შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაიმასკო - ჰარი


26-02-2017, 18:36
ავტორი magdamargia
ნანახია 3 442

ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ასეთ ამინდებში უფრო მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი. უკვე მერამდენედ ვწერ ჩემი ცხოვრების შესაძლო ფინალს და ვხვდები. რომ ყოველი მცდელობა. რაღაც დავასრულო, უსასრულობაში გადადის.

სიგარეტს დღემდე ვეწევი. 5 წლის წინ ვცადე თავი დამენებებინა და იმის მერე ყოველ ახალ წელს,მარხვის დასაწყისში და ყოველ ორშაბათ დღეს, ფანჯრიდან ვისვრი სიგარეტის სავსე კოლოფს. შენ მოგწონდა ჩემი მავნე ჩვევები , რადგან თვლიდი, რომ ეს უფრო ქალურს მხდიდა.

ჰარი, მე არ ვნანობ არაფერს ,გესმის?! არც თექვსმეტი წლის ასაკში დაკარგულ ქალიშვილობას, არც სამჯერ ნააბორტალ მუცელს და არც თვითმკვლელობის ხუთ მცდელობას. მე ყველაზე ამორალური ქალი ვარ, ჰარი, და ალბათ ყველაზე ამორალური ცოლი ვიქნებოდი შენთვის. მე ხომ სამი შვილი მოგიკალი...

იცი, ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე,სიამოვნებას მანიჭებდა იმის წარმოდგენა,როგორ ვატკენდი გულს ჩემი გარდაცვალებით გარშემომყოფებს. მე სხვების სიყვარულში დარწმუნება მჭირდებოდა, ჰარი. სიკვდილი ხომ ყველაზე კარგად გამოაჩენს გრძნობას.

ისუნთქე, ჰარი... ისუნთქე ...
მე აქ ვარ. მხოლოდ ერთხელ შემომხედე და უკანასკნელად მითხარი,რომ არ ვარ , რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ესეც გაივლის. მე ეს მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოცხლო, გესმის?! არ მოკვდე, ჰარი, შენ აღარ გაქვს ამის უფლება!

ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ამ პალატაში კედლებიც მორფინითაა გაჟღენთილი. მე შენი ხელები მიჭირავს ზუსტად ისე, როგორც შენ გეჭირა ჩემი ხელები ,რკინიგზის სადგურზე, როცა ზაფხულის ბოლო დღეს ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს.
ისუნთქე, ჰარი... ისუნთქე...
ფილტვებზე ობივით მოდებული მეტასტაზები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს!
ისუნთქე, ჰარი...
მე არ მჯერა ამ ქალაქში დასმული დიაგნოზების.
ისუნთქე, ჰარი...
მე შენ მიყვარხარ!
ისუნთქე...
მე ხომ სიკვდილზე ფიქრს უკვე გადავეჩვიე.


მაიმასკო - ჰარი
მანადგურებს ეს ლექსიი



№1  offline წევრი kakulia

რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes

 


№2  offline წევრი magdamargia

kakulia
რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes

[spoiler][/spoiler] მართლაც ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent