შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კერტების აღსარება

12-02-2017, 22:27
ავტორი lanaachka
ნანახია 1 810

გამარჯობა. მე ლანას ძუძუს კერტები ვარ. სითბოში ღია შოკოლადისფერი , წყალში და სიცივეში უფრო მუქი და მკვრივი. მე ლამაზი ვარ, ყოველ შემთხვევაში ლანა ასე ფიქრობს. მას ძალიან ვუყვარვარ მაგრამ ხშრად უყვარს ჩემი სიცივეში შიშვლად დატოვება ანდაც ძალიან თხელი ბიუსტჰალტერის გადაფარება და ამ დროს მაისურიდანაც კი მოვჩანვარ. მე მცივა, ვკანკალებ, გარშემო პაწაწინა ბურთულები ამომეზრდება და ჩემი სახლიც უფრო მუქი ხდება, მაგრამ ლანას ასე მოსწონს. როცა შემკრთალი, შეშინებული ვარ, რადგან იცის ხელს გადამისვამს თუ არა ვმშვიდდები. ხშირად მეფერება, მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ მის ხორციან ნაწილებს შორის და მე ეს მიხარია. მინდა მისთვის კიდევ უფრო გავლამაზდე, ის ხომ სულ მივლის, საღამოობით თეთრ, ფაფუკ ღუბლებში მახვევს. მას ავოგადოს სუნი აქვს. მერე წყლის ქვეშ მაყენებს სანამ არ გავიბერები, ფაფუკი არ გავხდები. ვიცი, რომ ლანასთვის მე ბევრს ვნიშნავ, ამიტომაც მინდა გული არასდროს ვატკინო და აბაზანაში ისეთი ვხდები, როგორიც მას უნდა რომ ვიყო. მისი თვალების დაჟინებულ მხურვალე მზერას ვგრძნობ ხოლმე, ოჰ როგორ უბრწყინავს ამ დროს, რა ლამაზია, ვგრძნობ რომ უხარია ჩემი მუქი ფერის, დვრილების გარშემო ხორკლიანი ჟრუანტელის გამო და მეც უფრო და უფრო ვიბერები და ვივსები. როცა მისი ათივე თითის ცურვას ვგრძნობ ჩემს გარშემო, ვიცი რომ მშვიდად უნდა ვიყო, რადგან ვერავინ მავნებს და ეს ზრუნვაა.. ლანას მზერის, მისი თითის ბალიშების და მუხლის თავების გარდა ჯერ არავინ შემხებია და იცით? ძალიან მეშინია ვინმე სხვის, ძალიან მგძნობიარე ვარ, მზეში ძილი მიყვარს და ვუჩუტები, ლანას მძინარე არ მოვწონვარ, ამიტომაც წამომკრავს ხოლმე უცებ ხელს და თეთრ ზეწარს ისე მოულოდნელად ამხდის, რომ აზრზე ვერ მოვდივარ, შეშინებული წამოვხტები და ვხდები ის, რაც ლანას უნდა ვიყო, მე კი არ მინდა ასეთი ვიყო. მე ამ დროს მცივა, ზოგჯერ მტკივა, ლანასაც სტკივა მაგრამ ურჩევნია სტკიოდეს, ვიდრე მძინარე მნახოს. მე ლანას ვენდობი, ვიცი უცხოს არ მისცემს ჩემი შეხების უფლებას, ისიც ვიცი, რომ ჯერ მასთან ისეთი ვინმე არ გამოჩენილა რომ ჩემი გამოჩენის არ შერცხვეს, ჩემი თავი გაუზიაროს. ხალხში სულ მმალავას მაგრამ იმიტომ კი არა რომ მახინჯი ვარ, მას არ სურს მე გავუფასურდე, მე ვიცი, რომ ლანას გარდა ოდესღაც ვინმე შემეხება მაგრამ ამის არ მეშინია, რადგან ვიცი ის იქნება ერთი და ლანას ნაწილი , თუ მან ვინმეს მისცა ჩემი ხილვის და შეხების უფლება ვიცი, რომ ის ძალიან კარგი იქნება, თბილი და მგრძნობიარე, მე არც მისი ძლიერი ხელების არ მეშინია და არც უხეში კანის, ამიტომაც გადავეშლები სანდოდ და ჩემს სილამაზეს ბოლომდე შემოვაფენ სახეზე. ლანა უკვე ცხრამეტისაა და ჩემი ტკენის უფლება არავისთვის მიუცია, ამით ვამაყობ. დილაობით, როცა ფარდებს გადახსნის, მაშიშვლებს ხოლმე, ისე წვება რომ მზის ყველა ულმობელი სხივი, გამჭვირვალე მინის გავლით მე დამეცეს და ეს ყველაზე ლამაზი თამაშია ქვეყნად. მზესთან თამაში ძალიან მიყვარს, ის მათბობს, მანათებს და სიცოცხლის ენერგიები შემოაქვს ჩემში. ვიცი ლანასთვის ჯერჯერობით მზე და რბილი ღრუბელია მხოლოდ იმდენად სანდო რომ არ ეშინია როცა მათთან ვარ, დარაბებს არ ხურავს და არც აუტანელ ნაჭრებში მახვევს. მას არც სარკის ეშინია, პირიქით, ძალიან ხშირად მაყენებს მის წინ და თავის თავს ჩემზე ესაუბრება. ღმერთო როგორ ვუყვარვარ! იმდენად, რომ ჩემი ნახვრეტებიდან გადმომდინარი თეთრი სითხის საგემებლად საკუთარ შვილსაც არასოდეს მისცემს უფლებას მიჩქმიტოს თავისი ახლადამოსული კბილებით.
თქვენ შეიძლება იფიქროთ თუ როგორი ბოდვაა, ისიც არ დაიჯეროთ, რომ მე ვლაპარაკობ მაგრამ გახსოვდეთ: მე თვალებზე უფრო მხედველი, ყურებზე უფრო მსმენელი და ენაზე უფრო მეტყველი ვარ. მე ვარ ფარული და და არავის ვუნახივარ ცარიელი ოთახისა და აბაზანის სარკეების გარდა, მე ვეკუთვნი ლანას და ის მაძლევს გალამაზების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ გშურდეთ, რადგან მხუთავი ნაჭრების ქევშდანაც კი იმაზე გაცილებით მეტი მაქვს ნანახი ვიდრე თქვენ, ვყოფილვარ სამყაროს საწყისში და სამყაროს სასრულში, ვყოფილვარ ტროას ომში და მაიას ტომელებთან ერთად შევქცეულვარ ნანადირევს! ვყოფილვარ მონა და ვყოფილვარ მეფე, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ უფასური!
ჰოდა, ჩემო თანამეკერტენო! გეუბნებით თქვენ! მომისმინეთ! ჩემნაირებო! ჩემზე ლამაზებო! ჩემზე უშნოებო! ყავისფერებო თუ ვარდისფერებო! მკვრივებო თუ ფაფუკებო! თუ გრძნობთ, რომ თქვენი პატრონი ყოველ მეორეს აძლევს თქვენი შეხების უფლებას, ყოველღამ უამრავი ბაგე გეხებათ და უხეში თითების რაოდენობას ვეღარ ითვლით, უბრალოდ ადექით და წამოდით, მიატოვეთ თქვენი მრუში პატრონები, რადგან მათ ისევე გაგთქვიფეს და ამოგსვარეს ტალახიან ლაფში, როგორც უწმინდურმა ბრბომ მარიტა, ისევე გაგყიდეს მცირე გასამრჯელოდ, როგორც იუდამ იესო! მათ ჩააქრეს თქვენი სილამაზის ნაპერწკლები და გაგხადეს ადვილად ხელმისაწვდომი! დაგაპატრონეს უამრავი და სინამდვილეში არავის ეკუთვნით! თქვენ არავინ ხართ ასეთი პატრონის ხელში, გარდა ორი უფასური ბურთისა! ამიტომაც გეუბნებით! უბრალოდ დასტოვეთ თქვენი უღირსი პატრონები ზუსტად მაშინ როცა მორიგი ჭუჭყიანი ხელი წამოვა თქვენს ჩასაჭიდად, არ ადგეთ! დაიძინეთ მარადიული ძილით და გადაიფარეთ სიბნელის თალხი! აგრძნობინეთ თქვენს მრუშ პატრონებს, რომ ისინი ბოზები არიან და მათმა ღირსებამ თქვენთან ერთად დაიძინა მარადიული ძილით! თქვენმა გაბოროტებულმა პატრონებმა შესაძლოა თქვენი მოკვდინება მოიწადინონ რაიმე ბასრი იარაღით მაგრამ ნუ შეშინდებით! სჯობს მოკვდეთ ბოლო სილამაზის ფოთოლშერჩენილი, ვიდრე სრულიად შიშველი და ყველაზე უსუსური გასართობი, რომელსაც ხშირად ტკენენ და ამცირებენ თავიანთი ბინძური ჰორმონების დასაკმაყოფილებლად!

№1 სტუმარი გიკი გოგო

საინტერესოა როგორ ხედავენ კერტები სამყაროს,მაგრამ რაღა დაგიმალო მაინც დიდი უაზრობა იყო

№2  offline მოდერი bla.ell

Ar shemidzlia :ddd ai vagiareb arasdros warmomedgina vinme amaze chanaxats tu dawerda..:dd gmerto chemo imas ki saertod ar warmovidgendi pilologi tu gaaketebda amas:DD sasaciloajoy

№3  offline მოდერი bla.ell

lanaachka
bla.ell
Ar shemidzlia :ddd ai vagiareb arasdros warmomedgina vinme amaze chanaxats tu dawerda..:dd gmerto chemo imas ki saertod ar warmovidgendi pilologi tu gaaketebda amas:DD sasaciloajoy

და ფილოლოგზე რატომ გაქვს ასეთი წარმოდგენა? :დ ეს რაა იმასთან შედარებით რასაც ვწერ ჩემთვის :დ

Sayvareli da sasacilo gogo xar:ddd

№4 სტუმარი Guest Liza

Me momewona... saintereso xedva gaqvs ubralod dasasri imdenad lamazi da mxatvruli unda yopiliyo da iqneboda kidec hormonebi rom ar gexsenebina :d amaze aramxatvruli araperi minaxavs arada xshirad iyeneben am bolo dros mitumetes am saitze. Nu es chemi azria ra tqma unda da ise damainteresa shenma nawerma da didi siamovnebit wavikitxavdi sxvebsac

№5 სტუმარი Guest Liza

lanaachka
Guest Liza

დიახ, სრულიად მართალი ხარ, რა თქმა უნდა არამხატვრულია, მაგრამ როცა ჩემთვის ასე მგრძნობიარე თემებზე ვწერ მხატვრუკლობაზე ცოტას კი არა საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან გრძნობები მეკარგება, მესმის, რომ ეს სხვებისთვის არაესთეტიური წასაკითხია, თორემ სხვა დროს მურმან ლებანიძეც ვერ შემედრება მეტაფორების მოფიქრებაში :დ

დიახ, სრულიად მართალი ხარ, რა თქმა უნდა არამხატვრულია, მაგრამ როცა ჩემთვის ასე მგრძნობიარე თემებზე ვწერ მხატვრუკლობაზე ცოტას კი არა საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან გრძნობები მეკარგება, მესმის, რომ ეს სხვებისთვის არაესთეტიური წასაკითხია, თუმცა,ხომ ვთვი არც მწერალი ვარ და არც წერას ვაპირებთქო :დ თორემ სხვა დროს მურმან ლებანიძეც ვერ შემედრება მეტაფორების მოფიქრებაში :დ

არ ვიცი რა ხდება ამ საიტზე, როგორი წესები გაქვთ, არც ის ვიცი რატომ გადავწყვიტე ამის აქ გამოქვეყნება, რა თქმა უნდა არამხატვრულია , თუმცა, ჩემთვის გულწრფელობა ყოველთვის ყველაზე კარგია კარგთა შორის. მეტაფორების მოფიქრება არც ისე რთული საქმეა ჩემთვის. მე გულწრფელობა მირჩევნია, შელამაზებულ ხელოვნურობას, ამიტომაც ვერასოდეს გავხდები მწერალი. მადლობა :)

მგონი არასწორად გამიგე, არც გაკრიტიკებ და არაფერი, არც ამ საიტის წევრი ვარ, რომ აქაური სოტუაცოა აგიხსნა და არც კრიტიკოსი რომ გაგაკრიტიკო, არადა თითქოს ცუდად მიიღე ჩემი ნათქვამი და იმიტომ გიხსნი. ნაწერი მომეწონა, ემოციაც იგრძნობა და ყველაფერი, განსხვავებული ხედვაც გაქვს და საერთოდ, კერტები რო აალაპარაკე, ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ მხატვრული ტექსტია და თან საკმაოდ საინტერესოც. უბრალოდ დასასრულში სიტყვა "ჰორმონები" მეხამუშა, და ეგ აღვნიშნე. ისე, სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა ნაწერებსაც:)

№6 სტუმარი Guest Liza

lanaachka
აა ეს ბოლო კომენტარი მეგონა ზოგადად დავწერე და თურმე შენს სააპასუხოდ გამომსვლია.. არაუშავს , ხმომ ვთქვი არ ვიცი აქ რა ხდება მეთქი.:დ მადლობა საინტერესო შეფასებისთვის :) შემიძ₾ია პირადად წაგაკითხო რამდნეიმე ასეთი ჩანახატი თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა

სიამოვნებით წავიკითხავდი:)) აქ შეიძლება პირადი შეტყობინების გაგზავნა? არვ მე ვიცნობ აქაურ სიტუაციას:დ

№7  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent