მაინც რა არის სიყვარული?
ვგრძნობ, ჰო, ვგრძნობ როგორ შემოიჭერი ჩემში და სამუდამო დაიდე ბინა, ვგრძნობ როგორ შემცვალე, ჰო, ერთი პატარა გოგო, რომელსაც სიყვარულზე მხოლოდ თავისი პატარა აზრი და შეხედულება გააჩნდა, ძირითადად სხვებისგან გაეგონა რას ნიშნავს სიყვარული, რა სიმპტომები აქვს მას და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამ პატარა გოგოს ბევრი წაუკითხავს დიდი პოეტები როგორ აღწერენ სიყვარულს, ამ უდიდეს გრძნობას რომ არაამქვეყნიური სიტყვებით ამკობენ, მაგრამ სულ სხვაა როცა ამას განიცდი, სხვა გრძნობაა როცა თავად ხარ ამ დაავადების ობიექტი, სიყვარული ეს დაავადებაა, ცხოვრებაში ყველაზე კარგი ვირუსია, შეგეყრება და აღარასოდეს დაგტოვებს მარტო, როგორც სხვა დაავადებები გადიან ეტაპებს ასეა სიყავრულიც, ჯერ სიტკბოებას შეგაგრძნობინებს, რადგან მომხიბვლელია როგორც ვარდი, შემდეგ კი მტკივნეული, როგორც ვარდის ეკლების შესობა. თუმცა ამ ორი ტკივილის ერთმანეთთან შედარება არც კი შეიძლება, გრძნობას შეუძლია სრულიად ჯამრთელი, საღად მოაზროვნე ადამიანი დაგიმონოს და მის მარიონეტად გაქციოს, სიყვარულისთვის? ზღვას კი არ გადაცურავ მხოლოდ, სიცოხლეს კი არ გაიღებ, არამედ ათჯერ მოკვდები ზედიზედ. ეს ის გრძნობაა როცა გინდა ფრთები შეისხა და მასთან ერთად ვინც შენი გულის სწორია გაფრინდე, გაფრინდე სადღაც შორს სადაც იქნებით მხოლოდ თქვენ, იცხოვრებთ ბედნიერად, მრავალი თვალისა და „დაცქვეტილი“ ყურების გარეშე. იცხოვრო იმ ადმაიანის გვერდით რომელმაც სიყავრული გასწავლა, უყურო ყოველ დილით და ყოველ საღამოს, როგორ გაიღვიძებს, დაიძინებს. ეს ხომ ბედნიერებაა, იყო მასთან ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყავრს და ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.