შეჩერდეს!
ეს მოხდა მრავალი წლის წინ... უეცრად ზარის ხმა გაისმა, მოხუცი შეცბა, ამ დროს, ღამის პირველ საათზე არავის ელოდა. წამოდგა თავისი საყვარელი სავარძლიდან, წიგნი გვერდზე გადადო და კარს მიუახლოვდა. ზარი შეუჩერებლად რეკდა. ქალმა როგორც კი კარი გააღო მყისიერად ვიღაც კისერზე ჩამოეკიდა და კოცნა დაუწყო... - ტაია შენ ხარ? ძალიან შემაშინე, რა გჭირს, რა მოხდა? - არაფერი ბებია, უბრალოდ ძალიან მომენატრე და შენი ნახვა მომინდა. - ყოველთვის ვხვდები როცა მატყუებ! - ყველაფერი დამთავრდა... ვეღარაფერს ვგრძნობ, გული მწყდება სად გაქრა ამხელა გრძნობა, ნუთუ ასე მარტივია ადამიანების დავიწყება?! - კი მაგრამ...ტაია! შენ ხომ ისე ძლიერ გიყვარდა... - არ ვიცი, განა მიყვარდა?! მინდა ვგრძნობდე, მინდა ისევ ისე მიყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია... (ბებიას მონოლოგი) 15 წლის ასაკში ტაია ახალ სკოლაში გადავიდა, სწორედ იქ გაიცნო ახალგაზრდა ყმაწვილი, სახელად ალექსანდრე. ყველაფერი ასე დაიწყო... ალექსანდრე იმ წელს სკოლას ამთავრებდა, დიდად წარმატებული ოჯახიდან იყო, არც ისაა გასაკვირი რატომ უნდოდათ მშობლებს მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ განათლების მიღება , თუმცა ეს ყველაფერი ტაიას მიტოვების ფასად. ალექსანდრე ერისთავის ბედს ყოყლოჩინა „თავადობა“ წყვეტდა, ეს სენი კი ყველასთვის თუ არა, მოაზროვნეებისთვის ხომ მაინც ნათელია, რომ განუწყვეტლივ მოგვსდევს ქართველებს და არ გვაძლევს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას. კარგად მახსოვს ტაიას დაბადების დღე იყო, 16 წლის გახდა, სახლში დიდი მხიარულება და ბედნიერება სუფევდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა, ყველას უყვარდა და მასაც ყველა უყვარდა, ვინც კი ტკბილ სიტყვას ეტყოდა. საოცრად კეთილი ბავშვი იყო, გაჭირვებულს გვერდზე ისე ვერ ჩაუვლიდა, დახმარების ხელი რომ არ გაეწოდა, დახმარების შემდეგ კი ატირებულილ ბრუნდებოდა შინ და ბრაზობდა ცხოვრების უსამართლობასა და ამაოებაზე. ძალიან ემოციური ბავშვი იყო, ალბათ სწორედ ამიტომ ვერ ეგუებოდა ამგვარი ყოფის ტრაგიზმს. ხო.. თემას გადავუხვიე, მის დაბადების დღეზე ვსაუბრობდი... ახალი კლასელებიც ესტუმრნენ, ალექსანდრეც იყო... მარჯვე თვალი მაშინვე შემაჩნევდა მათ მზერას, ასეთი თვალებით ხომ მხოლოდ იმ ერთს უყურებ, რომელიც შენს ცხოვრებას მთლიანად ამოატრიალებს...ეჰ... ნეტავ ეს ყველაფერი ჩემს შვილსაც ენახა, ნეტავ დედას დაენახა საკუთარი შვილის ამგვარი ბედნიერება... ყველაფერს ვაკეთებდი ტაიასთვის, თავს არ ვზოგავდი, თუმცა ცხადია დედას ვერავინ შეგიცვლის! უი.. ხო... ამის თქმა დამავიწყდა, ტაიას მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, ძალიან მიჭირს ამის გახსენება... აზრი არ აქვს ამაზე საუბარს... ამ ტკივილს ვერც ენით გადმოსცემ, ვერც კალმით... 7 წლის ასაკიდან მე ვზრდი ჩემს ერთადერთ შვილიშვილს, როგორც ერთადერთ ნათელ წერტილს ამ გაუხარელ ქვეყნიერებაზე. სწორედ ეს მაცოცხლებს, ის ფაქტი, რომ ასეთი ბედნიერია ჩემი ერთადერთი იმედი. რაც შეეხება ალექსის ძალიან კარგი ბიჭია, ზრდილობიანი, წესიერი ყმაწვილი. ორივე ერთმანეთით ხარობს. მთლიან „საერისთავოს“ (სანათესაოს) წინ აღუდგა „ჩემი ცხოვრება თქვენი გადასაწყვეტი არაა-ო!“, სახლიდან წამოვიდა 18 წლის ასაკში და მარტო შეეჭიდა რთულ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი მოახერხა, სწავლა დაასრულა, მუშაობა დაიწყო და 26 წლის ასაკში ტაიას ცოლობა შესთავაზა, ჩემი ერთადერთიც ,ცხადია, უმალ დათანხმდა. მშობლებისგან უარყოფილმა ალექსანდრემ სიყვარულის ძალით ყველაფერი მოახერხა. ისე კი მიკვირს, რა უცნაურია ამდენი გაბოროტებული ადამიანი გყავდეს ირგვლივ, მაგრამ შენ მაინც წმინდა სულით აგრძელებდე ცხოვრებას, თუმცა ჭეშმარიტად მართალი უთქვამს აკაკის „მაგრამ მხოლოდ წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა!“ ალბათ, სწორედ ასე იყო, იმდენად სუფთა გულით ცხოვრობდა ალექსანდრე, რომ ამპარტავანმა ერისთავებმა ვერ შეძლეს მისი გადაბირება. ერთად საცხოვრებლად რომ გადავიდნენ ტაია უნივერსიტეტს ამთავრებდა, ასე ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და მათ ერთადერთ გულშემატკივარ ნათესავს, ოჯახის წევრს მეც მარჩენდნენ... (დიალოგის გაგრძელება) - დამშვიდდი ჩემო ერთადერთო, ყველაფერი კარგადაა, ასე რატომ იქცევი? შენმა ფსიქოლოგმა დარეკა, უკვე ერთი თვეა არ მოსულაო... - ბებია, ხომ ხედავ ვერ მშველის... - როგორ არა, ასე თქვა უკეთაა, თანაც დაამატა მისი ემოციური ფონი ნორმის ფარგლებს უბრუნდებაო... - და შენ გჯერა?! (ტაიას მონოლოგი) თითქოს ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის... კარგად ვცხოვრობთ მე და ალექსანდრე, ჩემს ერთადერთ ბებიას ხშირად ვნახულობ. ბედნიერი ვარ, ამაში მაინც გამიმართლა, ალექსანდრე მყავს. საოცარია სიყვარული... მუდმივად ამის მეშინოდა... მეშინოდა იმის, რომ არასდროს შემიყვარდებოდა... უსიყვარულოდ ცხოვრება კი არ მინდოდა, ეს ალბათ ცხოვრებაც არ იქნებოდა, არსებობა მხოლოდ. ვფიქრობ, ახლა დასაკარგი არაფერი მაქვს... არც ისეთი პატარა ვიყავი მშობლები რომ დავკარგე, კარგად მახსოვს დედა, როგორ მიმღეროდა, მამა-როგორ მეფერებოდა. ხანდახან ვფიქრობ ნეტავ საერთოდ არცერთი არსებობდეს ჩემს მეხსიერებაში, ალბათ ასე უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება მაგრამ იმ სურნელს რა დამავიწყებს, რომელიც მხოლოდ დედას აქვს, ეს დაუვიწყარია... რაღაც მაკლია ცხოვრებაში... მიჭირს, მტკივა, მახრჩობს... არ ვარ იმდენად ძლიერი რომ ამას გავუმკლავდე და შევებრძოლო, თითქოს ყველა მეზიზღება. ასე მგონია ყველა ცდილობს მშობელი ჩამინაცვლოს, მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელია, მებრაზება ძალიან ალექსანდრეზე და ბებიაზე, თუმცა არცერთს არაფერი დაუშავებია ჩემთვის, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მძულს ის ფაქტი რომ ორივე ცდილობს მშობლები ჩამინაცვლონ... (დიალოგის გაგრძელება) - ტაია! ტაია! ისუნთქვე გთხოვ! შენც ნუ მიმატოვებ. მაგრამ ტაია უკვე აღარ სუნთქავდა. - ისუნთქე გთხოვ! (საზარელი კივილი გაისმა) რატომ დამჩაგრა ცხოვრებამ ასე, სამუდამო მარტოობისთვის გამწირა... ვერ გაუძლო ვერც ტაიას და ვერც ბებიას გულმა ამგვარ სიტუაციას. დასრულდა ის, რაც უნდა დაწყებულიყო! უსამართლოა ცხოვრება, ძალიან უსამართლო! ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული... ეჰ... რამდენ რამეს შევცვლიდი. არასდროს მოკვდებოდნენ მშობლები, არასდროს იქნებოდნენ ობლები, რადგან ყველას გვერდით ეყოლებოდა მშობელი. არასდროს ნახავდა მშობელი გარდაცვლილ შვილს. მე რომ მკითხოთ ეს ის სასიცოცხლო ჯაჭვია, რომელიც ადრეულად არ უნდა გაწყდეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, განსაკუთრებით სიკვდილს! და თუ მართლა არსებობს რამე ძალა, და თუ მართლა ღმერთია სადმე ამქვეყნად, მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მუხლს ვიდრეკ და არაადამიანური ხმით ხმამაღლა ვყვირი...“შეჩერდეს!!!“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.