შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ, შემეძლოს !


31-03-2016, 11:34
ავტორი Kristy
ნანახია 1 756

უკვე გვიანია, მაგრამ ვერ ვიძინებ! ან როგორ უნდა დავიძინო შენს გარეშე? შენ კი ალბათ გძინავს... ტკბილი სიზმრები, უფალმა დაგიფაროს!
ნეტა ახლა შემეძლოს მოვიდე, საწოლთან ჩამოგიჯდე და ნაზად გაკოცო, ვიგრძნო შენი სითბო, შენი სუნთქვა მოვისმინო, გიხილო... თუნდაც წამით გიხილო... ნეტავ, ფრთები მქონდეს - მოვფრინდებოდი შენს ფანჯარასთან, ჩამოვჯდებოდი და თუნდაც შორიდან, თვალს ვადევნებდი შენს ძილს, ჩუმად გაგიღიმებდი... ნეტავ, თუ იგრძნობდი?!
თორმეტს კარგა ხანია გადასცდა... ისევ დუმილი... ნუთუ მართლა დამივიწყე?! არადა, მითხარი კიდეც: „ორი დღე გავუძლებ და მორჩა“ო! ნუთუ სულ ეს იყო შენი სიყვარული?!
ძველებურად არაფერი იქნება (ბუნებრივია!), მე კი ამის გაგება არ მსურს... იცი, როგორ მინდა შენი ხმის მოსმენა?! რას არ დავთმობდი, რომ მენახე, რომ მომესმინე, რომ მეგრძნე ჩემს სიახლოვეს... მე ხომ სული გაჩუქე?! იქ გყავს, იმ უჯრაში, სადაც ჩემს სურათს ინახავ... იქაა და სითბოთი და სიყვარულით გავსებს, ყოველ წამს გიმეორებს, როგორ ენატრები... ყური დაუგდე!
ყოველ ცისმარეს, როცა ჯერ მზესაც კი სძინავს, ის საოცარი გრძნობით გლოცავს, ნაზად გეხება ლოყაზე და ბედნიერ დღეს გისურვებს... ვერც „ძილინებისა“ს თქმას დაასწრებს ვინმე - გრძელი დამღლელი დღის შემდეგ, საკუთარ ძალას გინაწილებს და კეთილ სიზმრებს გიგზავნის...
გპირდები, ჩემი ეს ნაწილი მუდამ იქ გეყოლება! უბრალოდ იჯდება იქ, უჯრაში, თუნდაც სულ მარტო და თვალს გადევნებს... და რომც გააგდო, შენს კარებთან მოკალათდება: ზამთრის ყინვით გათოშილი თუ ზაფხულის პაპანაქებით დასნეულებული, მაინც შენზე იოცნებებს და დაელოდება დღეს, როცა საბოლოოდ შემოუშვებ!



№2 სტუმარი Magda

რა კარგია. როგორ მომეწონა. იმ ბიჭს ძალიან გაუმართლა

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent