შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გადავრჩი!


2-02-2017, 14:24
ნანახია 1 414

მივიწევ... დიახ, წინ მივიწევ.. შუაგულ ტყეში სულ მარტოდ დავრჩენილვარ .. ცრემლები ნიკაპთან წყდება და დიდი მოლოდინით ეშვება ძირისაკენ.. ხან პერანგი მისველდებოდა.. დიახ, თეთრი პერანგი რომელიც ტანზე შემომგლეჯოდა.. საყელო გახეულიყო ხოლო თეთრი პერანგი ტალახში ამოსვრილიყო.. ხან კიდევ.. ჰო... ხან ტალახით გაჟღენთილ მიწას ეცემოდა ჩემი ტკივილი, შიშის, გაკვირვების ცრემლები, რომლებიც ჩემს თვალს მალევე სწყდებოდნენ თან ისეთი სისწრაფით, რომ ფიქრიც კი მიჭირდა .. როდის? როდის დაეცემოდნენ იცი დაბლა იქნებ შევიშრო ისინი თვალზე, ჩემი საზიზღრად ტალახიანი თითებით? არვიცი.. შარვალი რომელიც აშკარად არ იყო ჩემი.. აშკარად არ იყო გოგოსი.. წელზედ შარვალი იმდენად დიდი მქონდა რომ ის გაცრეცილი ქმარიც კი ძლივსღა ამაგრებდა.. ვისი იყო ის ტალაზში "გაზმუთხული" შარვალი, რომლის აწევაც ყველა წამს მიწევდა, რომელიც იმდენად სველი იყო, რომ ვფიქრობდი ეს მე დავასველე ჩემი ცრემლებით? არვიცი..
წინ მივიწევ და პატარა ტბას ვადგები.. ცუდია, რადგან არ ვიცი სად ვარ რას ვაკეთებ და ვინ ვარ.. ტბა მოყინული იყო თუმცა სულად არ ციოდა.. სიო ერთი-ორჯერ დაუბერავდა აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით და სწორედ ეს მაიძულებდა წინ სვლას.. გაყინულ ტბაზე ვაპირებდი შედგომას როცა ფეხი გადავდგი მე მასში ჩავვარდი.. გამიკვირდა ტბა ხომ იყო მოყინული? სიცივემ ამიტანა წყალი იმაზე ცივი იყო ვიდრე მეგონა .. ზემოთ ვაპირებდი აცურვას როცა ყინულის დიდი გარსი ტბას ზემოდან გადაეკრა და მე უბრალოდ... მე უბრალოდ.. მე .. მე ვერ შევძელი ამემტვრია ის მე ვერ შევძელი ამომესუნთქა.. აი ვფიქრობდი, რომ გონებას დავკარგავდი.. აი შემდეგ კი... არვიცი... ვიღაც მოდის.. მესმოდა ფოთლების შრიალი და ყინულის კრაჭუნი.. ესეიგი "ის" ტბაზე იდგა? ზევით ახედვა შევძელი გრძელი ფეხები, რომელზეც შავი შარვალი ამოეცვა ჟაკეტი, რომელიც კუდუსუნზე მოეფარა და შავ-თეთრი მოკლე მკლავიანი მაიკა, რომელიც მის კუნთებს ნამდვილად კვეთდა.. ამის შემდეგ.. თვალები.. თაფლივით ყავისფერი თვალები... ვინ იყო? რა იყო? გაიცინა .. ხელი გამომიწოდა მეც ჩავჭიდე და ამიყვანა..
მე გადავრჩი... :)



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent