შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც ერთხელ შეუყვარდი პაწაწინა ქალს!


15-03-2016, 20:28
ავტორი Kristy
ნანახია 2 882

ხშირად შენზე ჩუმად ვფიქრობ ან ვუყვები სხვას
და ჩემ თავზე მეცინება, ასე რატომ მწამს?
რატომ ვაძლევ თავს უფლებას გავცქეროდე გზას
და რატომ ვარ მიამიტი ისე, როგორც სხვა?

ეს ოცნება შენ გეკუთვნის, შენკენ მიაქვს ქარს:
ის გეხება, იკოცნება და მიყვება წამს!
როცა ერთხელ მაინც გნახავ, მე მჯერა და მწამს,
მეტყვი, მუდამ ჩემთან იყავ, ნუ გაყვები სხვას!

იყავ ჩემთან და მოგიძღვნი სიყვარულის ზღვას,
ჩამოგიტან ამ უსაზღვრო ოცნებების ცას!
შენ მაკოცებ, გიპასუხებ - დაგიბრუნებ ვალს,
მეყვარები, გეყვარები და გავყვებით გზას!

და თუ ასე არ მოხდება, რაღად მჯერა, მწამს,
რომ ეს გრძნობა მოერევა ამ ცხოვრების ვალს?!
ბევრი ცდილობს იყოს შენთან და გითხრას, რომ მას
უნდა მუდამ გვერდით ჰყავდე, გადათელავს სხვას!

მე კი ისევ ჩუმადა ვარ, ველოდები წამს,
როცა ერთხელ მაინც გნახავ და გეტყვი: მე მწამს!
მაგრამ რწმენა როდი კმარა, ვეღარ უძლებს დროს,
იგი მხოლოდ ლამპარია და ანათებს გონს!

გული ამბობს, რომ უყვარხარ - არაფერი სხვა
და არ უნდა შეჰყურებდეს მიუწვდომელ გზას!
ქრება იმედები, ქრება სურვილების ზღვა,
მე კი მაინც მიყვარხარ და მონატრება მკლავს!

ჩემში ისეთ სითბოს ქარგავ, აღარ ვფიქრობ სხვას,
მენატრები და მე ვხედავ ოცნებების ლანდს,
რომ ერთხელაც ისე ძლიერ შეიყვარებ მას,
როგორც ერთხელ შეუყვარდი პაწაწინა ქალს!



№1  offline წევრი gogincha

რაღაცნაირად გავთბი :)) კარგია წარმატებები

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ყოჩაღ, შესანიშნავი ლექსია love მე მაპატიე, ჩამოგრჩი, დაკავებული ვარ და...

 


№3  offline წევრი Qe Ti

dzalian lamazi leqsia love

 


№4 სტუმარი Magda

პაწაწინა ქალი დიდი გრძნობებით. საოცარი ლექსია

 


№5 სტუმარი Gio

აუ მაგრა მინდა ეს ლექსი ჩემზე რო იყოს

 


№6 სტუმარი Nini

გულუბრყვილო და საყვარელი ლექსიიი, შემიყვარდა

 


№7  offline წევრი Shorena Quqchishvili

ძალიან მააგრი ლექსი იყო და საყავრელიც, რითმაც უმაგრესი იყო. ყოჩაღ!!! request winked
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent