გულის ქურდი . . .
შემომეჭერი უცაბედად ცივი ქარივით, რომელიც სითბოს თავისთვის და ჩუმად ინახავს. მე შემიძლია დავიფიცო დედის ღიმილი, რომ მე შენგვარი გამოხედვა არსად მინახავს. შემომეჭარი უცაბედად როგორც თოლია, რომელსაც მთელი გალაქტიკა მისი გონია. თოლიამ იცის, რომ შენგვარი არვინ მყოლია, და ეს ფიქრები შენზე ძებნას გადაჰყოლია. შემომეჭერი უცაბედად, გკითხე - ვინა ხარ?, შენმა პასუხმა გამაოგნა - ჩემში გინახავ. -ხო, მაგრამ როგორ თქვენი სახე არსად მინახავს, -შენს სულს ჩახედე, ქურდი ვარ და შენს გულს ვიპარავ. შემომეჭერი უცაბედად გულის ქურდივით, -გთხოვ დამიბრუნო ეგ გული და მთელს სულს მოგიძღვნი. შენ ჩაგეღიმა ტუჩის კუთხის ცბიერ ღიმილით, -გულზე უკეთეს ვერასოდეს ვერას მომიძღვნი. შემომეჭერი უცაბედად - ცივი ქარივით, რომელიც სითბოს თავისთვის და ჩუმად ინახავს. მე შემიძლია დავიფიცო დედის ღიმილი, რომ მე შენგვარი გამოხედვა არსად მინახავს. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.