შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დე, გჯეროდეს რა ჩემი - სულ ყოველთვის


10-02-2017, 22:50
ავტორი URMAKNG
ნანახია 1 511

შეიძლება კი, ადამიანი გიყვარდეს და მას არ იცნობდე, არ იცნობდე შინაგანად, საერთოდ წარმოდგენაც კი არ გქონდეს თუ ვინაა და მაინც გიყვარდეს?!.. არ ვიცი, დავიბენი, ამ წამს, უფრო ზუსტად კი ცოტა ხნის წინ, ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია და, მგონია, რომ მიცნობს, ესმის ჩემი, თუ რას რატომ ვაკეთებ, ვინ ვარ და ჩემი ქცევის მიზეზებიც უამრავჯერ ამიხსნია, აი ასე, მარტივად ისეთი კითხვა დამისვა, რომ საერთოდ შემირყია რწმენა... შეიძლება კი, იყო დედა, გიყვარდეს შვილი და მაინც პირველივე მისთვის კრიტიკულ სიტუაციაში, გამოხვიდე არ მისი პიროვნებიდან, არამედ ზოგადი საზოგადოებრივი სტანდარტებიდან და ის კითხო - რაც შეიძლება, ძალიან ბევრს გაეკეთებინა და არა მას... მას არა, მაგრამ, ალბათ, საკმარისად არ იცნობ და არც ცდილობ იწამო მისი... მახსოვს პირველად მაშინ მეტკინა, დე, შენი ჩემდამი ასე ცოტა რწმენა, როცა სკოლის ტუალეტში იმ დროს შევედით მე და ჩემი დაქალი, როდესაც იქ ერთი გოგო და ერთი ბიჭი სიგარეტს ეწეოდნენ და ჩვენი შევლისთანავე მალე კარი გამოიხურეს... მახსოვს როგორ დაგვადგა სასწავლო ნაწილი - და გინდა თუ არ თქვენ ეწეოდეთო, არადა არც მაშინ და არც ახლა სიგარეტისთვის ხელიც კი არ დამიკარებია, და ჩემმა დაქალმა დაურეკთო - მან იცოდა, რომ დედამისი მას ენდობოდა, მისი სჯეროდა და არა ის რომ ბავშვების უმეტესობა გაფუჭებულია... მე მაშინაც ვიცოდი რომ შენ ჯერ დაეჭვდებოდი, სასწავლო ნაწილის სიტყვებს უფრო ირწმუნებდი, ვიდრე უბრალოდ გეთქვა რომ მე ჩემს შვილს ვიცნობო... მაშინაც მეტკინა, მაგრამ ახლანდელზე ბევრად პატარა ვიყავი და უფრო ნაკლებად განვიცადე... ახლა უფრო გავიზარდე, უფრო გადავაფასე რაღაცეები და მტკივა, რომ შენ ჩემდამი სიყვარულს იჩემებ და მაინც ყოველთვის ეჭვი გეპარება ჩემში, ყოველთვის იმას მოელი, რასაც ვიღაც ჩემთვის „უთავმოყვარეო ან უტვინო“ ადამიანები გააკეთებდნენ.... ნუთუ იმიტომ მოელი ჩემგან ცუდს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული პირდაპირობისკენ ვიხრებოდი, როცა მართალი ვიყავი თავს არავის დავუხრიდი და არც ახლა დავუხრი?!...იცი რა მახსოვს სულ ღრმა ბავშვობიდან, ჩემმა ძმამ რომ სათამაშო კუ დაჭრა და დაჭრილ-დაფლეთილი ბებიამ იპოვა და მაშინვე, ჩემკენ გამოიშვირეთ ხელი.... ხო, მაშნაც „მეტკინასავით“, მაგრამ უფრო პატარა ვიყავი და ვერ გავიგე... დღეს კი საერთოდ მგონია ჩამომშალე იმ კითხვით „ახლანდელი გოგოები ყურადღების მისაქცევად....“ დე, ნუთუ ასე ძალიან არ მიცნობ რომ ასეთ რაღაც გეკითხა, ნუთუ დანაშაულია იმის თქმა, რომ დღევანდელი დღის ერთადერთი პოზიტივი სწორედაც რომ ის სამაშველო ჯგუფი იყო, რომელმაც ჩემთვის საშინელი სივრციდან გამომიყვანა... ნუთუ ასე ძნელია იმის დაჯერება, რომ თუკი სულ მუდამ უფრო მეტად ძლიერი ვარ და ნაკლებად მეშინია, ან ურთულესი პროფესია ავირჩიე, მე არაფრის უნდა მეშინოდეს?!.. მეც მეშინია, არის რაღაცეები, რისაც პანიკურად მეშინია და სულ შემეშინდება... აქამდე ყველაზე მეტად მგონი სიმაღლის მეშინოდა, დღეს კი მივხვდი რომ ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ ჩემთვის მეორე ძვირფას ადამიანსს(აი იმას ჩვენი სულის ნახევარი რომაა) შენსავით ვეყვარები, ვეყვარები და ვერ დაინახავს ჩემს პიროვნებას, უბრალოდ ვეყვარები გააზრების გარეშე და ნებიესმიერ წამს სხვებისას უფრო დაიჯერებს ვიდრე ჩემსას... დე, ნუთუ შეიძლება, გააზრებულად გიყვარდე და ვითომ ხუმრობით, მაგრამ მაინც ასე შეგეპაროს ეჭვი ჩემში?!... დე, იცი რა მტკივნეულია, ასე ძალიან რომ მიყვარხარ მე და შენ ასეთ კითხვას მისვამ....



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent