შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემიგრანტი-დედა(უბრალოდ ყველამ წაიკითხეთ)


17-02-2017, 17:37
ავტორი ninuca16
ნანახია 2 691

დღეისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ემიგრაცია და ემიგრანტების ცხოვრება..ბევრ ადამიანს მოუწია დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო სხვა ქვეყანაში,რადგან მას სხვა გზა არ ჰქონდა რათა თავი ან ოჯახი ერჩინა.. ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრი შემთხვევა ხდება როდესაც ქართველები მიდიან უცხოეთში და ისინი სამშობლოში ვეღარ ბრუნდებიან და ემიგრააციის მსხვერპლი ხდებიან.. ძალიან ბევრია „ქართველი ემიგრანტები“ მათ საქართველოში ყავთ ოჯახი და ნათესავები,რაც ყველაზე მძიმეა მათთვის. ზოგი ბრუნდება უკან,მაგრამ წლობის მერე,ზოგი კი ვეღარ ბრუნდება გარკვეული მიზეზების და გამო. ყველაზე დიდი ტკივილი მათთვის ოჯახთან და რაც მთავარია შვილებთან ან დედასთან განშორებაა.ეს ტკივილი ყოველდღიურად კლავს მათ,მათი ნახვის წყურვილი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად უმძვიფრდებათ.ქვეყანა,სადაც არ არის არანაირი სწავლის,განვითარების პერსპექტივა სხვა გზას არ გიტოვებს. ბევრჯერ მომისმენია ემიგრანტების ინტერვიუ,სადაც ლაპარაკობენ მათ დღევანდელ შემოსავალზე,თუ როგორ პირობებში უწევთ მუშაობა და რა უჯდებათ მათ ამდენ წვალებად,იმისათვის,რომ პურის ფული ჰქონდეს ზოგიერთ ოჯახს.. ზოგი კი მათ შვილებზე ფიქრობს,მათ სწავლაზე,რომ როგორმე მოახდინოს მისმა შვილმა სახელის დამკვიდრება და საკუთარი თავის თვითრეალიზაცია. ყველაზე დედის სურვილი ხომ ეს არის,მისი შვილი იყოს კარგად,მყუდრო და თბილ გარემოში,სადაც ყველაფერი ექნება განვითარებისთვის.
მე ყველაზე კარგად მესმის ემიგრანტების,ემიგრანტების ოჯახის რადგან მე თვითონ ემიგრანტის შვილი ვარ უკვე წლებია. შეიძლება მან არც იცის,როგორ მაკლია და როგორ მჭირდება.. შეიძლება არასდროს მიტირია მის წინაშე და შესამკობი სიტყვები არ მითქვამს,მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ,რომ ვიცი ორივესთვის ძნელი იქნება. რამდენჯერმე თვალი მომიკრავს,სოციალურ ქსელში საუბრის დროს მისი ხელებისათვის.. მუშაობისგან გამომშრალი და თქვენთვის ადვილად წარმოსადგენი,რომ იყოს(დახაზული),ადვილად შესამჩნევი იყო,ცივი წყლისგან ხელებს ადრინდელი იერი დაეკარგათ. ტირილი მომინდა,მისი ასეთი ხელების დანახვისას,ადრე ვყოფილვარ მასთან ერთად სამუშაოზე და ვიცი რაც უჯდებოდა ჩემი სწავლა,ჩაცმა-დახურვა და ა.შ. იცი რა არის? უფრო მეტად გტკივა,როდესაც ნელ-ნელა ამჩნევ მის სახეს,ხელებს როგორ ეკარგებათ შემოპარვით იერი.
ყველას მოვუწოდებდი,რომ დააფასონ ემიგრანტი დედები! დედის ფასი არაფერია ამ ქვეყნად,მასზე მეტად არავის უყვარხართ და მასზე მეტად,შენთვის კარგი არავის ენდომება. დედაზე უკეთეს რჩევას არავინ მოგცემთ,თქვენი გაციება,სიცხე,ავადმყოფობა მათთვის ერთი სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. იმისთვის,რომ ელემენტალური პურის ფული გქონდეთ,მერწმუნეთ საკმაოდ მძიმე სამუშაოზე მიდიან. მათი ჯანმრთელობის ფასი ხომ არაფერია! ისინი,ამისთვის თავიან ჯანმრთელობის ფასს აყენებენ საფრთხის ქვეშ.. ყველაზე,ძვირფასი ადამიანისთვის ოჯახია,მისი დატოვება კი მისთვის ყველაზე ძნელია. დღეებს,რომლებსაც იქ ატარებენ უღიმღამოა.
ამიტომ,ვეცადოთ,რომ ზედმეტად ნუ მოვთხოვთ დედებს კიდევ რაიმეს. ნუ ფიქრობთ,რომ რადგან საზღვარგარეთ არის წასული ადვილია ნებისმიერ დროს ფულის შოვნა და გამოგზავნა.
საუკეთესო საღამოა,როცა შენ ზიხარ დედის გვერძე და ლაპარაკობ ყველაფერზე. არ ააქვს მნიშვნელობა რაზე,მთავარია ის შენს გვერდით არის.
გახადეთ ისინი უფრო ბედნიერები,ეცადეთ მათ სახეზე ღიმილის მიზეზი თქვენი წარმატება და თბილი სიტვა იყოს და ბოლოს,გახსოვდეთ რომ ბედნიერება წვრილმანებშია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent