდება იმისათვის რომ ქუჩაში შორიდანვე შეგამჩნიო,შენი სიარულის მანერით,გამჭოლი მზერითა და მუდამ ჯიბეში ჩაჩურთული ხელებით?
მე ვიცი. ზეპირად ვიცი. ეს ყველაფერი ჩემი დღის წესრიგი გახდა,როგორ უნდა დამავიწყდეს,რომც ვეცადო,ვიცი,არ გამომივა.

დიდი ხანია გეძებ. რთულია დავადგინო სად,იმიტომ რომ ყველგან გეძებ,ყველაფერში,ყველაში. სათითაოდ რომ ჩამოვთვალო,მთელი კვირა არ მეყოფა. ქუჩაში გეძებ,ქალაქგარეთაც გეძებ,იქაც კი გეძებ,სადაც ვიცი არასოდეს მოხვდები. ყველაზე მეტად შუადღეზე მენატრები. ბანალურია,ღამით მონატრებაზე როცა ამახვილებენ ყურადღებას. ასეთ მონატრებას რა აზრი აქვს,საკუთარ თავთან რომ მარტო ხარ და ფიქრები ყველაფერს მიედ-მოედება,რა თქმა უნდა,მოენატრები ადამიანს. ალბათ,ასე ენატრები სხვებსაც. შუადღეზე მენატრები იცი როდის? როცა ირგვლივ ოთხი ადამიანი მაინც მყავს,როცა რაღაცას მეკითხებიან და პასუხისას უნებურად მეფიქრება,შენ რომ გაგეგონა ჩემი პასუხი,რას იტყოდი?

ჩვენს შეხვედრას ჩვენეულს წარმოვიდგენ. ისეთს, არანაირი დიალოგი რომ არ სჭირდება,სულ რომ ასეთი იყო და ალბათ ეგრეც იქნება. წარმოვიდგენ რა გვეცმევა,როგორი ამინდი იქნება,სად შევხვდებით…

მე და შენ არასოდეს დაგვისახავს მომავლის გეგმები,არასოდეს გვიფიქრია ხვალ სად წავიდეთ,არასოდეს გვითქვამს ერთმანეთისთვის-“დილამშვიდობისა” და “ძილინების”,შენ არასოდეს წაგიკითხავს ჩემი ნაწერები შენზე,მზეზე,ჩემზე,ვიღაცაზე და არასოდეს შეგიფასებია ისინი,არასოდეს მინახავს როგორ გეღიმება როცა რამე გიჟურს ვაკეთებ და არასოდეს გამიგია როგორ მომმართავ სახელით. და იცი რა? მაშინ ჩემთვის სულერთი იქნებოდა,როგორ მომმართავდი- მთავარია დამიძახე,დამიძახე და აუცილებლად მოვალ.

მაინტერესებს,როცა გნახავ, როგორი იქნები? გაიზარდე? სად იყავი აქამდე? ვისთან იყავი? ფიქრობდი ჩემზე?! როცა წვიმდა გახსენდებოდი? ან მზე როცა იყო,მაშინ? ღრუბლიან ამინდში ჩემი უტუხი ხასიათი გახსენდებოდა?

ქუჩაში შენს ამოსაცნობად წამებიც კი არ მჭირდება,დანახვისთანავე ვიცი,შენ ხარ. ყოველთვის ასე იყო.

დღეს განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა. მე და შენ შევხვდით,ოღონდ არა ისე,როგორც წარმომედგინა,წვიმიან ამინდში,ორივე ქოლგის გარეშე და ყურსასმენებით,არა,შევხვდით მზიან ამინდში. შენ მეგობრებთან ერთად იყავი, მე კი მარტო მივუყვებოდი სახლის გზას. მე დაგინახე,შენც დამინახე,მაგრამ ერთმანეთი ვერ ვიცანით. ერთმანეთს ავუარეთ გვერდი ისე,როგორც ყველაზე უცნობმა ადამიანებმა ამ პლანეტაზე. მზერაც ვერ გავუსწორეთ ერთმანეთს.

კიდევ დიდი დრო გავა,სამი წელი,ხუთი,ათი და მერე თუნდ ერთმანეთს შევხვდეთ,თუნდ ერთმანეთი ვერ ვიცნოთ,მაინც გვიჩხვლეტს რაღაც გულში. მე მჯერა ამის,გუმანით ვგრძნობ,ასეც იქნება. და როცა ორივე მოვტრიალდებით,თითქოს ვხვდებით რომ უკან რაღაც გველოდება, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხება. მე შენ გიცნობ,შენ-არ ვიცი. გიცნობ და გამეღიმება,შენ კი ჩათვლი რომ მოგეჩვენა და გატრიალდები,მე კიდევ მივხვდები,ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო..



№1  offline წევრი lilsunshine

Lollipop :))
"თუნდ ერთმანეთი ვერ ვიცნოთ, მაინც გვიჩხვლეტს რაღაც გულში" heart_eyes კარგი იყო <3
მადლობა დიდი! <3

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent