შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,არჩევანი''


2-03-2017, 00:19
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 527

მომწონს როდესაც ირგვლივ ნათელი ფერებია და შემიძლია მზის ოქროს სხივები შევიგრძნო. მომენტი, როდესაც შენს თმებს ეცემა მზის პატარა ნაპერწკლები და ანათებს , მანამ სანამ ეს შესაძლებელია. უსმენ იმ საოცარ სიმღერას, რომელიც კანქვეშ აღწევს და ირგვლივ უბრალოდ ყველაფერი ქრება, რჩება მხოლოდ სამყარო შენი ოცნებებიდან. გინდა, რომ ეს მომენტი გაგრძელდეს უსასრულოდ, თუმცა ეს შეუძლებელია. ეს ბედნიერების წუთი არის ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება , რომ შეიგრძნოს ცხოვრებაში. თუმცა ყველა როდი ხვდება არჩევანის სწორად გაკეთებას. ჩვენ ხშირად ვერ ვაანალიზებთ თუ რა გვესაჭიროება და ვირჩევთ იმას, რაც ჩვენ გვსურს და არა იმას რაც რეალურად გვჭირდება. მე ამ ყოველივეს კი ერთი საოცარი ადამიანის მეშვეობით მივხვდი.

ერთი წლის წინ, მოხუცებულ კაცს შევხვდი შემთხვევით პარკში,როდესაც ვსეირნობდი. მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. მას საოცრად მშვიდი და ამავე დროს სევდიანი თვალები ჰქონდა. არ მჩვევია უცხო ადამიანებთან მისვლა და გამოლაპარაკება, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე მივსულიყავი.მივედი და გვერდით მივუჯექი. ის წინ იყურებოდა, მაგრამ აშკარად ამჩნევდა ჩემი მიმიკების მოძრაობას. შემოხედვის გარეშე მკითხა”ბაბუ, იცი რა არის ბედნიერება?”–მე გამეღიმა და დავიწყე წინადადების წარმოთქმა შემდეგი სიტყვებით”ჩემთვის ბედნიერება არის…” და ამ დროს შემაწყვეტინა საუბარი. “შენთვის არა ბაბუ, საერთოდ რა არის ბედნიერება”. –ეს რომ მითხრა დავფიქრდი, მაგრამ პასუხი ვერ გავეცი. ის დუმდა და ისევ წინ იყურებოდა. მე კი ვკითხე მან თუ იცოდა რა იყო ზოგადი ბედნიერება და არა მიკერძოებული. მზერა ჩემკენ მოაპყრო და გულდაწყვეტილი მიპასუხა”არა”. მითხრა, რომ მთელი ცხოვრება არჩევანს აკეთებდა საკუთარი სურვილების მიხედვით. დრომ კი ისე გაიფრინა, რომ ეს ყოველივე არ აღმოჩნდა ის, რაც მას სჭირდებოდა სინამდვილეში.” ყველაფერი, რაც ჩვენ გვსურს, როდია ის, რაც ჩვენ გვჭირდება”. არასწორმა გადაწყვეტილებებმა ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთი გზით წაიყვანა და საკუთარი თავის გარდა არავინ დამიტოვაო. იქნებ ის რაც მე მესაჭიროებოდა რომ გამეკეთებინა ნაკლებად მარტოსული ვიქნებოდი და არამარტო მე, არამედ სხვებიც გაიხარებდენო. ახლა კი ვფიქრობ იქნებ ზოგადი ბედნიერება არის საერთო ბედნიერება ანუ, როდესაც შენთან ერთად სხვაც ბედნიერდება და არამრტო საკუთარ თავს არამედ სხვასაც აძლევ სინათლის ნაპერწკალს, უზიარებ სითბოს. –ამ საუბრის შემდეგ წამოდგა, ჯოხს ხელი მოკიდა, გამიღიმა ,თავი დამიკრა, ქუდი დაიხურა და წავიდა.

მე იქ ვიჯექი ისევ და ერთ ადგილს მიშტერებული ვუყურებდი, თავში არანაირი ფიქრის ნასახი არ მქონდა, უბრალოდ ვიყურებოდი წინ. შემდეგ ავდექი და შინ წამოვედი.

ახლა კი ვცდილობ როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღო სწორად გავმიჯნო თუ რა მჭირდება და რა მსურს,რადგან შეცდომების არიდება შეიძლება თავიდან. არ არის აუცილებელი კისერი მოიტეხო და მიხვდე, რომ სწორი არჩევანი არ გაგიკეთებია. ადამიანს შეუძლია 20-ჯერ დაუშვას ერთი და იგივე შეცდომა, შეუძლია სხვის შეცდომებზე ისწავლოს ან უბრალოდ დაფიქრდეს, გონება დაძაბოს და ჭეშმარიტი გზა აირჩიოს. არჩევანი ჩვენზეა.



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ახლა ვიცი რას ნიშნავს ბედიერება heart_eyes
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent