შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედი უშენობა ფერფლად გადავმარხე


18-11-2015, 15:45
ავტორი Tay194
ნანახია 1 875

იცი მე არმახსოვს როდის დაგინახე
იცი არც ის მახსოვს როდის შეგიგრძენი
იცი უშენობაც ფერფლად გადავმარხე
მაგრამ სინანულიც სწრაფად შევიგრძენი!

იცი ყველა წამი შავად შემიღებე
იცი უკუნითით ვცოცხლობ ყოველ ღამე
იცი დღეც არ მახსოვს როდის შემეგება
ალბათ მაშინ როცა გული გამატანე!

ღამე სევდამ იცის, ცრემლებს დამაჯახებს
დღისით წყენამ იცის, გრძნობებს მათამაშებს
გული საგულედან ზლაზვნით წამოვაგდე
რადგან მოგიშორე, როცა გადამცვალე!

დედა დაგიძახო, გჯერა შენ ამ სიტყვის?!
დედა დაგიძახო, როცა გული არ ძგერს
ნეტავ მომკვდარიყავ როცა გამაჩინე
ნეტავ დარდით გეთქვა, ჩემო სიამაყევ

იცი მოგატყუე მახსოვს შენი მზერა
იცი ისიც მახსოვს როცა შეგიგრძენი
იცი მე ის ფერფლი გულში ჩავიმარხე
მისი გასაღები უცებ გავაქერი!

დედი დაგიძახებ, მხოლოდ ერთხელ მოდი
დედი წამით მოდი, ერთხელ შემომხედე
დედი სითბო მინდა ,შენი სუნთქვა მინდა
დედიმე შენს სურნელს ყველგან გამოვარჩევ!

ძალა აღარ შემწევს, უაზროდ ვირევი
ფიქრებიც ირევა, თან სევდაც ფიქრდება
ძალა რომ კნინდება, გრძნობებიც ილევა
შენი მონატრებაც ,დღითიდღე მცირდება!



№1  offline წევრი nini :)

ძალიან ლამაზი ლექსია ცოტაც და ვიტირებდი

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

დამანაღვლიანა საოცრად :((
რამდენი ტკივილი იდო ამ ლექსში...
მაგრამ როგორც ლექსი, ყველანაირად კარგი იყო!
სიტყვები მგონი ზედმეტია არა?
ასე მგონია, რადგან ვერაფერს ვამბობ ახლა... ძალიან კარგი იყო :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent