შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

•რ•(აღიარება)


21-02-2017, 13:25
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 287

ადამიანები თითქოს ღამით გრძნობენ ტკივილს, მონატრებასა და სევდას.. მე რა დავაშაცე ყოველ წამს რომ მტკივა უშენობა, შენი არ ყოფნა, შენი გულგრილობა..
როდის ამოდის მზე?
-როცა შენ თვალს გაახელ..!
ჩემო მარადიულო მონატრებავ, ჩემო მარადიულო სიყვარულო..
შენზე ლაპარაკს გადავეჩვიე, როგორც ადრე, ის ათი წელიც ხომ ჩუმად ვიყავი და ახლაც გავჩუმდი, ოღონდ ადრინდელისგან განსხვავებით ახლა სიჩუმე თითქოს შენს თავს მავიწყებს, ესეც არაა რეალური, თუმცა შენი ლამაზი ღიმილი სხვას ეკუთვნის, შენი თვალები მხოლოდ სხვას ეძებენ და მე ეს იმაზე მეტად მტკივა ვიდრე მტკიოდა..
შენ ისევ სხვა გიყვარს, ხო, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სხეულში თითქოს ყველაფერი ქვემოთ მექაჩება, თითქოს ცოტაც და შუაზე გავიხლიჩები..
აღარ შემიძლია! და ამ სიტყვასაც პირველად ვამბობ ასე თამამად..
მე ჩემი გული მოგიძღვენი, მე ყველაფერი დაგანახე რაც გამაჩნდა და შენ მე ზურგი მაქციე, ჩემთვის ყველა ფერმა აზრი დაკარგა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა!
მე შენ მიყვარხარ.
მიყვარხარ დაძინებამდე, გაღვიძებამდე, დილით, ღამით, საღამოს, შუადღეს.. ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, თუმცა შენ ფეხებით თელავ ჩემს გრძნობას მთელი დღე და ახლა ის ბეწვზე ჰკიდია, თავის გადარჩენას ცდილობს, თუმცა შენ სხვასთან ხარ, სხვას უყურებ სიყვარულით სავსე თვალებით და მე აღარ ვცდილობ გრძნობების გადარჩენას.. აღარ ვცდილობ, რადგან ამის ძალა აღარ შემწევს! შენ ჰაერს მართმევ, როცა სხვასთან ხარ.. შენ მახრჩობ უშენობით და მე ისე გამოვიფიტე, თავის გადარჩენის ძალა დავკარგე.. ყველაფრის ძალა დავკარგე! თითქოს ჩემი მთელი ცხოვრება შენთვის თავის მოძღვნა იყო, მაგრამ ახლა, როცა ვხვდები, რომ შენ მე არაფერში გჭირდები, რომ შენ მხოლოდ სხვებისკენ ილტვი.. თითქოს წასვლის დროა..
როგორ შემიძლია სხვას ვუთხრა, რომ მიყვარს?
ალბათ კარგი მატყუარა ვარ.. მე ხომ ვიცი, შენ და სხვებმა თუ არა, მე მაინც ხომ ვიცი, რომ ჩემი დაღლილი სული, ჩემი გაცვეთილი და შეურაცხყოფილი გული არავის შეიყვარებს შენ გარდა!
რამდენიც არ უნდა ვიტირო სხვების გამო, რამდენიც არ უნდა ვიბედნიერო, მაინც ყოველთვის შენ... შენ... შენ..
უსასრულოდ შენ...
სხვებისადმი გრძნობა რომ მიჩნდება, ვცდილობ ვიყვირო, ყოველწამს ვიმეორო ხმამაღლა, რომ მე ის მომწონს, ვცდილობ ყველას გავაგებინო.. ამ დროს თითქოს ჩემი გულისა და გონების გაჩუმებას ვცდილობ, რომლებიც გაუჩერებლად, გამუდმებით შენს სახელს იმეორებენ, თითქოს ვცდილობ ის ხმა, რომელიც შიგნიდან მოდის და სმენას მიხშუებს გადავფარო, აღარ გავიგო ის ერთი სახელი, რომელიც მყინავს, მახრჩობს, თან მაძლიერებს.. ერთიანად ანგრევს ჩემს ფსიქიკას და თუ ვინმეს ამ სახელისგან გამოწვეული ნგრევის შეჩერება ან თუნდაც შეკეთება შეუძლია, ისევ ეს სახელია..
შენ დასასრული ხარ დასაწყისის და დასაწყისი ხარ დასასრულის..
მე ხომ ვიცი რასაც ეძებ, მე ხომ ვიცი რაც გინდა, თუმცა შენ ვერ ხვდები როგორ აირიე, ასე სულ სხვაგან მოხვდები, იქ სადაც შენი ადგილი არ არის. თავი ამპარტავან ადამიანად მოგაქვს, ცდილობ ყველას ზემოდან უყურო, ცდილობ პირვრლი იყო და ამის გამო შეგიძულებენ, შეგიძულებენ, თუმცა ვფიქრობ, იქამდე, სანამ შენს თავს არ დაიბრუნებ..
თუმცა შენ არ გადარდებს, არც ის გადარდებს ვის უყვარხარ და არც ის ვის ძულხარ, შენთვის ის არის მნიშვნელოვანი შენ რას გრძნობ ადამიანების მიმართ.. ასე არამგონია შორს წასვლა შეძლო, ან წახვალ, თუმცა უკანაც ბუმერანგივით დაბრუნდები.
შენ ვერ აფასებ სიყვარულს, მაგრამ ეს მე ხელს არ მიშლის.. შენ ვერაფერს აფასებ, ჩემი თავის გამკვირვებია, მაგრამ მაინც მიყვარხარ..
ჩემი გაზაფხული, შენი თვალებია..
ჩემო მარადიულო მონატრებავ! შენზე ვწერ და ვგრძნობ როგორ დაგორავენ ჩემს სახეზე ყინულზე ცივი წვეთები, ვგრძნობ როგორ გაუჩერებლად მოდიან და მე მათი შეჩერებაც კი აღარ შემიძლია.. უფლებას ვაძლევ იდჯნონ.. უფლებას ვაძლევ, რადგან დავსუსტდი.. შენც რომ გყვარებოდი ჩემი გრძნობა ნელ-ნელა გაძლიერდებოდა, თუმცა სიმარტოვემ დამასუსტა, ძალები წამართვა..
შენ არ ხარ, არც არასდროს იყავი და ამის გახსენებაზე ხმის ამოღებასაც ვეღარ ვბედავ! ჩემთვის ყოველთვის ჩემი იყავი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.. მე უფრო მეტი მჭირდება გრძნობების გადასარჩენად და.. შენ ამ დროს სხვასთან ხარ და ასე გაგყავს დრო!.. მე? მე რა ვქნა?.. მე...
•რ•
ქუჩა სავსეა ადამიანებით, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა სადღაც გარბის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა.
მათ სახეებს ვაკვირდები, ზოგი ბედნიერია, ზოგი შეწუხებული, ზოგი დაღლილი, ზოგი შეყვარებული.. თუმცა არცერთი შენ არ ხარ! ერთი თვალის შევლებით ვამჩნევ ამას, თუმცა მაინც ვაგრძელებ დაუსრულებელ ძიებას.. ვაკვირდები მათ ისე, როგორც ექიმი პაციენტებს და ვცდილობ ამ გულგრილ სახეებში, ერთხელ შენც აღმოგაჩინო...
გაყინული ხელებით და უფრო მეტად გაყინული გულით.. შენთან მინდა! მინდა შენი დიდი და თბილი ხელები მოკიდო ჩემსას და გამითბო ისე, როგორც ზაფხულის მზემ..
თებერვალია.. ცივა.. მზე მაინც ამოდის, ძალა არ აქვსო ამბობენ, მაგრამ ხომ ამოდის...
______________
ჩემი აღიარება..
სიტყვები, რომლებსაც მისამართი აერიათ..
ყველას გისურვებთ უყვარდეთ იმათ, ვინც თქვენ გიყვართ!..
თქვენი ქეთა.



№1  offline წევრი nimi

ძალიან გავს ჩემ ჩანახატებს, გამიხარდება თუ ერთს მაინც წაიკითხავ . მაინტერესებს შენი აზრიც <3

 


№2  offline წევრი Mariaaam G

ძალიან მომეწონა,ასე მეგონა ჩემს გრძნობებს აღწერდიი წარმატებებიი ❤

 


№3  offline წევრი Ketacharkviani

Mariam, გმადლობ! და მიხარია..❤

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent