შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება


6-02-2017, 17:16
ნანახია 1 386

ჩემს წინ პირდაპირ ვიღაც ნელი ნაბიჯით მოიწევდა, სიბნელე იყო ვერ ვარჩვდი მის სახეს. კაპიშონი ეფარა, მხოლოდ მე და ის ვიყავით ქუჩაში, რაღაცნაირად ინტერესი გამოიწვია ჩემში, მაინტერესებდა თუ ვინ იყო და მეც ჩქარი ნაბიჯით წავედი, მისკენ მივიწევდი, ის კი ჩემსკენ. ნელ-ნელა მისი სახე უფრო ნათდებოდა და სულ რამოდენიმე ნაბიჯი და მის სახეს გარკვევით დავინახავდი, აი, ერთი, ორი, სამი და მისი სახე,თითქოს მეცნო, არა თითქოს არა, მეცნო, ეს ის სახე იყო რომლის გახსენებასაც სულ ვცდილობდი, მისი ზღვასავით უძირო თვალები, მისი სწორი ცხვირი, მისი მიმზიდველი ტუჩები, ჰო, ის იყო, ის, რომლის დანახვაც ასე მწყუროდა და ამავდროულად მასევდიანებდა. მინდოდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებოდი მაგრამ მისმა სიცივემ შემაჩერა, ერთ ადგილზე გამყინა და განძრევის უნარი დავკარგე. ეს ვერ აგიხსნით როგორი რამ იყო, ალბათ თავად უნდა გამოცადო, რომ მიხვდე, თუმცა არავის ვუსურვებ ამ სიცარიელის შეგრძნებას, თითქოს ვიღაცამ დანა გადაგისვა ვენებზე და სისხლისგან იცლები, ყველა შენი წარსულის ტკბილი თუ მწარე მოგონება გახსენდება, ყველა დეტალი რაც მასთან გაკავშირებს და ხვდები რომ თურმე ყველაფერი არაფერი ყოფილა, თურმე მისთვის არაფერს ნიშნავდა წარსული, თურმე არავინ ხარ მისთვის და ხვდები რომ ამ ცხოვრებაში შენი ადგილი არ არის. გინდა სადღც გაიქცე უკაცრიელ კუნძულზე, სადაც არავინ იქნება, სადაც არავინ გატკენს გულს, სადაც არავინ გკითხავს რატომ ტირი, სადაც იქნები მარტო საკუთარ თავთან. ახლა? და უცებ ამ ფიქრებში რაღაც შეიცვლა მან გვერდი ჩამიარა რამდენიმე წამში კი უკან ჩრდილი დავინახე, ვუყურებდი და თავიდან საკუთარი მეგონა მაგრამ არა , ეს მისი ჩრდილი იყო ის მობრუნდა, და აჰა, ვიგრძენი მისი ხელის შეხება ჩემს მკლავზე. იცით რა დამემართა?! ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სიხარული, სიყვარული, მწუხარება, ტკივილი, ცრემლი, ოღონდ მწუხარების არა, ბედნიერების ცრემლი, ყველაფერი ერთად იყო ჩემში და ჩემთან. და ჰო, რა თქმა უნდა და რაც მთავარია ის იყო ჩემთან, მომაბრუნა ჩამეხუტა და მითხრა „ მე დავბრუნდი, დავბრუნდი შენთვის, ახლა ერთად ვიქნებით მუდამ“ და გაჩერებულმა გულმა კვლავ განაგრძო ფეთქვა.



№1  offline წევრი nimi

რაღაცნაირად გავს ჩემსას. მომწონს

 


№2  offline წევრი anuki2662

Mec minda viocnebo rom eg dge dadgeba

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent