შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"განადგურება"


18-02-2017, 18:56
ნანახია 1 384

‘‘განადგურება“ ამ სიტყვას სრული მნიშვნელობით ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუმცა დღეს ის დროა როცა მე განადგურებული ვარ, ჰო, აი ახლა, ამ წამს, მე გავნადგურდი, რადგან გრძნობა სახელად სიყვარული იმაზე მტკივნეული ყოფილა ვიდრე აქამდე მეგონა, მიყვარდა, დავშორდი, წამოვედი მისი ცხოვრებიდან და მაშინ არ ყოფილა ასე მტკივნეული, როგორც ახლა. წამოვედი, გავიდა წამები, წუთები, დღეები, კვირები, თვები და წლებიც კი, მაგრამ მე დავბრუნდი, დავბრუნდი რადგან მივხვდი, რომ მის გარეშე მე „მე“ არ ვარ და მე ჩემი ერთი ცალი დავკარგე, მივხვდი რომ მარტო ჩემს მეს მეობა არ შეუძლია, რადგან უკვე ის სიყვარულის სენით დაავადდა, მაგრამ ახლა, როცა დავბრუნდი, შემიძლია მასთან ერთად ყოფნა, მასთან ერთად ქუჩებში ხეტიალი, მისი ჩხუტება, მისი კოცნა, ვიაზრებ, რომ ახლა მას არ ვუყვარვარ, მხოლოდ მოვწონვარ, გოგო, რომელზედაც ის „ჭკუას კარგადვდა“ დღეს მხოლოდ მოსწონს, იცით საშინელი გრძნობაა როცა განადგურებული ხარ, არა იმიტომ რომ სიყავრულმა გაგანადგურა, არა იმიტომ რომ მან, მისმა უსიყვარულობამ ან სხვა რამემ, არამედ შენ, შენ გაანადგურე ყველაფერი ირგვლივ, და ბოლოს, თავადაც განადგურდი, რადგან შენ იყავი ის ვინც უარი თქვა მასზე, მის გრძნობებზე, მის სიყვარულზე და საერთოდ ყველა’ფერზე, ისევ შავ-თეთრი სამყარო აირჩიე და ახლა, როცა კვლავ მოგინდა ცისარტყელას ფერების ხილვა შენ მას ხედავ, მაგრამ ახლა გაშლილ მინდორზე, სადაც ირგვლივ ყველაფერი ულამაზესია სწორედ იქ ხარ, მაგრამ არა თავისუფალი, გისოსებში ხარ მოქცეული და არცერთ მხარეს გასაქცევი არ გაქვს, რკინის გისოსები არ გაძლევს საშუალებას გაიქცე და ეზიარო თავისუფლებას, ფრთები შეისხა და კვლავ გახდე სრულყოფილი, სრულყოფილად ბედნიერი.ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა- რა არის სრულყოფილი ბედნიერება. ეს არის, რაღაც სხვაგვარიი, ის რაც არასდროს, არსად, არავის არ აქვს ნათქვამი. ეს არის ფერთა პალიტრა რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ეს არის სიყავრული რომელსაც ის, მხოლოდ ის განიჭებს თავისი შენდამი სიყვარულით და მისი უბრალო ჩახუტებით. ეს არის გრძნობის კამათი, რომელიც არასდროს არ დასრულდება, ეს არის სევდაში გამოკეტილი სიყვარული.



hella
სევდაში გამოკეტილი სიყვარული... მომწონს:)

მადლობა hella <3

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent