შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ სხვა "მე"


12-02-2017, 22:04
ნანახია 1 670

დღეს რაღაც სხვა ვიგრძენი, იცი, რაღაც სხვა შევიგრძენი. ის რაც აქამდე არ განმიცდია, გიყურებდი, გიყურებდი თვალებში და მასში ჩაძირვა მინდოდა. გეხუტებოდი და ვგრძნობდი რა ხდებოდა ჩემში, გული თანდათან ამიჩქარდა, ცოტაც და ამოვარდებოდა საგულედან. ტანში უცნაურმა სიამოვნებამ დამიარა, ისეთმა ჯერ რომ არასდროს გამომიცდია.სითბო, სიყვარული, სევდა, მონატრება, ტკივილი, ყველა’ფერმა ერთად მოიყარა თავი და გავითიშე თითქოს, მინდოდა ხელი მაგრად მომეჭირა, მაგრამ ამის ძალა აღარ მქონდა, ემოციიგან აღვსილს. გეხუტებოდი და მეხუტებოდი ვგრძნობდი რა ემოცია იყო, რამხელა გრძნობა იყო ჩვენ ორ შორის, ჩემი გახშირებული სუნთქვა, შენი სუნთქვა, შენი სურნელი. ეს ყველა’ფერი ძალზე თავბრუდამხვევი იყო, მინდოდა ეს წამი არასდროს შემწყდარიყო, არ დასრულებულიყო.... გაგრძელებულიყო, მანამ სანამ მზე დასავლეთიდან არ ამოვა, მანამ სანამ ყველა ოკეანე არ დაშრება, მანამ სანამ ჩვენ ჩვენ ვიქნებით და მანამ სანამ ჯერ კიდევ, სულ ოდნავ მაინც ამ გრძნობას შევიგრძნობთ.დღეს პირველად ვიგრძენი რაღაც სხვა, რისი გამოხატვაც სიტვებით შეუძლებელი კი არა დაუშვებელიცაა, არ შეიძლება ეს ემოცია რაიმე სიტყვამ ახსნას, რადგან ეს იყო მართლაც ამაღელლვებელი, გასაოცარი და სულისშემძვრელი, თუმცა კარგი რაკურსით სულისშემძვრელი რადგან მან მე დამისაკუთრა, ჩემი გონება, ჩემი გული, ჩემი სული და უკვე ჩემი სხეულიც მიითვისა. მის შეხებაზე სუნთქვა მეკვრის და ჟრუანტელი მივლის, თვალებში მიბინდდება და გონებას ვკარგავ, მინდა ხელი მოვხვიო, ყელში ვაკოცო თუმცა ძალა აღარ მაქვს, და მაინც ვწვდები მის ყელს და ვკოცნი ნაზად, ჰაეროვნად და ვიყინები თითქოს ერთ ადგილას, მის მკლლავებში გახვეული. მე ვიძირები მასში, ის კი ჩემს გრძელ და ტალღოვან თმას ეფერება, ეთამაშება და შიდაგაშიგ თავზე.... შუბლზე მკოცნის. ტუჩები უთრთის თუმცა არ იმჩნევს, არც იმ გრძნობას არ იმჩნევს რომლის გამოც ასე მომეკონა, არც იმ ძლიერ მონატრებას რომელმაც ჩემამდე მოიყვანა, არ იმჩნევდა, თუმცა ვეღარ გაუძლო და მისმა მთრთოლვარე ტუჩებმა ორიოდე სიტყვა წარმოთქვა : „როგორ მომნატრებიხარ“ ეს იყო ის, რისი მოსმენაც ასე მსურდა, რისთვისაც მთელს სიცოცხლეს დავთმობდი, რისთვისაც ღირდა ყველაფერი.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent