შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ მიგიღებ!


20-02-2017, 23:37
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 1 734

ვიყავი
იყავი
ვიყავით!
ხო გახსოვს ? გაგახსენდა ? თუ ვეღარ ? ან მე აღარ გაძლევ უფლებას გაიხსენო.
მოხვედი,შემომეჭერი და მერე წახვედი. რით ავხსნა ? რით ? გეკითხები! გამეცი პასუხი!
რა უფლებით შემომეჭერი, რა უფლებით დამაცარიელე,რა უფლებით გამანადგურე,რა უფლებით დამმართე,რა უფლებით დამპირდი,რა უფლებით დამტოვე მერე ? რა უფლებით მაწერინებ ამას.
არ მეგონა,არ მეგონე თუ ასე იქნებოდა
ხომ მპირდებოდი ?
ფუჭი ყოფილა შენი ახლართული სიტყვები.
არ უნდა დამეჯერებინა, გეზიარებოდი და ვერც კი ხვდებოდი როგორ!
არა, ხვდებოდი და ახლაც,რომ წაიკითხავ მიხვდები და იგრძნობ,ბრალიანად ადრე დამივიწყე.
არ დაიწყო ახლა უ'ბრალოდ მოხდაო.
შენ მპირდებოდი რომ დავრჩებოდით ერთმანეთს, შეგეკითხე და პასუხიც გამეცი.
ხომ ასე იყო ? ხომ იყო ასე ?
დიახ, იყო...
შენ იყავი
აღარ ხარ
იყავი ერთ დროს,მაგრამ ახლა აღარ ხარ
ვერც კი გაიფიქრებ რამდენად აღარ ხარ
და ვისი ბრალია ?
შენი!
ეგ უ'ბრალოდ არ მომხდარა...
შენი ბრალი იყო და არ უნდა ამას ბევრი საუბარი!

ერთადერთი მეგონე, გეზიარებოდი და მწამდი
აი ისე ადრე უღმერთოდ,რომ გვწამდა
აჰა, გაგახსენდა არა ?
კარგია ძალიან.

შენი ზოდიაქოები მომწოდა,ალბათ იმიტომ რომ შენ იყავი მთვარე და შენ მართავდი მათ.
განსაკუთრებით ორს, ორი გეკუთვნოდა,უფროსწორედ შენი წილი იყო.
მორიელობა და კირჩხიბობა.
ადვილი იყო, იმიტომ რომ ვიყავით.
ახლა ? ძალიან სისულელედ მეჩვენება შენთან
რატომ ?
აღარ ხარ მთვარე!
მთვარე,რომ იყო ახლა ჩემთან იქნებოდი და ისევ გეზიარებოდი,ან მეზიარებოდი
საერთოდ არ დავწერდი ამ "წერილს" და საერთოდ არ ვიქნებოდი შენს ყოფნა არ ყოფნაობაში.

ხომ გითხარი ?
კიდევ გაგახსენო ?
ვიყავით ჩვენ
უღმერთოდ ჩვენ
აი ვიყავით,მაგრამ შენ აღარ დარჩი
რატომ ?
კარგად იცი შენც პასუხი

არ გეგონოს,რომ არ ვარ
ვარ,მაგრამ უფრო საკაიფოდ
მასთან ერთად:)
შენ ვეღარ გაიგებ ამას,მაგრამ რაღაცას მაინც მიხვდები ალბათ.

მე არ მიგიღებ
მე აღარ მიგიღებ
მე აღარ ვარ შენი 14 ნოემბერი
სამუდამოდ მოკვდა შენთვის!
ჩაიფერფლა და აღარ არის შენთვის!

მე აღარ მიგიღებ
მე უბრალოდ ახლა გავისწორებ ჩემს ფრთებს და გეტყვი
გუდ ბაი, დარლინ...





№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent