შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო ძვირფასო


10-02-2017, 22:20
ავტორი გენო ფონია
ნანახია 1 380

ჩემო ტკბილო გოგონა,
დღეს ჩვენი ერთად ყოფნის დღეებით ვსულდგმულობ. შენი დიდი მადლობელი ვარ. შენ დამაბრმავე. არაფერია ქვეყანაზე შენსავით სხივოსანი და ნაზი.
ამას იმიტომ ვწერ რომ იქნებ შევძლო და ეს დამეხმაროს, შენზე ფიქრი მცირე ხნით მაინც ამოვიგდო გონებიდან, სულს გეფიცები სხვა არაფერზე შემიძლია ფიქრი. იმ დღემ გაიარა, როცა იმდენი ძალა შემწევდა, რჩევა მომეცა და გამეფრთხილებინე ჩემს ცხოვრებას დიდი დრო არ უწერია მეთქი. უშენოდ ვერ გავძლებ. აღარაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გიხილო. ჩემი ცხოვრება თითქოს არ ჩერდება უფრო შორს ვეღავ ვიყურები. შენ ერთიანად დამიპყარი. ალბათ რა საბრალო და საცოდავი ვიქნებოდი, იმედი რომ არ მქონდეს, მალე გიხილო. განშორების მეშინია. შენი ერთი sms - იც კი თვალმარგალიტით დატვირთულ ხომალდზე უფრო ძვირად მიღირს. გთხოვ ხუმრობით ნუ მომეპყრობი. სულ მიკვირდა, ადამიანებს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივი სიკვდილი რომ შეეძლოთ, ამის გაგონება მაკრთობდა. მე ამჯერად აღარ ვკრთი, მე არ შემეძლო სარწმუნოებისათვის მოწამეობრივი სიკვდილი, სიყვარულია სარწმუნოება ჩემი და მისთვის სიკვდილი შემიძლია. მე შემიძლია მოვკვდე შენთვის, მრწამსი ჩემი სიყვარულია და შენ ხარ მისი ერთადერთი საყრდენი. შენ გამიტაცე ისეთი ძალით, რასაც წინ ვერ აღვუდგები, ზოგჯერ ვცდილობ მაგრამ არ გამომდის, მეტს აღარ ვიზამ ეს უდიდეს ტკივილს მომაყენებს. უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია.
იქნებ შიშობ ჩემზე, ისე ძლიერ აღარ ვუყვარდეო? ჩემო ძვირფასო გოგონა, მე შენ უსაზღვროდ და სამარადისოდ მიყვარხარ. რაც მეტად გაგიცანი, მით უფრო მეტად შემიყვარდი. ყველაფერი, თუნდაც ჩემი ეჭვიანობა სიყვარულის აგონია იყო, უკიდურესი გზებით გავწირავდი თავს შენი გულისათვის. შენი უკანასკნელი კოცნა უტკბილესი იყო, უკანასკნელი ღიმილი უბრწყინვალესი, უკანასკნელი მოძრაობა უნარნარესი. შენ ალბათ ფიქრობ ჩემში მხოლოდ სილამაზე უყვარსო. განა მარტო ესაა მიზეზი ჩემი სიყვარულისა? განა ვერ ვხედავ შენს ფრთაშესხმულ გულს და ჩემს თავს შიგ დატყვევებულს. სულ შენზე ვფიქრობ და ვიფიქრებ.
რაც შემეხება მე, მზად ვარ ჩვიდმეტი წლისაც მოვკვდე. ვფიქრობ მეყოფა. არ მიყვარს ბრძნული აზრების გამოთქმა, მაგრამ მსურს განვაცხადო, რომ სიცოცხლე მწარე წუხილად არ ღირს.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent