შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით “ქალი”


1-03-2017, 12:06
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 308

თენდება.
მაღვიძარაც ჩვეულ დროს რეკავს.
მეც ვიღვიძებ. შენ ჯერ კიდევ გძინავს. მე ამ მომენტით ვსარგებლობ და შუბლზე ჩუმად გკოცნი, შემდეგ კი ფეხაკრეფით სამზარეულოში ვიპარები. ლანგარზე ვაწყობ სენდვიჩებს, ცხელ ყავას და ხილს – ჩემთვის და შენთვის და ისევ ქურდივით ვიპარები საწოლ ოთახში. შენ უკვე გღვიძავს და მელოდები. ახლა კი მე მკოცნი შუბლზე და საწოლშივე ვსადილობთ.
რამდენიმე წუთში გეუბნები, რომ წასვლის დროა და სწრაფი ტემპით მივვარდები გარდერობს. ვაწყობ ტანსაცმელს ჩემთვის და შენთვის. მე კი შენი შარვლის ჯიბეში ჩუმედ ვდებ ფურცელს, რაზეც ფანქრით დახატული გულია გამოსახული. მე სარკის წინ ვიწყებ მზადებას, შენ კი სრულიად აუჩქარებლად მოდიხარ ჩემთან და მთხოვ გიყურო თვალებში. შენც მიყურებ, მაშტერდები, თითქოს პირველად დამინახე, და შემდეგ კმაყოფილი სახით გადიხარ აბაზანაში. იქიდან გამოსულს ისევ სარკესთან გხვდები და თმებზე ხელის შეხებით ცდილობ ჩემს გაბრაზებას, არადა იცი, რომ ეს არ მიყვარს, თუმცა მაინც მეთამაშები თმის ბოლოებზე. მე ვბრაზდები. ამ დროს მიდიხარ და ჩემს მიერ შერჩეულ ტანსაცმელს ირგებ ტანზე. მე კი შემოსარიგებლად მოვდივარ შენთან და ჰალსტუხს გისწორებ, შემდეგ კი ეშმაკური მზერით ამოგხედავ და ისევ სარკეს ვუბრუნდები.
უკვე სამსახურში წასვლის დროა. შენ მაჩქარებ, თუმცა მე მზად ჯერ კიდევ არ ვარ. ბოლო წუთას ვიპკურებ სუნამოს, რომელიც შენ ვალენტინობას მაჩუქე, მაშინ, როცა ჯერაც ახალი შეყვარებულები ვიყავით და შენთან ერთად გავდივარ სახლიდან. მსუბუქი კოცნით საღამომდე ვემშვიდობებით ერთმანეთს და ჩვენსავე მანქანებში ვსხდებით.
ჩვეულებრივი, დამღლელი და დატვირთული სამუშაო დღეა, არაჩვეულებრივი ადამიანებით. დროს მაინც გამოვნახავ და ტელეფონს ვიღებ ხელში სადაც შენი მორიგი შეტყობინება მხვდება ულამაზესი სიტყვებით, რომელიც მათბობს და ეს სითბო მთელი დღე დამყვება, და ამ პოზიტივს ვუზიარებ ყველას, ჩემს ირგვლივ, ღიმილით. მე კი გპასუხობ და გიხსნი თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ (თითქოს ეს არც იცი). სამუშაო დღის შემდეგ ვბრუნდებით სახლში. მე შენზე ადრე მივდივარ და ვახშამს ვამზადებ. როცა კარებს შემოაღებ გეგებები სიხარულით და გულში ვიკრავთ ერთმანეთს ისე, როგორც არასდროს და ყოველ დღე უფროდაუფრო ძლიერდება ყოველივე…
ჰარმონიაში გადის დღეები, თვეები…
წონაში მოვიმატე, მგონი გადაგაჭარბე კიდეც, თუმცა მაინც მეუბნები, რომ ლამაზი ვარ (არადა ყოველთვის სიგამხდრეს ანიჭებდი უპირატესობას). ყველაფერი შეიცვალა. ახლა შენ იღვიძებ ჩემზე ადრე. შენ მკოცნი შუბლზე და მიმზადებ საუზმეს. ამჟამად მე არსად მეჩქარება. მეზარება ტანსაცმელი შეგირჩიო, მაგრამ ამაზე არ ბრაზობ. არ ცდილობ თმაზე შეხებას, იმიტომ, რომ ატყობ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გავხდი. ყველა ჩემს ახირებას ასრულებ. არ მომწონს, რომ სამსახურში გიწევს წასვლა. ვატყობ, ეგოისტი გავხდი. შენ კი წასვლამდე დედაშენს ურეკავ, რომ ყურადღება მომაქციოს. და ახლა, მკოცნი არა შუბლზე, არამედ მუცელზე და მეუბნები, რომ გიყვარვარ… კიდევ იმეორებ სიტყვებს: მიყვარხარ… მიყვარხარ…
მიყვარხარ…
და ასე აგრძელებ მანამ, სანამ სახლიდან არ გაგაგდებ. მე კი ფანჯრიდან გადმოგხედავ და გჩუქნი ღიმილს და მიუხედავად ყველაფრისა, შენ გრძნობ და ხვდები, რომ მიყვარხარ და ცხრა თვეში გაჩუქებ ქალს ან ვაჟს, ან ორივეს ერთად და გადავცემთ მათ ჩვენს ყველა დადებით თვისებას.
და უბრალოდ, მინდა გითხრა რომ მიყვარხარ!



№1  offline წევრი kakulia

ლაამაზი ჩანახატიაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent