შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროში გაყინული ბელინსკი


15-02-2017, 19:58
ავტორი charkvianianna
ნანახია 1 675

წელშიმოხრილი,მშვიდად მივაბიჯებთოვლით მოფენილ ბელინსკიზე. დეკემბრის ბოლოა და თითოეული ადამიანის გულში დღესასწაულის მოახლოების ბედნიერება ისადგურებს. ვაკვირდები ხალხს და ვცდილობ,ამოვიცნო მათი პიროვნებები. ეს ჩვევა უკვე წელიწადზე მეტია რაც მახასიათებს. 21 დეკემბრის შემდეგ... ვხედავ წყვილებს,რომლებიც -5 გრადუსი ყინვის მიუხედავად,კომფორტულად გრძნობენ თავს სკვერის სკამებზე. აშკარაა, ძალიან უნდა იყვნენ გახარებულნი პირველი თოვლის მოსვლით. წამით ვშეშდები და მთელი ყურადღება მათზე გადამაქვს. თითქოს რაღაცის,კარგად მივიწყებულის გახსენებას ვცდილობ. ეს პროცესი კი იმას გავს, ჩამქვრალი ცეცხლის მიუხედავად ღუმელს რომ უშვერენ ხელებს გასათბობად.ბელინსკი..მოგონებებით სავსე ქუჩა,რომელიც იმდენ წამს იტევს რომ უსაზღვროა.მიყვარს ეს ქუჩა ზაფხულში,გაზაფხულზე. თუმცა,უნდა ვაღიარო,ზამთარში ბელინსკის არაფერი შეედრება. სიმართლე გითხრათ,მას შემდეგ რაც მე და ის ერთად აღარ ვართ, ვცდილობ თავჩახრილმა გავიარო ქუჩაზე,რომლის ყველა კუთხეშიც მოგონება მელოდება. ახლა რატომღაც ძალიან თამამი ვარ და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებ.მართლაც რა გასაოცარია ეს ქუჩა მისი სიმშვიდით. სიარულს ვაგრძელებ. მომწონს ის ხმა ჩემი ფეხები რომ გამოსცემს ქათქათა თოვლის შეხებისას.თავს ისევ ვხრი და ვგრძნობ სიცივისგან როგორ მიწითლდება ცხვირი.მის კორპუსს ვუახლოვდები და ვიცი ნებისმიერ დროს შეიძლება შემხვდეს. აზრი ჯერ კიდევ დამთვრებულიც არ მაქვს,რომ ვგრძნობს როგორ მიჩქარდება გული იმის დანახვაზე,თუ როგორ მოემართება ჩემი ადგილმდებაორებისაკენ კარგად ნაცნობი სილუეტი. მე კი ადგილზე ვიყინები ძირს დაცემული თოვლის ფიფქივით და ვგრძნობ,როგორი უსუსური ვარ ამ მომენტში. ის თამამად მოაბიჯებს და მიღიმის,ზუსტად იმ ღიმილით,რომელიც ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე სანუკვარია. მე ისევ გაუნძრევლად ვდგავარ და ვერც წასვლას ვახერხებ ვერსად. გული ისე ცემს რომ მგონია,ალბათ ვერ გაუძლებს და გაჩერდება. საბოლოოდ მიახლოვდება და ჩემს პირდაპირ ჩერდება. ისევ იღიმის. მე თვალები მიცრემლიანდება და ვგრძნობ როგორ მითბება სახე თვალიდან წამოსული ცრემლით. ის ისევ იღიმის და მე მიყურებს. მე მას. უცებ ჩემკენ იხრება და საფეთქელთან ძალიან ნაზად მკოცნის. უჩვეულოდ ცხელია მისი ტუჩები ზამთრის ყინვაში. მე თავს ვერ ვიკავებ და მთელი ძალით ვეკვრი.მინდა რომ ეს წამი სამუდამოს ჩამრჩეს გონებაში.მალევე უკან იხევს და ჩემს სხეულს შორდება.მოხრილ ხელისგულს სახეზე მადებს და ისევ მიღიმის. ღმერთო როგორაა ასეთი მშვიდი. შემდეგ ტრიალდება და ძალიან ნელა მიდის.უსიტყვოდ.ისე რომ უკან არც იხედება. მე კი ადგილიდან ფეხს ვერ ვიცვლი.ცრემლები მომდის და გაშეშებული ვუყურებ იმ ადგილს,სადაც რამდენი წუთის წინ, ის იდგა.დროში იყინება ბელინსკი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent