შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი ასე სჯობს, არა?!


18-02-2017, 21:43
ავტორი Ta-Ta1864
ნანახია 1 486

ზოგჯერ როგორი სენტიმენტალური ვარ )))
არ შემიძლია ასე...
რაღაც ამოუცნობი არსება ჩასახლდა ჩემს სხეულში და ცდილობს მთლიანად ჩამყლაპოს...
შეიძლება გამოსდის...
მაგრამ ფაქტია, ჯერ არ დაუსრულებია...
ეს არსება შიგნიდან მჭამს... მღრღნის...
არ ვიცი რა სურს - რა უნდა...
ნამდვილი "მე" მხიარული, ლაღი და პრანჭია გოგოა...
ეს არსება კი მაიძულებს, ვიყო ჩუმი, ბნელი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგო...
გოგო, რომელსაც ჰგონია, რომ14 წლის ასაკში არ შეიძლება ვინმე მოსწონდეს და უყვარდეს...
საკუთარ მეგობრებს სულ ვეკამათები: "რა დროს თქვენი ბიჭია"- მეთქი...
თავიდან ამ აზრს საერთოდ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მაინც ერთი და იგივეს გავიძახოდი.
ახლა?
ახლა ნელ-ნელა მჯერა ჩემი სიტყვების...
არ ვიცი რატომ...
თითქოს შთამაგონეს, რომ ასე მეფიქრა...
იქნებ მართალი ვარ?!
იქნებ ეს რაღაც არსება, სულაც არ არის არსება და უბრალოდ ჩემი შინაგანი ხმაა?!
მაშინ რა იქნება?
რა მოხდება?!
იქნებ, მე რომ ვეძახი " ჩემს მეს", ზუსტად ის არის რაღაც არსება, რომელმაც ისე მშთანთქა, რომ ვერც კი გავიგე...
ახლა კი ჩემი ნამდვილი შინაგანი მე იწყებს გამოღვიძებას და ბრძოლას იმ არსებასთან...
ხო, ხო...
ზუსტად ასე იქნება...
მე კი ყველანაირად დავეხმარები ამ ბრძოლაში გამარჯვებაში..
მომბეზრდა ერთფეროვნება...
არ შემიძლია...
ჩემს ტოლ გოგონებს რომ ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება, რადგან ერთმანეთს ვგავართ..ძალიან ვგავართ.
რატომ?
არ ვიცი...
ალბათ იმიტომ, რომ ყველანი ერთნაირად ვაზროვნებთ, ერთნაირად ვიქცევით და ერთნაირად ვცხოვრობთ...
ძალიან პროგნოზირებადები ვართ...
ზედმეტადაც კი...
ყელში ამომივიდა...
ეს ერთფეროვნება უკვე გულისამრევია...
რა თქმა უნდა, ყველა ასე ვერ იფიქრებს...
ადრე,წარსულში, განსხვავებულობა დანაშაული იყო...
ახლა ასე აღარაა...
პირიქით...
და მეც მგონია, რომ ასე სჯობს...
ცეკვისას, არ სჯობს სოლო გქონდეს და არა მასაში ცეკვავდე?!
ასეა ცხოვრებაშიც...
ცალკეული უჯრედი უნდა იყო...
ერთადერთი...
აი, როგორი აზროვნება დამაწყებინა იმ გაურკვეველმა არსებამ თუ შინაგანმა "მემ" ახლად რომ შემოსახლდა ჩემს სხეულსა და სულში.
მგონი ასე სჯობს, არა?!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent