შენს ლავიწებზე..
არალექსისებრი ჩა-ნაჯღაბნი *** შენს ლავიწებზე მზისგულ გვირილებს ვაწყობ და ჩუმად კვლავ მეღიმება, ვაქსოვ შენს თმაში ფერად ყვავილებს შენს ერთ ღიმილად რომ ეღირება. შენს ლავიწებზე თითის ბალიშებს სუნთქვაშეკრული ვადებ და ვკრთები, და შენს თვალებში ფერად ვარსკვლავებს ვითვლი და ყველა ჰორიზონტს ვცდები. შენს ლავიწებზე ჩემს დაღლილ სუნთქვას გატოვებ თითქოს ხვალ გამიქრები, და მეშინია თუ მიმატოვებ უშენოდ,ალბათ,მკვდარი ვიქნები. შენს ლავიწებში- გაყინულ თითებს ვუკეთებ ბუდეს როგორც ბეღურებს, ყოველღამით ვწერ შენზე ლექსებს და შენს აქ არ ყოფნას უკვე ვერ ვუძლებ. შენს ლავიწებს მე გათოშილ ტუჩებს მთრთოლვარედ ვახებ და შენ ჩუმდები, შენს ტუჩის კუთხეს შერჩენილ ღიმილს გავცვლი სიცოცხლის ბოლო წუთებში. შენს ლავიწებზე შეშლილ სტრიქონებს ვწერ შუაღამით და მელანდები, როცა ახლოს ხარ,ან როცა შორს ხარ მაინც ყოველ წუთს,წამს მენატრები. შენს ლავიწებზე,დახრილ თვალებზე ხშირად ვსაუბრობ,ძვირფასო,რადგან, მიყვარხარ ისე,მჭირდები ისე,რომ მე უშენოდ ცოცხალი არ ვარ. შენს ლავიწებზე მზისგულ გვირილებს ვაწყობ მშვიდად და სიყვარულს გიხსნი, მიყვარხარ ძლიერ,მიყვარხარ, ჩემო,და დღემდე მხოლოდ შენ ერთი მჭირდი. ა.ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.