წითური ლედი (თავი 2)
საოცარი დილა გათენდა ვორონცოვების ოჯახში. კატოს ბალის მოლოდინში დილაადრიან გაეღვიძა და საწოლში ნებივრობდა , თან წარმოიდგენდა , თუ როგორ წარიმართებოდა ყველაფრი. ახალგაზრდა ქალბატონის გული გამალებით ცემდა და მის ნატიფ და გამხდარსხეულს არ აძლევდა საშუალებას ერთ ადგილზე გაჩერებულიყო. აღელვებული კატო მოულოდნელად წამოდგა საწოლიდან და ფანჯარასთან მივიდა, დარაბები გააღო და თავისი მშვენიერი სახე ამომავალ მზეს მიუქცია. მზის ამოსვლასთან ერთად გოგონაც უფრო მშვენდებოდა სახეზე მეტი მღელვარება ებეჭდებოდა და ამავდროულად საოცარ ბავშვურ სილამაზესა და სისპეტაკეს აღუბეჭდავდა სახეზე. კატო საკუთარ პირველ ბალზე საუცხოოდ გამოიყურებოდა. კრემისფერი კაბა, რომლის კორსეტიც იდეალურად გამოკვეთდა ეკატერინას სხეულის მოყვანილობას ოფრო სასურველსა და ლამაზს ხდიდა მას.მისი მოშიშვლებული მარგალიტისფერი მხრები ხაზს უსვამდა მის ქალურობასა და დაუცველობას, მასზედ ეფინებოდა რამდენიმე წითელი კულული რომელიც მაღლა აწეულ თმას არ დაჰმორჩილებოდნენ და თავნებად ჩამოვარდნილიყვნენ. მის სავსე და ლამაზ მკერდს ამშვენებდა საუცხოო ზურმუხტის ყელსაბამი ხარზს უსვამდა მისი თვალებს. დარბაზში შესვლისთანავე მან ყველას ყურადღება მიიპყრო, მამაკაცები აღტაცებითა და მოულოდნელობით აღსავსე თვალებით უყურებდნენ , ხოლო ჯერ დაუებახებელ ქალბატონებს შური გამოსჭვიოდათ თვალთაგან. დავით არკადევიჩმა მახლობლად მეგობარი იცნო და მასთან მივიდა, კატოსთან ლიდია სტეპანოვნა (დავით არკადევიჩის მეგობრის მეუღლე) მოვიდა: -საოცრად გამოიყურები ჩემო პატარა ეკატერინა - უთხრა ოდნავ დამცინავი ღმილით ისე, რომ მხოლოდ კატოს გაეგო- ვატყობ დღეს არაერთი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდება - გმადლოთ ლიდია დტეპანოვნა, თქვენც სასიამოვნო საღამოს გისურვებთ - თავაზიანად და მორცხვად უპასუხა კატომ. ლიდია სტეპანოვნას სიტყვები ნაწინასწარმეტყველებივით აუხტა ეკას. მალევე ერთ-ერთმა გამოჩენილმა და წარმატებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა საცეკვაოდ გაიწვია იგი. მთელი თამე ცეკვასა და მისით მონუსხული მამაკაცების გარემოცვაში გაატარა მან. ვალსის შემდეგ ის მახლობელ დივანში დაღლილი მძიმედ ჩამოჯდა: -კაწენკა , საყვარელო, სახლში ხომ არ წავსულიყავით?- სიყვარულით აღსავსე თალებით უთხრა დავით არკადევიჩმა საყვარელ ქალიშვილს. -როცორც თქვენ იტყვით მამა. -უთხრა ეკატერინამ მას და თვალებთ ანიშნა ,რომ დაღლიილ იყო და წასვლა სურდა. -მაშ ასე, მარია, ჩვენი ქალიშვილი დაიღალა, დროა წავიდეთ. - ღიმილით უთხრა დავით არკადევიჩმა მეუღლეს ისე რომ ქალიშვილის თაყვანისმცემლებს გაეგოთ და ეკატერინა საცეკვაოდ არ გაეწვიათ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინათ იგი. - პაველ რილეევი ძალიან წარმატებული და სანდომიანი ახალგაზრდაა - დამცინავი ღიმილით უთხრა დედამ ეკატერინას და თვალი ჩაუკრა. -მამან, ძალიან გთხოვთ. -დაირცხვინა კატომ და თავი დაბლა დახარა. მართალია ბევრი კარგი და წარმატებული ახალგაზრდას გული მოიგო იმ დღეს ეკატერინამ მაგრამ თვით მისი გული ვერავინ დაიპყრო. ოდნავ იმედგაცრუებული იყო ის მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო დღევანდელი დღით. გარეთ გასულებს უეცრად ეკას გაახსენდა, რომ დარბაზში საყურეები დარჩენოდა, რომლებიც ცეკვისას ხელს უშლიდნენ. ეკატერინა შიგნით შებრუნდა, გაიარა მისაღები და დარბაზის შესვლამდე ვიწრო კორიდორში უკნიდან ფეხის ხმა შემოესმა, მან ინსტინქტურად უკან მიიხედა.პირველი რაც მას თვალებში მოხვდა იყო მამაკაცის საოცრად ლურჯი თვალები და ხმამაღალი, მომნუსხველი სიცილი იყო.სიცილისას მისი ქერა წვერ ულვაშიდან საოცრად ლამაზი, მიჯრილი კბილები მოუჩანდა. სქელი ლამაზი მოყვანილობის წარბები საოცარ მამაკაცურობას და სიმკაცრეს ჰმატებდა მის სახეს. მის მაღალ და მოყვანილ სხეულს საოცრად შვენოდა პოლკის ფორმა. დარბაზის შესასვლელ კართან მხოლოდ ერთხელ სტყორცნა მზერა ეკატერინას და ოთახში შევიდა, თითქოს არც კი შეუმჩნევია იგი. რამდენიმე წუთში ეკაც შევიდა ოთახში , რომლინადაც მელოდიისა და ჟრიამულის ხმა მოისმოდა, მივიდა პატარა მაგიდასთან სადაც საყურეები ჰქონდა დატოვებული. უეცრად ეკამ მხარზე ვიღაცის თითები იგრძნო. -როგორ ბევდავთ?- აღშფოთებულად იკითხა ეკატერინამ და შემობრუნდა , გაოცება ევღარ შეიკავა და წამოიძახა - თქვენ? ახალგაზრდა პოლკის წევრმა ძლივს შეიკავა ღიმილი ეკატერინას მსგავს რეაქციაზე. -მე ნიკოლაი დოლგორუკოვი ვარ , თქვენი გაცნობა და საცეკვაოდ გაწვევა მსურდა - ოდნავი ირონიითა სიცილით უთხრა მან კატოს. -მე ეკატერინა დავიდოვნა ვორონცოვა.. - ვიცი, ვიცი, მსმენია თქვენს შესახებ - შეაწყვეტინა ნიკოლაიმ მაის და ისევ ის დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რომლითაც გმინავდა ეკატერინას გულს.- შეიძლება ვიცეკვოთ? - მე.. მე უნდა წავიდე, მელოდებიან. - ბავშვური დაბნეულობითა და ოდნავი სიამაყით უპასუხა კატომ. - სამწუხაროა, გარგად ბრძანდებოდეთ ეკატერინა.- უთხრა მან და ხელზე ეამბორა, თან თვალი თვალში გაუყარა. ეკატერინას ლოყები აუწითლდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა საცეკვაო დარბაზიდან. საყურეები კი ისევ დავიწყნოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.