შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სული ხააარ!!


20-02-2017, 17:08
ნანახია 1 570

არსებობს სხვადასხვაგვარი ურთიერთობები, ერთჯერადი, უხარისხო და ისეთი, რომელიც უცებ იბადება და სამარადისოდ გრძელდება... არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას მე სამარადისო მეგობრობას ვუწოდებ... მჯერა ის მუდამ იარსებებს და გაგვაძლიერებს...
მახსოვს ადამიანების გაოცება და აღფრთოვანება ჩვენი შემხედვარე... ერთხელ ისიც კი მითხრეს თქვენი ურთიერთობა კოშკსა და გალავანს მაგონებსო... შენ კოშკი ხარ ის კი შენი მფარველი გალავანიაო... კოშკი და გალავანი კი უერთმანეთოდ ფუნქცია დაკარგულად მიმაჩნია... ამიტომ მჯერა და მწამს რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება... დიდი ურთიერთობები წამებში იბადება და ყალიბდება, დანგრევა კი მისი გაცილებით რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი. სულიერი ძაფები ხომ არასოდეს წყდება... ამის მე დღეს კიდევ უფრო მწამს, რადგან ბევრი ეცადეს ჩვენი მეგობრობა დაენგრიათ და ის სამყაროც რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდით ფეხქვეშ გაეთელათ, მაგრამ ვერ შეძლეს... დღეს მე შენი კიდევ უფრო მწამს!!
მახსოვს როგორი შურით მეუბნებოდნენ, რომ საოცარი მეგობრობა გვქონდა, თუმცა ერთ დღესაც აუცილებლად დასრულდებოდა... მათ ეგონათ, რომ იდეალური ურთიერთობები არ არსებობდა და მარადიული არაფერი იყო... ჩვენ ეს სტერეოტიპები დავანგრიეთ!! ჩვენ შევძელით და აქამდე ერთად მოვედით. მჯერა სიკვდილის ბოლომდე ასე იქნება... ერთად გავუმკლავდებით ყოველ დაბრკოლებას... მე მწამდა შენი და ვიცოდი ბოლომდე ვიბრძოლებდით ერთმანეთისთვის!!
ჩვენ რაღაც დიდსა და დაუსრულებელ შენობას ვაშენებთ, სადაც ათას სიგიჟეს ვათავსებთ და ვამდიდრებთ ფერადი მოგონებებით... ჩვენ იქ ოცნების სკივრს ვინახავთ...
„შენი ტკივილი ჩემი ტკივილია...“ რამდენჯერ შეუმატებია ძალა ამ სიტყვებს ჩემთვის... შენ ჩემი წარმოსახვის ნაწილი ხარ... ის ვინც ჩემი ფანტაზიით შევქმენი და შემდეგ რეალობაში ვიპოვე... არ ვაპირებ ოდესმე ვინმეს ან რამის გამო დაგთმო... შენ რომ დაიღალო მე არ დავიღლები და არ წავალ... ჩვენ ერთმანეთით ვსულდგმულობთ... გახსოვს ერთ-ერთი კინკლაობის შემდეგ მითხარი, რომ არასოდეს არ გამიშვებდი... დღეს მე გეუბნები საჯაროდ, რომც გამაგდო არ წავალ!! არ დაგთმობ!!
შენ ჩემი სული ხააარ!!



№1  offline მოდერი bla.ell

Ici chemi megobari gamaxsrne...
momewona dzakian ai vtiri axla ise momewona es chanaxati yochag❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent