შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმისამართოდ


7-02-2017, 18:38
ავტორი stranger9
ნანახია 1 479

მოვიდვივარ
ამასაც კი ვერ ვიტყვი დაზუსტებით. სასაცილოა.
,,But if you'll never try, you'll never know" - მესმის ყურსასმენებში და გადატუმბული სისხლის თითოეული წვეთით ვგრძნობ როგორ მინდა უბრალოდ ვცადო.
ათასი ფიქრით და ათასჯერ ცოტა შესაძლებლობით, ყირაზე დამდგარი გონებით და რაც მთავარია, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვაყოლებ ნაბიჯებს ერთმანეთს.
ერთი
ორი
სამი
და ასე, მანამ სანამ ესეც არ მწყინდება.
მივდივარ და ვცდილობ სხვების სახეებიდან მაინც ამოვიკითხო რაღაც. თუნდაც სულ მცირე, არც ერთი საზომი ერთეული რომ არ მოერგება, თუმცა ჩემში დიდი ხნის წინათ დასამარებულ იმედად წოდებულ გრძნობას გააცოცხლებს.
თუმცა, არა.
ყველა ერთმანეთს გავს. არანაირი ემოცია, სიხარული, წუხილი.
საერთოდ არაფერი.
უსუსურობის გრძნობა ყველაზე დიდი ტალღის მსგავსად მეჯახება და ვგრძნობ როგორ მითრევს. სიღრმისკენ მივყავარ.
ვკივი
ვყვირი
ვცდილობ
...
შევყურებ სამყაროს სადაც ღიმილსაც საკუთარი ფასი აქვს, თანაც საკმაოდ ძვირი. უსასყიდლოდ ხომ არავინ არაფერს გასცემს და "არაფრის" უდიდეს სიას ჩვენს გაცვეთილ დროში ღიმილიც შეემატა.
ვუყურებ
ვხვდები
ვგრძნობ
ვკვდები




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent