შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მერვე თავი)


4-05-2016, 21:01
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 695

Happy birthday to you… ჩემს ძმას ხელში ტორტი ეჭირა სანთლებით. ამდენმა რამემ ისე გადამღალა აღარც მახსოვდა, რომ დაბადების დღე მქონდა. გი-ლო-ცავთ!!! ყველამ ერთად დაიყვირა. გაოცებისგან არ ვიცოდი რა მექნა.
- სანთლები ჩააქრე, თორე დამეღალა ხელი.
სიცლით თქვა გიო, მას სხვებიც აჰყვნენ. სანთლების ჩაქრობას ვაპირებდი, მაგრამ გიომ ისევ შემაჩერა.
- ჯერ სურვილი ჩაიფიქრე...
ჩავიფიქრე და ჩავაქრე. დღესასწაულები არასდროს მახარებდა. არც ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა არ მიყვარდა. ახლა მივხვდი ჩემმა ძმამ სკოლა რატო გააცდინა და ჩემს სანახავადაც რატო არ მოვივდა.
- გმადლობ, ძამიკო, ძალიან მიყვარხარ.
- მეც ლიზ, აბა რა გეგონა დამავიწყდებოდა შენი დაბი დუბი?
- ხო რავი ეგრე მეგონა, მეც არ მახსოვდა დაა...
სხვებსაც გაეცინათ. მალე ჩემმა ძმამ საჩუქარი მომცა. გულის ფორმის ყელსაბამი, რომელიც იხსნებოდა და იქ ჩემი ოჯახის ფოტო იდო.
- ძლიან ლამაზია, მადლობა.
სხვებმაც მომცეს საჩუქრები, მაგრამ მე ჩემი ძმის მოცემული ყველაფერს მერჩივნა. არა იმიტომ რომ ჩემმა ძმამ მაჩუქა, არამედ იმიტომ, რომ მისი საჩუქარი იყო ჩემთვის ყველა საჩუქარზე ძვირფასი. ცოტა ხნით აივანზე გავედი ჰაერზე, მაგრამ მოულოდნელად მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მოვტრიალდი და ცაბაძე იყო.
- აქ რა გინდა?
- არაფერი, მინდა ჩემი საჩუქარიც მოგცე.
- სხვა საჩუქრებთან რატომ არ დადე?
- არა, მინდა პირადად გადმოგცე.
მითხრა და ულამაზესი ყელსაბამი გამიკეთა ჯვრის ფორმის, რომლის ერთ მხარეს ი ეწერა, მეორეზე კი ლ.
- ძალიან ლამაზია, გმადლობ.
- მინდა რომ სულ გეკეთოს და არასდროს მოიხსნა. გთხოვ ეს ერთი სურვილი შემისრულე, ელისაბედ!
- კარგი..
ორივე ჩუმად ვისხედით და ვარსკვლავებიან ცას გავყურებდით. შემდეგ თვალები დავხუჭე და სავარძლის საყრდენს მივაწექი ზურგით. უცებ ტუჩებზე შეხება ვიგრძენი. კვლავ ცაბაძე იყო. მოცილება მინდოდა, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ის კი არ ჩერდებოდა. შემდეგ ვიღაცამ ჩაახველა და ცაბაძე მაშინვე მომშორდა. მივიხედე და ჩემი ძმა იყო. არ ვიცოდი რა მეთქვა..
- გიო. ეს.. ეს.. ის არაა რაც გგონია, მე უბრალოდ...
- ეს რას ნიშნავს?
- გიო, მომისმინე შენთან სასაუბრო მაქვს. ეს არაა რაც შენ იფიქრე...
ცაბაძე ჩაერია საუაბრში. შემდეგ ორივემ მე შემომხედა და სიცილი აუტყდათ.
- რა გაცინებთ?
- დამშვიდდი ლიზი, მე ეს უკვე ვიცოდი?
- რა იცოდი გიო?
- ის რომ ერთად ვიყავით..
წამოყვირა ცაბაძემ და ხელი გადამხვია. მე უხეშად მოვიცილე და დავუყვირე
- როგორ თუ ერთად ვიყავით, ეგ ეგრე არაა. შენ კი გიო? ესეიგი მასულელბდით ხო? მადლობა, მშვენიერი საჩუქარი იყო.
ეს ვთქვი და გაბრაზებული გავვარდი გარეთ.
- ლიზ, დამელოდე გთხოვ.
ცაბაძე და გიო უკან მომსდევდნენ. გიო სტუმრებთან დარჩა და ცაბაძე კი მე გამომეკიდა. გარეთ წვიმა დაიწყო, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი, მივრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად. შემდეგ ცაბაძე დამეწია და მომაბრუნა.
- ლიზ, რატომ გარბიხარ?
- მინდა ყველა ტყუილისგან შორს ვიყო...
- ლიზ, მე არ გატყუებ, შენს ძმას იმიტომ ვუთხარი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. შენთვის კი ვიცი შენი ძმაა მნიშვნელოვანი, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მეთქვა, რომ შენზე სერიოზულად ვფიქრობდი.
- რას ქვია სერიოზულად, ამდენი ხანი მასულელებიდით ორივე, ჩემი ძმაც კი რომელსაც ასე ვენდობოდი.
- ლიზ, ვიცი რომ გული გატკინა ამან, მაგრამ ჯერ არ ვაპირებდი შენთვის არაფერის თქმას.
- საერთოდ დამანებე თავი, რა გინდა ჩემგან, რატომ არ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან?
- იმიტომ რომ მიყვარხარ, ელიზაბედ ზედგინიძე! მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია ესაა ყველაზე დიდი სიმართლე.
კვლავ წვიმდა. ორივე ვსველდებოდით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. თითქოს უნდოდა ჩემს თავლებში იგივე გრძნობა ამოეკითხა, მაგრამ ვერ ახერხებდა. წვიმა ძალიან მიყვარდა, ლამაზი და წყნარი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარდა, რომ ტკვილის დამალვა შეეძლო არაჩვეულებრივად. მალავდა ცრემლებს, რომლებიც ადამიანის უსაშველო ტკივილს გადმოსცემდნენ. მაგრამ მე დიდი ხანია აღარ ვტიროდი, ამიტომ ჩემს თვალებში ყველაფერი იკითხებოდა. ცაბაძის მიმართ თითქოს ვგრძნობდი რაღაცას, მაგრამ ჩემს თავს არ ვუტყდებოდი, რადგან არ მინდოდა რომ ეს რეალობა ყოფილიყო. არ ვიცოდი რა მეპასუხა ამიტომ წასვლა დავაპირე, თუმცა კვლავ დამიჭირა, მისკენ შემაბრუნა და უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან.
- რატომ მიდიხარ, ელიზაბედ?
- წვიმს და დროა სახლში დავბრუნდე.
- რა ცუდად იტყუები. იმიტომ მიდიხარ, რომ არ გინდა აღიარო შენი გრძნობა. არ გინდა აღიარო, რომ შეგიყვარდი შენი უარყოფის მიუხედავად.
- არაა ასე და ხელი გამიშვი.
- ეგრეა ლიზ, რატო უარყოფ?რაც არ უნდა თქვა შენ ჩემი ხარ და მეტი არავისი, ლამაზო!
- მე არც შენი და არც არავისი ვარ, გასაგებია ირაკლი ცაბაძე.
- ჩემი ხარ ელიზაბედ, მარტო ჩემი... მიყვარხარ ელიზაბედ...
მითხრა და კიდევ ერთხელ მაკოცა, ისეთი გრძნობით რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი და მეც ავყევი. წვიმაში ვიდექით და ერთამნეთს ვკოცნიდით. შემდეგ სეტყვა წამოვიდა და ორივე გავჩერდით, მე სახლისკენ წავედი, ამ დროს ცაბაძემ დამიყვირა
- ეგრე დასველდები, ლამაზო?
- რააა?
თავისი ქურთუკი გაიხადა და მე შემომაცვა, შემდეგ ხელი შემომხვია და სახლისკენ წამიყვანა. არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი. სახლში რომ მივედი სტუმრები წასულები იყვნენ. ჩემი ძმა კი მისაღებში იყო და მე როგორც კი დამინახა ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ლიზ...
- გიო, დაივიწყე რაც მოხდა და დაივიწყე ცაბაძის ნათქვამიც, რადგან ჩვენს შორის არაფერი ხდება.
- ლიზ, შეიძლება შენ დამალო, მაგრამ თვალები გაგთქვამენ..
- არა, გიო, მე ის არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ.
- კაი, ლიზ, რაც გინდა თქვი მაგრამ სიმართლეს ვერ დაემალები.
შედეგ მოვიდა და ჩამეხუტა. დასაძინებლად რომ წავედი, მერე გამახსენდა რომ ცაბაძის ქურთუკი მეცვა. თავიდან მის დასაბრუნებლად ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ამინდი ისეთი იყო რომ გადავიფიქრე. გადავწყვიტე მეორე დღეს მიმემცა. მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, ვერაფრით ვიძინებდი, თითქმის 4 იყო რომ ჩამეძინა. დილით მშვენიერი ამინდი იყო, ისეთი როგორიც ძალიან მიყვარდა. მოვემზადე, ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი. ყველა უცნაურად მიყურებდა. საკლასო ოთხაში რომ შევედი, ისეთი რამ დავინახე რამაც გული ძალიან მატკინა, თუმცა არ ვიცი რატომ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent