შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი სიგიჟეა, მაგრამ... მიყვარხარ...

16-02-2017, 00:00
ნანახია 2 337

ღამით შეშინებულს გამომეღვიძა... უკვე რამდენი ხანია რაც ეს უცნაური ჩვევა დამჩემდა... წამით ჩაძინებულს უეცრად გამომეღვიძება და ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი... ტკივილისგან გაფერმკრთალებული შენს ძებნას ვიწყებ... უაზროდ დავეხეტები ოთახიდან ოთახში... შემდეგ დაღლილი ფანჯარასთან მოვკალათდები და უსასრულოდ გელოდები... თითქოს დაბრუნდები... ხო ვიცი, რომ შენ აღარ მოხვალ, მაგრამ ოცნებები იმედს არ მიკარგავენ... ისევ განუწყვეტლივ ვაჯერებ თავს, რომ შენ დაბრუნდები... დაბრუნდები, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება... საკუთარი თავის დარწმუნებას ვიწყებ, რომ უჩემოდ ვერ გაძლებ და ერთ მშვენიერ, მთვარიან ღამეს ჩემი ფანჯრიდან დავლანდავ შენს სილუეტს... დავინახავ შენს ყორანივით შავ თვალებს და გიგრძნობ ჩემში...
სიგიჟეა...
ვიცი რომ სიგიჟეა ამდენი ხნის შემდეგ კიდევ რომ გელოდები... მაგრამ არ შემიძლია...
შენი უარყოფა არ შემიძლია...
ხო არ უნდა მიყვარდე...
ხო არ უნდა მჭირდებოდე...
არ უნდა გელოდებოდე...
არ უნდა ვინადგურებდე თავს შენზე ოცნებებით...
მაგრამ არ შემიძლია...
სულს მილეწავს უშენობა... ყვირილი მინდა...
მინდა ჩემმა უმწეო ხრიალმა ერთხელ და სამუდამოდ მოაღწიოს შენამდე...
დავიღალე... ვიმსხვრევი და ნაკუწ-ნაკუწ ვიგლიჯები...
არ ვიცი როგორ შევეწინააღმდეგო გრძნობებს...
როგორ მოვერიო მოზღვავებულ სიყვარულს რომელიც სულს წამლავს...
მასწავლე გემუდარები... მასწავლე გაშვება... უშენოდ ცხოვრება თორემ აღარ შემიძლია...
ტკივილი მხრავს შიგნიდან და ნელ-ნელა მიღებს ბოლოს...
ზოგჯერ გადის დღეები და აღარ მახსოვხარ... ვიწყებ დაჯერებას რომ შევძელი უშენობა... თუმცა ყველაფერი დროებითია...
უეცრად შემოიჭრება ჩემში შენი არსება და ყველაფერი თავიდან იწყება...
გაორმაგებული ძალებით მიტევს გრძნობები და ვხვდები რომ შეუძლებელია...
მე უშენობას ვერასდროს ვისწავლი...
ვერ შევძლებ უდარდელად გავიღიმო მაშინ როცა წამით მოგკრავ თვალს...
ეს ჩემზე ძლიერია...
გარეგნული სიმშვიდით ვცდილობ ჩემში არსებული ქარიშხლის ჩახშობას...
არ ვიცი კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ გავითავისო...
შენ მე დამტოვე...
მტკივნეულია ამის გააზრება მაგრამ შენ ჩემი სიყვარული გახჩობდა...
შენც ისევე განადგურებდა ჩემთან ყოფნა როგორც მე უშენობა...
მაპატიე...
მაპატიე რომ სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარე...
მაპატიე... ეს ჯოჯოხეთური სიყვარული მაპატიე...
მიყვარხარ... წვრებიანო...

№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

eremar
გიჟი ვარ გიჟიიი:დდ თავზე მეტად მიყვარხარ და ამას ვერაფერს ვუხერხებ...

pensive kissing_heart

№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ნონორე
ჰომ...ზოგჯერ ასეც ხდება რომ ერთად ყოფნას განშორება ანაცვლებს.მთავარია ასეთ დროს საკუთარი თავი არ დავკარგოთ ცხოვრება ხომ გრძელდება და ადამიანიც ყველაფერს ეჩვრვა ეს კარგია და ალბათ ცუდიც...სიყვარული ჩვენშია და მან უნდა გაგვაძლიეროს.არ აქვს მნიშვნელობა როგორ შედეგს ვღებულობთ შენ უკვე ბედნიერი ხარ და უნდა გიხაროდეს რომ ეს დიდებული გრძნობა გაიზიარე.ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს,შენ ეს შეძელი...:*:*

რთულია თავის ხელში აყვანა... ალბათ მსგავს სიტუაციაში ეგოიზმი ჭარბობს ჩვენში რადგან ვერ უშვეეებ... ხო მართალი ხარ, ისიც დიდი ბედნიერებაა როცა ვიღაცის სიყვარული შეგიძლია... ეს ერთგვარი ნიჭია ალბათ, რომელიც უფალს ყველასთვის არ უბოძებია... თუმცა მიუხედავად იმისა რომ ადამიანი ამ ყველაფერს იაზრებ და აცნობიერებ რთულია მოერიო ტკივილს და გაუშვა... ალბათ ზედმეტად სულგრძელი უნდა იყო რომ გაუშვა და თვითონ ცოცხალი ლეშივით იარო, თავი არ დაკარგო...
თუმცა სიყვარული შენ თავადაც თქვი რომ მრავალ მხრივია, რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირია... ყველას თავისებურად უყვარს და ტკივა :)
დროთა განმავლობაში ალბათ ვეჩვევით ყველაფერს, თუმცა დიდი ბრძოლის შემდეგ მოდის ყველაფერი. ბრძოლა საკუთარ თავთან კი გამანადგურებელი და დაუნდობელია :))

№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ნონორე
ონლაინ გოგონა

როცა შენ გლობ საკუთარ თავს შენს სამყაროს ფლობ...დრო ყველაფერს თავის ადგილას სვავს.

ხო, დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს... მართალი ხარ, ვერ შეგეწინააღმდეგები kissing_heart

№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

№5  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent