შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე


27-02-2017, 10:05
ავტორი mani156
ნანახია 1 388

ღამე-თითქოს ჩვეულებრივი სიტყვაა, ჩვეულებრივი მოვლენაა დაღამებაც, მაგრამ რამდენი რამ შეუძლიათ.
სწორედ ღამე, როდესაც ვწვებით დასაძინებლად და გვინდა, რომ არაფერზე ვიფიქროთ, ჩვენდაუნებურად, თავისით, წამოიშლებიან ფიქრები და მოგონებები, გვიმძაფრდება ემოციები და ეს ყველაფერი არ გვაძლევს მშვიდად დაძინების საშუალებას. ვიხსენებთ ჩვენ საყვარელ ადამიანს, ყოველ წამს,რომელიც მასთან გვაქვს გატარებული, თითოეულ შეხებას,თითოეულ თბილ სიტყვას, რომელიც ჩვენთვის უთქვამს და შეიძლება ითქვას, რომ სიგიჟის ზღვარზე ვიმყოფებით. გვენატრება ისე, რომ სული გვტკივა. გაგიკვირდა? ხო, ზუსტადაც სული. თითქოს სულს გვიჯიჯგნიან, გვიფლეთავენ და სწორედ ამ დროს მივდივართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავურეკოთ და ვუთხრათ თუ როგორ ძალიან გვიყვარს, რომ ვგიჟდებით მასზე, არ შეგვიძლია მის გარეშე. მაგრამ.. არ ვრეკავთ. თითქოს რაღაც შინაგანი ძალა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ამ ყველაფრის გასამართლებლად კი ჩვენ თავსვე ვუხსნით, რომ ახლა უკვე გვიანია, მას ეძინება და არ გვინდა რომ გავაღვიძოთ. სინამდვილეში კი გამბედაობა არ გვყოფნის. დილით კი, მიღებულ გადაწყვეტილებას ვცვლით, ვუბრუნდებით იმ აზრს რომ სულიერად ძლიერნი და ბედნიერები ვართ იმ ადამიანის გარეშეც. მაგრამ.. კვლავ დაღამდება..

მხოლოდ ღამე ფიქრობ ყველაფერზე,
მხოლოდ ღამე ხდები რეალისტი,
ღამე შენ იტირებ არაფერზეც,
როცა მთვარე ზეცასია შენ კი არავისი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent