შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიყვარხარ...


11-02-2017, 21:49
ავტორი Medison
ნანახია 1 740

ძილბურანში მყოფს ჩემს ირგვლივ ჩემთვის გაურკვეველი ხმები ჩამესმოდა,ყველანაირად ცდილობდა ჩემი გონება დაეიგნორებინა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ნელ-ნელა ხმები დაწმინდავდა და მკაფიოდ გავარჩიე ჩემი ძმის და ჩემი მეგობრების ხმა ,რომლებიც ხან ინგლისურად ,ხან რუსულად ხანაც კი ქართულად მღეროდნენ დაბადებისდღის მისალოც სიმღერას.წამოვიწიე და თვალები მოვიფშვნიტე.
-დროზე ჩააიფიქრე სურვილი და ჩააქრე -დამიყვავა ლილიმ
-აქეთ მოიხედე ქალბატონო-დამიძახა ჩემმაძმამ რომელსაც კამერა ჰქონდა ჩემსკენ მომართული
-გილოცავ საყვარელო,აი ჩემგან საჩუქარი -წააყარა ნიტამ.ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს გაშტერებული ხან ერთს,ხან მეორეს ხანაც მესაამეს ვუყურებდი და ჯერ კიდევ ვერ ვერკვეოდი რახდებოდა.ბოლოს როგორც იქნა ჩემმა ტვინმა გაიაზრა .დღეს ხომ ჩემი დაბადებისდღეა.უცებ ბაგეები ღიმილმა გამიპო.თვალები დავხუჭე,სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ჩავაქრე.
-უკვე დიდი გოგო ხარ-ტაში შემოჰკრა სალიმ და ლამაზად შეფუთული ყუთი მომაჩეჩა.
-უკვე 24 წლის ღლაპია-გაიცინა ჩემმა ძმამ და ნიტას წელზე ხელი მოხვია.
-მადლობაა-საყვარლად გავიცინე და ოთახს თვალი მოვავლე.თითქოს ყველა ჩემი ახლო მეგობარი გარს მეხვია,მაგრამ ის არჩანდა .დაავიწყდა? მაგრამ ჯერ ხომ ღამის სამი საათია.არდაავიწყდებოდა .უსიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე .
-მიდი აბა საჩუქრები გახსენი-გვერდით ლილი მომიჯდა.-აჰა ჯერ ჩემი- ლამაზად შეფუთული პატარა ყუთი გამომიწოდა.გამოვართვი და ფრთხილად შემოვაცალე ქაღალდი .
-ახლა თუ ისარის რაც მემგონია-ბედნიერმა წამოვიყვირე და ყუთი სწრაფად გავხსენი.-ვაიმეე ლილიკოო-გადავიწიე და ბედნიერმა ლოყაზე ვაკოცე.-როგორ მომწონდა ეს ყელსაბამი..
-მიდი ახლა ჩვენიც გახსენი ვა-შემომიბღვირა სალიმ.გამეცინა და დარჩენილი ყუთებიც სწრაფად გავხსენი.იქ ჩემი საყვარელი სუნამოები,საათები , Coldplay-ს კონცერტის ბილეთები იყო.
-აუუ რამაგარიაა -წამოვიყვირე და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე.-აუ ტორტი არგინდათ?
-აუ მე მომინდა-გაბრწყინებული თვალებით შემომხედა ნიტამ ,თითქოსდა ამ წამს მთელი ცხოვრება ელოდაო.გამეცინა და საწოლიდან წამოვდექი.ნიტას სალიმ და ლილიმააც აუბეს მხარი.სამზარეულოში ტორტით გავედით და ლილიმ ნაჭრებად დაჭრა მე კი თეფშების გადმოღება დავიწყე.
-დავწვები მე ხვალ ადრევარ ასადგომი-შემოგვძახა საბამ(ჩემმა ძმამ)-ნიტა როგორც კი შეჭამ მაშინვე შემოდი ოთახში და დაიძინე ,დასვენება გჭირდება-ბოლოს მაინც მკაცრად დააყოლა და მარტო დაგვტოვა.
-აბა ლუკამ მოგილოცა?-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა სალიმ და ტორტის მოზრდილი ნაჭერი პირში იტაკა.
-რავი არა, არცმოუწერია-მხრები ავიჩეჩე და ჩანგლით ტორტის ნაჭრის წვალება დავიწყე.
-კაი გოგო ჯერ რომელი საათია.მთელი დღე წინაქვს .თან ხოიცით ასეთი ბანალურობები და ტელეფონით მოლოცვები არუყვარს.უეჭველი ვიცი რაღაც გრანდიოზულს გიმზადებს -თვალი ჩამიკრა ლილიმ
-რავიცი-ამოვიოხრე
-რაარი შენი დაბადებისდღეა თუ დაკრძალვა გოგო-დამიყვავა ნიტამ
-ესეიგი რაა ღამის 3 საათზე გამაღვიძეთ და კიდევ კარგ ხასიათზე უნდავიყო?-გამეცინა და შევუბღვირე.
-უიმეე თხა -ცხვირი აიბზუა ნიტამ.
გამეცინა და გვერდით მივუჩოჩდი,მუცელზე ხელი დავუსვი
-კარგი ნუმებუტები ახლა-ლოყაზე ვაკოცე
-ო არშეიძლება ასე ,გაბუტვასაც ვერვასწრებ ,რომ მირიგებ
-მე თვით ნიჭიერებავარ-გავიჯგიმე და ენა გამოვუყავი.
5საათამდე დრო ლაპარაკში გავლიეთ.მიუხედავად საბას "მუქარისა" ნიტა მაინც ბოლომდე დარჩა .ნუ რათქმაუნდა საბა ამის შესახებ ვერც გაიგებდა. საწოლში დაღლილი დავეგდე და ტელეფონი შევამოწმე .კვლავ არაფერი.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა,ტელეფონი იქვე მივაგდე და საწოლში ოთხად მოვიკუნტე.ფიქრისგან თავი უკვე მისკდებოდა.გარიჟრაჟზე ძლივს ჩამეძინა.მადლობა ღმერთს დილით აღარავინ დამადგა და ძილი კვლავ არ დამიფრთხო.თვალები გავახილე და ტელეფონს დავუწყე ძებნა.გულში მაინც მქონდა იმედი რომ შეტყობინება დამხვდებოდა ,ასეც იყო მაგრამ არა იმპიროვნებისგან ვისგანაც მე მინდოდა.დაავიწყდა.აშკარად დაავიწყდა.ზანტად წამოვიზლაზნე საწოლიდან და აბაზანაში მოსაწესრიგებლად შევედი .ყველანაირი ჰიგიენური პროცედურა მოვითავე და ტანსაცმელი ჩავიცვი.ოთახი ტელეფონის ზარის გამაყრუებელმა ხმამ აიკლო.სწრაფად ვწვდი ტელეფონს .ის იყო.10მდე ნელა გადავთვალე და გავაგონე
-ნი მიდი ჩვენს კაფეში ნახევარ საათში იყავი
-კარგი-გამითიშა.იქნებ ახსოვს?და იქ უნდა ორიგინალურად მომილოცოს როგორც ლილიმ თქვა?არვიცი იქნებ და არა.თავი გავაქნიე და თმა ჩამოვივარცხნე.სამზარეულოში გავედი.
-ნიტ უნდა გავიდემე
-საით -მაცივრიდან თავი გამოყო და შემომხედა
-ლუკას უნდა შევხდე -გავუღიმე
-ხო მიდი მიდი-ეშმაკურად ჩაიცინა.-აუ მარწყვს ხომ გამომიყოლებ?-საწყალი თვალებით შემომხედა
-კი გამოგიყოლებ-მის სახეზე გამეცინა,მუცელზე მოვეფერე ,დავემშვიდობე და ჩვენი კაფისკენ ავიღე გეზი.რამდენიხანია რაც ის კაფე ჩვენი გახდაა? დაახლოებით ერთი წელი იქნება.ჩემი და ლუკას გაცნობა არყოფილა ერთი ჩვეულებრივი რომანტიკული გაცნობა.არც წიგნები დამვარდნია და არც ის დახრილა დასახმარებლად.უბრალოდ შემთხვევით მსუბუქი ავარია მოგვივიდა .მართვის მოწმობა ახალი აღებული მქონდა და ხომ ხვდებით არა?მაინც ვფრთხილობდი, რატომღაც გული მიგრძნობდა ან ვიღაცას გავიტანდი ან კიდევ ხეს შევასკდებოდი.როგორც ჩანს ჩემი წინათგრძნობა გამართლდა .მე და ლუკა მანქანებით ერთმანეთს შევეჯახეთ.რათქმაუნდა მისი ბრალი იყო ისეთი გიჟივით მოაქროლებდა.ოო რაც მაშინ გამოვლანძღე,მაგრამ არც თვითონ დამაკლო და ამან უფრო გამამწარა.შემდეგ იყო რამდენჯერმე შემთხვევითი შეხვედრები ,მაგრამ უბრალოდ თვალებით ვბურღავდით ერთმანეთს .ერთხელ კურსელის დაბადებისდღეზე ვიყავი და იქ იყო .მაგ დღის შემდეგ ნელნელა თბებოდა ურთიერთობა ჩვენს შორის .რათქმაუნდა იყო ბევრი უაზრო ჩხუბი ,გაბუტვები მაგრამ სერიოზული არაფრერი.სიმართლე გითხრათ ახლაც ასეა.მიუხედავად იმისა რომ ერთადვართ და ერთმანეთი გვიყვარს დღის ნახევარ კინკლაობაში და ერთმანეთის ნერვების შლაში ვატარებთ.ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე ისე შევედი კაფეში და ჩვენი ჩვეული ადგილი დავიკავე.ის იქ იყო და მე მელოდა.
-ნიკამ თავისთან დაგვპატიჟა და გავიდეთ-თითები მაგიდაზე ააბაკუნა.
-დღეს სხვა გეგმებიმაქვს ,შენ წადი -ძალით გავუღიმე.გულში რაღაც ჩამწყდა.მინდოდა აქედან გავქცეულიყავი.ხომ დიდი არაფერი,უბრალოდ დაავიწყდა მეტი არაფერი.მაგრამ მაინც მეწყინა .საშინლად მეწყინა.ყოველთვის ყველა დღესასწაული ახსოვდა ,ნიტას დაბადებისდღე როდისიყო ეგეც კი იცოდა ,მაგრამ ჩემი დაავიწყდა.არაუშავს მერე რამოხსა.არიტირო ნია არიტირო.თავს შემოვუძახე და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე
-უნდა წამოხვიდე-კატეგორიულად წარმოთქვა
-ლუკა ხომგითხ..
-არმაინტერესებს!-თვალები აატრიალა -იცოდე ძალით წაგიყვან-ფეხზე წამოდგა-ექვსის ნახევარზე შენსსახლთან ვიქნები.არმალოდინო იცოდე-თვალი ჩამიკრა ,ფული გადაიხადა და წავიდა.
რამდები ხანია ჩემთან ასეთი ცივი არყოფილა.კიმარა რამოუვიდა?მე ხომ არაფერი დამიშავებია.არმომწონს მისი ასეთი ცვლილება.თავი გავაქნიე და ჩვენი კაფე დავტოვე.ცოტახნით ქუჩაში ვისეირნე,შემდეგ მარწყვი ვიყიდე და სახლში დავბრუბდი.ნიტა სახლში არდამხვდა .როგორც ჩანს მშობლებთან წავიდა.მარწყვი სამზარეულოში დავტოვე და გოგოებს დავურეკე ,ლუკას საქციელი მოვუყევი.ლილი მაინც თავისას უბერავდა და მის ამ საქციელს რაღაც გრანდიოზულს მიაწერდა.საათნახევრიანი ლაპარაკის შემდეგ გავუთიშე და მზადება დავიწყე.შავი მაღალწელიანი დახეული ჯინსი და ტოპი ჩავიცვი,თმა მაღლა ავიწიე და შევიკარი,ფეხზე შავი კედები ამოვიცვი და ლუკას მოსვლას დაველოდე.მალევე ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.არ გავაგონე ,გავუთიშე და დაბლა ჩავედი.ეზოში მის მანქანას მოვკარი თვალი ,მისკენ გავიქეცი და სწრაფად შევხტი.გამიღიმა და მანქანა უხმოდ დაძრა .როდესაც გავაცნობიერე რომ ნიკას სახლი სულ სხვა მხარეს იყო ავწრიალდი.
-სადმივდივართ?
-ჩუუ-არც გამოუხედავს ისე გამაჩუმა
-ლუკა კარგ...
-რომ მივალთ ნახავ -გამაწყვეტინა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.ჩამეღიმა და მომინდა მოვხვეოდი.გული სითბოთი ამევსო და სახიდან ბედნიერ ღიმილს ვერ ვიშორებდი.მანქანა აეროპორტთან გააჩერა და გადავიდა,კარი გამიღო და გადასვლაში დამეხმარა.საბარგულიდან ჩემოდანი ამოიღო ,ხელი ჩამჭიდა და შიგნით შევიდა.
-ლუკა არმეტყვი რახდება?-ყურში ჩავჩურჩულე და მივეკარი.
-მალე გაიგებ-ჩაიცინა და უცებ სადღაც გაქრა.
თავბრუ დამეხვა და თავი ძლისვ შევიკავე ძირს რომ არ გავშხლართულუყავი.უცებ მთელს აეროპორტში სასიამოვნო მელოდიის ხმა დატრიალდა .მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არჰქონდა როდესაც ვიღაცამ 'Will you marry me?' ს სიმღერა დაიწყო რომლის ხმაც ძალიან ჰგავდა ლუკასას.დავინახე მიკროფონით ხელში იდგა და მემიყურებდა .ხალხმა ჩემს გარშემო ცეკვა დაიწყო ,ზოგი კი ბედნიერი სახით იყურებოდა და ვიდეოს იღებდა.ლუკა მომიახლოვდა ,წინ დამიდგა,ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა ,იქიდან ბეჭედი ამოიღი
-ნია კარგად იცი ასეთი რაღაცრები არმეხერხება და არც გამომდის.უბრალოდ მიყვარხარ-თითზე პეჭედი გამიკეთა.შოკირებული ერთ ადგილას ვიყავი მიყინული და ვერაფერს ვაკეთებდი .ბოლოს გამოვერკვიე ,ფართოდ გავიღიმე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-მიყვარხარ-ყურთან ვუჩურჩულე
-გილოცავ პატარავ დაბადების დღეს-ხელები წელზე მომხვია და დამატრიალა.და მაინც როგორ ვიფიქრე რომ მას დაავიწყდებოდა?სულელიხარ ნი სულელი.ხელები ძლიერად მოვხვიე.მიყვარდა სიგიჟემდე მიყვარდა.ზოგი ბედნიერი სახით გვიყურებდა და ტაშს გვიკრავდა ,ზოგი უბრალოდ ყურადღებასაც არგვაქცევდა ზოგი კი შურიანი სახით მიყურებდა .
-წამოდი ჩვენს რეისზე დაგვაგვიანდება-ხელი მომკიდა
-კიმაგრამ ასე როგორ?არც ბარგიმაქვს და არაფერი
-ყველაფერს იქგიყიდი დანარჩენი მოგვარებულია
-საბა?ნიტა?ლილი და სალი?
-მათ მერე გავაგებინებთ-გაიღიმა და ნაზად მაკოცა.
ჩვენს თვითმფრინავში ავედით და პარიზისკენ,სიყვარულის ქალაქისკენ გავემგზავრეთ!


"ერთხელ დაშვებული შეცდომა"-ს დღეს ვერანაირად ვერვასწრებ,ამიტომ ვარჩიე სულ არაფერს ეს ჩანახატი მაინც დამედო.იმედია მოგეწონებათ ^^ დიდად სასიყვარულო მომენტების წერაარმეხერხება და არვიცი როგორი იქნება,მაგრამ იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent