შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განვითარება?!


28-02-2017, 03:14
ავტორი ნინა_ჩკა
ნანახია 1 329

ვფიქრობ და ვხვდები,რომ ძველებური აღარაფერია..აღარც გრძნობები ადამიანების მიმართ და აღარც თვითონ ადამიანები...ყველა თითქოს დაპროგრამებული რობოტია,რომელთა მთავარი საფიქრალი მთელი დღე ვირივით მუშაობაა ფულის საშოვნელად....მშობლებსაც არ აინტერესებთ თავიანთი შვილები...კი,რა თქმა უნდა საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულები ეკითხებიან პატარებს-სკოლაში რა ნიშანი მიიღო,ან როგორ იქცეოდა და დამაკმაყოფილებელი პასუხის მოლოდინშია,თუმცა,როგორც კი არასასიამოვნო პასუხს მოისმენს მაშინვე ჩხუბს იწყებს და არ აინტერესებს თავისი შვილი ასე რატომ მოიქცა,ან რატომ მიიღო დაბალი ქულა....დიახ!ეს ყველაფერი არ აინტერესებთ..თუმცა როდესაც სხვა ამ ყველაფერში მათ ადანაშაულებს და ეუბნება რომ თავის დროზე უნდა მიექცია შვილისთვის ყურადღება ამ "დანაშაულისთვის" გასამართლებელი პასუხი მზად აქვთ- "მუშაობდა,რადგან ბავშვს ყველაფერი ქონოდა"..მაგრამ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი..სიყვარული..ბავშვს არ უნდა ძვირადღირებული ტანსაცმელი სიყვარულის დასამტკიცებლად,მას უნდა მშობელთან უფრო მეტი დროის გატარება...
ყველა დედა ამტკიცებს რომ თავის შვილს იცნობს,თუმცა როცა ეკითხებიან ელემენტარულს ისინი ვერ პასუხობენ,რადგან არ არიან დარწმუნებულები რომ ზუსტად იციან პასუხი...




რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პრობლემა ესაა,მაგრამ არ დაგვავიწყდეს მეგობრობა...რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში მეგობრობა? მე რომ მკითხოთ დღეს ეს გრძნობაც გაუფასურებულია ,რადგან დღევანდელი "მეგობრებიდან" გამომდინარე (ზოგადად) ვერ ვხედავ ნამდვილ,მეგობრულ სიყვარულს,თანაგრძნობას და მეგობრის წარმატებით გამოწვეულ სიხარულს...რასაც მე ვხედავ არის ყალბი სიხარული,რაც შურს და წყენას მალავს... არ არიან დღევანდელი ბავშვები გულწრფელები..ყველას ეპირფერებიან...ზოგჯერ მგონია რომ არც მათ გააჩნიათ გრძნობები..ყველა მხოლოდ სხვის დამცირებას ცდილობს,რათა "მაგარი" გამოჩნდეს...თითქოს არ აინტერესებთ სხვისი აზრი,თუმცა სწორედ მაგ >>სხვისი აზრით<< ცოცხლობენ....


დაა ბოლო თემა...სიყვარული...არც კი ვიცი დღეს ეს გრძნობა კიდევ არსებობს თუ არა..თუმცა მის არსებობაში ნამდვილად ეჭვი მეპარება,რადგან სიტყვა "მიყვარხარ"_ს ხალხი დაუფიქრებლად ისვრის ... ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ადამიანს აუხსნას სიყვარული...დღეს ერთს ეფიცებიან სიყვარულს,ხვალ მეორეს და ასე დაუსრულებლად...
ბიჭები გოგოებს ისე აღარ უყურებენ,როგორც ადრე..ახლა ყველა ბიჭი გოგოში "ნაშას" ხედავს და არა მომავალ დედას ან კარგ დიასახლისს...


21_ე საუკუნე გარდამავალია...განსაკუთრებით კი ეს წლები....მალე ჩაანაცვლებს ძველ გრძნობებს სოც. ქსელების და ფულის სიყვარული...ხალხი კი უფრო მეტად უგრძნობი გახდება,ვიდრე ახლაა...



№1  offline წევრი kakulia

ოოხ ეს 21 საუკუნეეეე sunglasses laughing

 


№2  offline წევრი ნინა_ჩკა

kakulia
ოოხ ეს 21 საუკუნეეეე sunglasses laughing

დღევანდელი რეალობაა სამწუხაროდ :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent