შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ჩანახატი სიყვარულზე


13-02-2017, 22:50
ავტორი ucnobi13
ნანახია 3 622

მე სიყვარული ვისწავლე...ხო შეიძლება გაგიკვირდეთ,მაგრამ ასეა.ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი..შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ,მაგრამ ასეა,მიყვარს და დასრულდა...შეიძლება ჩემი არ დავარქვა,მაგრამ ის მაინც მეცოდინება,რომ კარგადაა...ვზივარ და ვუყურებ თეთრ კედელს...არა "ვუყურებ"მარტივი ნათქვამია უფრო მივშტერებივარ...ვინმემ,რომ შემომხედოს როგორც ვიქცევი ალბათ იფიქრებს "გიჟიაო"მაგრამ ეს ამ წუთას არ მაინტერესებს,რადგან ცარიელი სივრცე ჩემთვის მიუწვდომელი გახდა,შევიყვარე,მაგრამ ის ჩემთან აღარ არის...არ ვამბობ,რომ სიყვარული ადრე არ გამომიცდია,მაგრამ ასეთი?ჯერ არა....თვალები ჩამიწითლდა,დახამხამების მეშინია,მეშინია იმის რაც შემდეგ მოხდება...გვერძე არ ვიყურები და ჩემ წინ მდებარე სივრცეს რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია თვალს ვაჩვევ
მიყვარს....
და აქ დასრულდა...ადგომა არ მინდა,რადგან მეშინია...ხოხო სწორად გაიგეთ მეშინია...მისი შეხედვისიც კი მეშინია,რადგან სიცივეს ვიგრძნობ და ეს უფრო მატკენს,ვიდრე მისი გრძნობა ჩემდამი....თეთრი ხალათი მაცვია,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ფსიქიატრიული კლინიკა ჩემი "თანამგზავრი"გახდა...დიაგნოზი?ეს მხოლოდ სიყვარულია,ექიმების გაკვირვებული სახე ჯერ კიდევ არ ამომდის გონებიდან,მაგრამ რას ვიზამთ...დიაგნოზი დასმულია,განაჩენი გამოტანილია"მე გიჟი ვარ"ჩემი წამალი მხოლოდ "ის"ერთია ვინც მე გამკურნავს...სიცივე მთელ სხეულში ატანს და ვკანკალებ....მუხლები მკერდთან მიმაქვს და ხელებს ხვევ,არ მშველის,მაგრამ ცოტა სითბოს ვგრძნობ......
მიყვარს
ეს ბედისწერაა.ბედი რომელიც მეწერა...იცით გაგიკვირდებათ და არასოდეს მჯეროდა ჩემი "ბედის"ახლა კი როდესაც "ბედმა ზურგი მაქცია"ამის დავიჯერე,ვირწმუნე ცხოვრების და იმის რაც მომავალში მელოდება...მომავალი ვახსენე ნუთუ მაქვს "მომავალი"თუ აქ უნდა "დავლპე როგორც ლეში"?არ ვიცი,ვეღარ ვაზროვნებ მე ხო გიჟი ვარ"გამეცინა...ეს სიმწრის სიცილი რაც მე მახასიათებს,სიყალბე და ის ღიმილი რაც უკვე ხელოვნურია.....
მიყვარს
ის და მისი გიშერივით შავი თვალები...
მიყვარს
ის და მისი ღიმილი
მიყვარს
და ამას ვერაფერი შეცვლის
მტკივა
მის გარეშე გატარებული თითეული დღე,წუთი,წამი...
ხშირად გავდივარ აივანზე და ვჯდები...ვუყურებ სივრცეს და ვფიქრობ...გიჟი ვარ,მაგრამ არა ფსიქიურად შეშლილი,ეს "სიგიჟე"მხოლოდ სიყვარულისაა,რომელიც ახლა მე მჭირს...მინდა აქედან გავაღწიო,მაგრამ გისოსები ხელს მიშლის,მგონია,რომ ერთ დიდ გალიაში ვარ გამომწყვდეული საიდანაც თავს ვერასოდეს დავაღწევ..."გალია"ეს სიყვარულის მეტაფორაა...შედარება რომელიც მე გავაკეთე...
გათენდა,მაგრამ ცაზე ვარსკვლავებს ვერ ვხედავ...მგონი მართლა გავგიჟდი...მელანდება შავი თვალები და ვგრძნობ,როგორ მტკივა მარცხენა მხარეს მდებარე პატარა მფეთქავი ორგანო...გავგიჟდი...სიყვარულმა საბოლოოდ გამაგიჟა,ამ წამლებმა კი მთლიანად შემცვალა...ყველაზე საშინელება კი იცით რა არის?ის,რომ მას ვეღარ ვხედავ...თვალს მიბნელდება...მივდივარ..ეს ყველაფერი ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს...ვხვდები,რომ რაღაც არასწორად გავაკეთე...უკვე პატარა მოციმციმე ბურთულებს ვხედავ,სიბნელეში,რომელიც წყვდიადს გავს,მაგრამ ასე არ არის...მოდი დარჩეს ისე როგორც არის...მგონი ჯობს რეალობას თვალი გავუსწორო და ცხადში დავბრუნდე...
მიყვარს
ვზივარ და თეთრ კედელს მივშტერებივარ,მაგრამ რეალურად ის შავია,თეთრი არც არასოდეს ყოფილა...მაცვია თეთრი ხალათი რეალურად კი ის წითელია....ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს რეალურად კი სახლში ვარ...გიჟი ვარ,მაგრამ რეალურად მხოლოდ სიყვარულის მწამს....წამლებმა კი უბრალოდ ჩემზე იმოქმედეს რეალურად კი ეს ნარკოტიკია...ყველაფერი რეალობას დაუბრუნდა ერთის გარდა...მე ისევ მიყვარს ჩემთვის ხელმიუწვდომელი ხილი,რომელიც ჩემთან არ არის,მაგრამ მისი სიყვარულით გაბრუებული დღეს ქუჩაში დავაბიჯებ და მას ვეძებ
მ ი ყ ვ ა რ ს...
და აქ დასრულდა ის რაც არ დაწყებულა........



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი ucnobi13

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა❤️

 


№3 სტუმარი Nini

Dzan magariaa ❤❤❤

 


№4 სტუმარი Bonny

Paragraph writing is also a fun, if you know afterward you can write
or else it is complicated to write.

Also visit my web blog :: how
vpn works

 


№5 სტუმარი Virginia

What's Happening i am new to this, I stumbled upon this I have found It
positively useful and it has helped me out
loads. I hope to give a contribution & aid other customers like its aided me.
Great job.

Also visit my site vpn special coupon code 2024

 


№6 სტუმარი Elsie

My spouse and I stumbled over here coming from a different website and thought
I should check things out. I like what I see so now i'm following you.
Look forward to exploring your web page for a second time.


My web blog: vpn coupon ucecf

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent