შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეულები


2-02-2017, 16:25
ავტორი lilsunshine
ნანახია 1 216

ყველანი მთვარეულები ვართ. მოულოდნელად მოვდივართ და მოულოდნელად მივდივართ კიდეც. წასვლამდე კიდევ,დიდი სასაცილო რამე ხდება,ერთგვარი თამაში. ყველაზე მაგარი თამაშია საერთოდ,გეფიცებით. აი,დაჭერობანა,დამალობანა,გასწრობანა,ხომ ყველას გვითამაშია ბავშვობაში? ყველა ერთად აღებულია ეს თამაში. ხომ წარმოგიდგენიათ,რა აზარტულია? ძნელია არ მიეჯაჭვო,არ დაემორჩილო.

კომპიუტერულ თამაშებში დრო ბევრად უფრო მალე გადის. ჩემ მიერ ხსენებულში კი, თამაშის დროის საზომი ერთეულია წამი. წამია ყველაფერი. წამია თამაშიც,წამია ჩვენი “ცხოვრებაც”. ყოველდღე ადამიანებს ვემალებით,ვცდილობთ ქუჩაშიც კი,ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები “ვერ შევამჩნიოთ”,თავი ავარიდოთ,დავიკიდოთ,ერთი სიტყვით. ვემალებით მეგობრებსაც,ვემალებით უცნობებსაც,ოჯახის წევრებსაც. მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვემალებით. ვემალებით საკუთარ შიშებს,საკუთარ სურვილებს,ვემალებით საკუთარ სისუსტეებს,სირთულეებს,ბედნიერებასაც კი ვემალებით!

ვუსწრებთ ყველასა და ყველაფერს,გავრბივართ წინ და ვცდილობთ წავაქციოთ სხვები. შუა გზაზე კი-უკან ვიხედებით.ვიხედებით და საკუთარ ნამოქმედარს ვუყურებთ,იმ უღირსობას,რასაც ჩავდივართ.

ვიჭერთ ადამიანებს. ადამიანებს ვიჭერთ-დამნაშავეებსაც და უდანაშაულოებსაც.ვიჭერთ საინტერესოებსაც და უინტერესოებსაც.ვიჭერთ ისეთებსაც,თვითონაც რომ არ ვიცით რაში გვჭირდება. ასეა ეს. ვთამაშობთ და ვერთობით. საკუთარ თავს ვართობთ ისე,რომ ვერც კი ვამჩნევთ როდის გადის ეს წამი.

ყველანი მთვარეულები ვართ.ვიცით როდის მოვდივართ,მაგრამ არ ვიცით როდის წავალთ. მთვარეულები ვართ და ასე შეუცნობლად ვეთამაშებით წამებს,წუთებს,საათებს,დღეებს,თვეებსა და წლებს.

მე ჯერ კიდევ მძინავს,შენ?



№1 სტუმარი Guest გოგონა დედამიწიდან

ალბათ მძინავს...

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent