შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ დასაწყისი


3-03-2017, 15:38
ავტორი eleniakhalkatsi
ნანახია 2 423

დღეს 11 ოქტომბერია 2016 წელი. სკოლაში არ წავსულვარ რადგან მინდოდა ჩანაწერები გამეკეთებინა. ყველაფერი ასე დაიწყო, 22 სექტემბერი, ცეკვიდან მოვდიოდი მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტე რომ ცოტახანი გარეთ დავმჯდარიყავით და გველაპარაკა. ცეკვაზე ბევრს ვიცნობ, მაგრამ მათგან მაკას და თათიას გამოვარჩევ ისინი დეიდაშვილები არიან. რვის ნახევარი იყო დედაჩემის ზარს ველოდებოდი.
- წამოხვედი ცეკვიდან ? –მკითხა დედამ.
- კი, ვიქნები გარეთ ცოტახანი კაი ?
- კაი იყავი.
სიბნელე იყო, თან წვიმდა. დავინახეთ რომ სამი ბიჭი მოდიოდა, რომ შეგვნიშნეს უკან გაბრუნდნენ. მაკას ვუთხარი
-მოვლენ დარწმუნებული ვარ
- არა შანსი არ არის - მითხრა მაკამ.
- აი ნახავ თუ არა.
მაკა და თათია გვერდიგვერდ იჯდნენ. მე მათ წინ ვიჯექი, ერთ–ერთი მათგანი მოვიდა და გვერდით მომიჯდა. სამივემ ძალიან ცივად შევხედეთ და თქვა
- კარგი რა იყო ეგეთი უზრდელიც არვარ.
- იჯექი თუ გინდა- უთხრა თათიამ
- კარგი გავივლი და მოვალ.
სანამ მოვიდოდა მაკასთან და თათიასთან გადავჯექი, სამივე ვერ დაეტეოდნენ. რომ მოვიდა თავის ორ ძმაკაცს დაუძახა
-მოდით
მოვიდნენ და დაჯდნენ.
ის ორი ბიჭი მაკას და თათიას უყურებდნენ, მერე რომ მოვიდნენ. მე კი ის მიყურებდა ვინც თავდაპირველად მოვიდა.
- სახელი ? - მკითხა იმ ბიჭმა ყოველ წამს რომ მიყურებდა.
- ელენე შენ ?
- ირაკლი
- სასიამოვნოა - ვუთხარი მე
- ძალიან. - მიპასუხა ირაკლიმ.
მაკას და თათიას შეხედა და კითხა
- შენ მაკა და შენ თათია ხომ ?
- კი - უპასუხეს ერთდროულად.
- ცეკვაზე აქ დადიხართ ?
- კი –უთხრა მაკამ.
- საიდან მიხვდი ? - კითხა თათიამ
მე და მაკამ ირაკლის მაგივრად გავეცით პასუხი თათიას
- მაისურებზე
- ხო - თქვა ირკალიმ.
სიჩუმე ჩამოვარდა. ის ორი ბიჭი საერთოდ ხმას არ იღებდნენ.
- რომელ კლასში ხარ ?
-მეცხრე
- ხო ჯერ პატარა ხარ მეათეში რომ გადახვალ გადმოდი. ( მაკას და თათიას სკოლა )
აღარაფერი ვუპასუხე.
მე და მაკა ვიყინებოდით.
- ჟაკეტს მოგცემ თუ გინდა – მითხრა ირაკლიმ.
- არა მადლობა.
-უბრალოდ აი ამის გამო მაცვია.
მაისურზე დაიდო ხელი და გვითხრა
– ტრენაჯორზე გამოვკარი და დამესვარა.
ავდექით, და ვუთხარით
-ნახვამდის
-კარგად -თქვა ირაკლიმ.
-ესეც მეშვიდეში მოდის და გაიყოლეთ ბარემ.
გავხედეთ და გავიცინეთ.
მაკა და თათია გადავკოცნე და სახლში წამოვედი.
კარები დედაჩემმა გამიღო და გამიკვირდა არაფერი რომ არ მკითხა.




ავდექი და მომზადება დავიწყე. ვანიდან რომ გამოვედი, საათს შევხედე და რვას თხუთმეტი წუთი ეკლდა. ჯერ თხუთმეტი წუტი მქონდა დრო და ფეისბუქზე შევედი. წერილი გავხსენი და ვნახე ირაკლის ქონდა მოწერილი
- რა შუსტრი ვარ ეგრევე გიპოვე.
- ( სიცილის სმაილები ) - მივწერე. ( რაშვების მიწერა მინდოდა )
სკოლიდან რომ მოვედი, ფეისბუქზე შევედი ( შესაძლოა იცნობდეთ)–ში ირაკლის ძმაკაცი ამომიგდო, შევედი და ვნახე რომ ირაკლის ძმაკაცი იყო გუშინ რომ იჯდა ჩვენთან ერთად. დავამატე და არ დავუდასტურებივარ და ორ-სამ დღეში წავშალე. ამ დღიდან მივხვდი რომ ირაკლი მომწონდა ყოველ წამს მის ჩატს ვხსნიდი ვიცოდი რომ არ მივწერდი მაგრამ მაინც ვნახულობდი იყო თუ არა შემოსული. ვიცი ამას არანაირი აზრი არ ქონდა , მაგრამ უკვე ჩვევად ქცეულიყო. მახსენდებოდა პირველი დღე და ვერ ვიჯერებდი, რომ მაკას და თათიას ვუთხარი მთელი დარწმუნებით მოვლენ თქო. მაკას და თათიას ჯერ არ ვეუბნებოდი რომ ირაკლი მომწონდა. მაგრამ ცეკვაზე ვუთხარი.
გარეთ გავედით და პარკისკენ რომ ვსეირნობდით ირაკლის ძმაკაცები შევნიშნეთ და სირბილით წავედით სკამისკენ უკვე აღარ შეგვეძლო სამივე ვიცინოდით.
- ეხლა რომ აღმოჩნდეს რონ ისინი არ არიან- ვთქვი მე
- აუუუ ხოო - იცინოდა მაკა
- რა დებილები ვართ ბიჭების გამო დავრბივართ - თქვა თათიამ.
სკამს რომ მივუახლოვდით გავიხედეთ და არავინ არ იჯდა. რომ დავჯექით მალევე მოვიდნენ და ლაპარაკი დაიწყეს ხმამაღლა ჩვენ გასაგონად.
- აუუ რა პონტია ჩვენ უბანში ჩვენ სკამზე ჯდომა.
- აუუ ხო რა პონტია - თქვა მაკამ.
- ხო რა , რა პონტია ? დავიშალეთ რა. - ვთქვი მე.
მაკა და თათია იცინოდნენ, ისინი მანქანაზე იყვნენ მიყუდებულები და გვიყურებდნენ. მალევე ავდექით და მაკას და თათიას კორპუსთან გავჩერდით.
- ირაკლიჩემი მეზობელი რომ არის იცი?
- მართლა?
- ხო გოგო წინაზე უნდა მეთქვა მაგრამ დამავიწყდა
- ძაან კაი.
- ბავშვობაში ხალხურებზე რომ დავდიოდი, ძაან ახლოს ვიყავით. გარეთ ვთამაშობდით ხოლმე.
-ხო ეგეც დადიოდა ხო ცეკვებზე? –ვკითხე მე
-კი მთელი მაგისი საძმაკაცო, დღემდე დადიან.
ცეკვაზე რომ ვიყავით მაკამ მითხრა
- გოგო მთელი დღე გვიყურებენ ხოლმე
- ირაკლიც?
- ხო თვალს არ გვაშორებს.
ცეკვიდან რომ მოვდიოდით სკამზე დავჯექით. დანიელი და და ნიკა ჩამოვიდნენ . ( სკამის წინ კორპუსში ცხოვრობენ)
- როგორ ეტყობათ რომ უნდა შეიკრიბნონ.
-ხო - თქვა მაკამ და გაიღიმა.
გიორგი და ლუკა მოვიდნენ, და წინ დაგვიჯდნენ. მალევე მოვიდა ირაკლიც.
-გამარჯობა.
სანამ დაჯდებოდა, ადგომას ვაპირებდი უნდა გადამეკოცნა და მგონი დამინახეს კიდევაც. მაგრამ არ ავდექი. დანარჩენები კარტს თამაშობდნენ, და ნამიოკი ჩაგვირტყეს
-ნივიჟუ.
მაკამ ხმამაღლა თქვა
-ნამიოკები.
ხმა აღარ ამოუღიათ. ირაკლის რომ შევხედე, მაგ დროს გამომხედა. გამეღიმა.
დანარჩენებს ცუდათ მოხვდათ თვალში ჩემი გაღიმება. ვიცოდი რომ მალე უნდა ავმდგარიყავი და სახლში წავსულიყავი. მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობდი იმ დღეებისგან განხსვავებით როცა მისი ნახვა მინდოდა და ვერ ვნახულობდი. გამოვემშვიდობეთ და წამოვედით. აქამდე ხიდზე გადასვლა ყოველთვის მეშინოდა. რა ბედნიერება არის ჩიტად ყოფნა. გაშლი ფრთებს და გაფრინდები იქ სადაც თავს მშვიდად იგრძნობ. ოთხი დღის წინ მე, მაკა, თათია და ლიკა (ცეკვის ჯგუფელი ) ვსეირნობდით. სკამზე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები იჯდნენ. სეირნობა გავაგრძელეთ და მაღაზიაში შევედით, საღეჭი რეზინები ვიყიდეთ. რომ გამოვედით სკაზმე ირკალი იჯდა მაგრამ ისე გავიარე გამარჯობა არ მითქვამს. თათიამ მითხრა რომ ლუკა მომწონსო. პირველ დღეს ვისთანაც ერთად იჯდა ირაკლი.
მე და თათიას ფეისბუქი გვქონდა ზაფხულში შექმნილი. გვერდს ( ინტერვიუ ყველასთან ) ერქვა. ამ ფეისბუქიდან ირაკლის მივწერე და ძალიან უბრალო შეკითხვები დავუსვი. რისი დასმაც მინდოდა არ დამისვია შეიძლებოდა მიმხვდარიყო რომ მე ვიყავი.
- სად ცხოვრობ ?
- ეგ შენ უნდა იცოდე ( სიცილის სმაილები )
- თუ მეტყვი მეცოდინება.
- ოცდამეშვიდე კორპუში. ( მგონი მიხვდა მე რომ ვიყავი )
მამაჩემი შემოვიდა და ვეღარ მივწერე.
მეორე დღეს რომ შევედი წერილი დამხვდა.
- უკვე დაასრულე ?
- კი
- კაია
- ძალიან - მივწერე მე.
უკვე სურვილი მქონდა მიმხვდარიყო რომ მე ვიყავი და იმიტომ მივწერე ძალიან. რადგან სწორედ ასე მითხრა პირველ დღეს როდესაც ვუთხარი სასიამოვნოა შენი გაცნობა თქო და რომ მიპასუხა ძალიანო.




ფანჯარასთან ვზივარ ლამპიონის შუქზე ვწერ, და მუსიკებს ვუსმენ. ეს ჩემთვის შთამბეჭდავი დროა, ვწერო სიწყნარეში, სრული სიმშვიდით. რაც დრო გადის ირაკლი უფროდაუფრო მენატრება. ყოველ წამს იმაზე მეფიქრება იქნება თუ არა გარეთ. სწორედ იმ ადგილას სადაც ყველაფერი დაიწყო. 11 ოქტომბერს სიზმარი ვნახე, თვალები რომ გავახილე იმწამსვე მაღვიძარამ დარეკა და ცოტა გამიკვირდა კიდეც. ნეტა საერთოდ არ გამეღვიძა. არ მჯეროდა რომ ყველაფერი რაც კი მოხდა სიზმარში დამსიზმრებოდა. აქამდე მსგავსი რამ არასდროს არმომხდარა.მე თათია და მაკა ცეკვიდან გამოვედით, და კიბეებზე ჩამოვდიოდით. წინ რომ გავიხედე ბარდიულზე იჯდჯენ, ირაკლი ფეხზე იდგა ზურგით, ბეისბოლკით ვიცანი. მაკამ ჩუმად მითხრა
- მგონი ისინი არიან –თქვა მაკამ
- ხო მგონი ირაკლიც იქ არის - ვუთხარი მე.
- ხო ირაკლი მეც შევნიშნე. –თქვა თათიამ
-ყველანი იყვნენ ? - გვკითა თათიამ
- არა ყველა არა, ლუკა არ ყოფილა მგონი. - ვუთხარი მე, - მგონი ჩვენ გამო იყვნენ.
- ხო უეჭველი - თქვა მაკამ
- კაი ჩვენ გამო რატომ ? -გვკითხა თათიამ
- კაი გთხოვ მანდ რა უნდოდათ ? აქამდე არასდროს არ მჯდარან მანდ თან მითუმეტეს ეგენი და ჩვენ გამო რომც არ ყოფილიყვნენ, მანდ რა უნდოდათ ?
- წვიმის გამო ალბათ
- მერე სხვაგან არ იყო ადგილი ბესეტკაში ან იმ სკამზე ? -თქვა მაკამ.
სიზმარში მხოლოდ ის მომენტი დამესიზმრა, კიბეებზე რომ ჩამოვდიოდით.
ჩასვლისას ირაკლიმ რაღაც თქვა მაგრამ ვერ გავიგეთ.


დღეს 14 ოქტომბერია, სვეტიცხოვლობის დღესასწაული. დედამ დამირეკა და მითხრა
- საღამოს ამოდი ჩემთან და მეტროსტან ჩავიდეთ. - მითხრა დედაჩემმა.
- კაი ვეცდები მოვიდე.
- სამეცადინო გაქვს ?
- ხო, ცოტა დამრჩა.
ფეისბუქზე რომ შევედი თათიას წერილი დამხვდა
- გოგო დღეს დედაჩემმა ძაან გამიჭედა გარეთ ხუთის მერე აღარ ჩახვალო.
- აუ მაგ დროს მე არ მცალია ხოლმე
- რატომ?
- არ ვარ ხოლმე მაგ დროს სახლში
- ჰო
- ანუ ვეღარ ჩავალთ ხოლმე ?
- ხო ეგრე გამოდის - მითხრა თათიამ.


ხვალ ცეკვა მაქვს თორმეტ საათზე. ცეკვის მერე ლიზი უნდა ვნახო ჩემი დაქალი. წინასწარ ვნერვიულობ ხვალინდელ დღეზე. ხო ასეა (ადამიანზე თუ გამუდმებით ფიქრობ ის აუცილებლად დაგესიზმრება ). რა რთულია იცით ? ადამიანი რომ ძალიან გიყვარს და არაფერს რომ არ აკეთებს, ოდნავ მაინც რომ გაგრძნობინოს ბედნიერება. მე ისეთი თავისუფლების მჯერა, გაფრენა რომ შეგიძლია საყვარელ ადამიანთან ერთად. თმაზე ხელს რომ დაგადებს და გადაგიწევს რომ დაგინახოს, ჩაგეხუტება და შუბლზე გაკოცებს, გეტყვის მიყვარხარო, რომ შეძლებს თვალებში ჩაგხედოს. დღემდე არ ვიცი ირაკლის ყავისფერი თვალები აქვს თუ თაფლისფერი. ის საშუალებას არ მაძლევს დიდხანს შევხედო. ან უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვიცი რომ შევხედავ ცრემლები წამომივა. და მაინც რამდენ რამეს არ ვაფასებთ ადამიანები. წინ ჯინსების თაობა მიდევს და არ მბეზრდება ყოველ წამს ამ მომენტების წაკითხვა
- თუ გეშინია, ჯობია ახლავე თქვა და ყველაფერი ჩაიშლება.
- არ მეშინია.
- მგონი ცოტათი მაინც გეშინია.
- არ მეშინია არაფრის არც გაფრენის არც სიკვდილის და არც იმის რის თქმასაც ვაპირებ და ჯერ ვერ გეუბნები.
- მაინც რატომ არ გეშინია არაფრის ?
- იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია.

არ ვიცი ამ ჩანაწერებს რა სათაურს მოვუფიქრებ, ან უბრალოდ შეცდომა დავუშვი რომ ასეთი რთული ნაბიჯი გადავდგი და წიგნს ვწერ, თან პირველად და ირაკლით ? დრო სიყვარულს ვერასდროს მოერევა, მაგრამ რა ჭკვიანი რამ არის ის არასდროს ჩერდება. მიდის და მიდის. ის კი არა ჩვენ მივყვებით. დროის გარდა ადამიანი ვერაფერს დაემონები. მაგრამ როცა არაფერი და არავინ გიყვარს მაშინ ხარ ყველაზე დიდი მონა.
დღეს მე და ჩემი დაქალი მაკდონალდში უნდა წავსულიყავით მაგრამ ცუდათ გახდა 38.4 ხაზი ქონდა სიცხე. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ როგორ ცვივა ხეებს ფოთლები, როგოგ ვარდება სათითაოდ. მაგრამ დრო მოვა და ისეთივე აყვავებული იქნება როგორიც წინათ იყო. ადამიანები არ იცვლებიან. რაც არუნდა დიდი სურვილი ქონდეთ საკუთარი თავის შეცვლის. სიკვდილის შემდეგ არსებობის გჯერათ ? მე მგონია რომ არსებობს. მეცნიერებას არ ვემონები უბრალოდ, მგონია რომ არსებობს.



ორის ნახევარია, მუსიკის და ისტორიის კოსფექტი შევქმენი. გამახსენდა რომ რვეულები მქონდა საყიდელი, და დედაჩემს ფულიც ქონდა დატოვებული. ეს რვეულები უბრალოდ მოვიმიზეზე რომ ირაკლი მენახა. უფროსწორად დამენახა. მე ირაკლი სამიოთხჯერ მყავს მხოლოდ ნანახი. სხვა დროს კი უბრალოდ ვხედავდი. სანამ სკამთან მიხვალ ხუთი წუთი გინდა რომ საკანცელარიო გაიარო. ჯერ სკამთან გავიარე და არავინ არ მჯდარა, მერე რვეულები ვიყიდე და გზაშიც არავინ არ შემხვედრია. სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი. მალევე დავწექი და ლოცვები წავიკითხე ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე ძილის წინ. რა აზრი აქვს ცხოვრებას ადამიანს რაღაცის, ან ვიღაცის თუ არ გწამს. ორ დღეში მობილურს გამიკეთებენ და ჩანაწერების წერას იქ დავიწყებ.
ცეკვაზე მასწავლებელმა არჩევითი გაკვეთილი ჩაატარა, უკან უნდა დავდგომოდით იმას ვინც მოგვეწონებოდა, და მე ვისაც შემაჯიბრა მას დაახლოებით ცამეტი ბავშვი დაუდგა ხოლო მე სამი. მასწავლებელმა გაიღიმა და თქვა
-ძალიან ძალიან არასწორი არჩევანი. გამიხარდა რომ მოვეწონე, ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა სხვის არჩევანს მთავარი რეზის ( მასწავლებელი ) არჩევანი იყო.
ირაკი მენატრება ძალიან, ძალიან მენატრება. სრულიად განხსვავებული იყო პირველი დღე სხვა დანარჩენი დღეებისგან. ყველაფერი რაც მას ეხება თითქოს აზრს კარგავს. გონებაში ირაკლი ჩარკვიანის სიმღერიდან სიტყვებს ვიმეორებ ( უშენობა არ მასვენებს ვიცი უნდა ვუშველო თავს ). ძალიან მიყვარს წვიმა და განსაკუთრებით მისი სუნი გაზაფხულზე. დივანზე ვზივარ და გარეთ ვიყურები, ხადახან კორპუსებსაც გავხედავ ხოლმე. ვხედავ როგორ ქვრება თადათან შუქი. მგონი მხოლოდ მე დავრჩი ვისაც ღვიძავს ან უბრალოდ სხვებიც ჩემნაირად არიან იმედგაცრუებული სიყვარულით. რაბედნიერი გრძნობა არის ხომ? რომ მიდიხარ სახშლი დაღლილი და იქვე რომელიღაც ოთახში საყვარელი ადამიანი რომ დაგხვდება. გაიღვიძებ, და დაინახავ როგორ გიყურებს. თვალებში უყურებ და ხვდები რომ ძალიან უყვარხარ. იმდონეზე გჯერა რომ ეჭვი ოდნავადაც არ გეპარება. სასწაულები ხდება მაგრამ ისინი მხოლოდ ღმერთის მეშვეობით არ ხდებიან, განა სასწაული არ არის ადამიანი ასე ძალიან რომ გიყვარს მიუხედავ იმისა რომ იცი არ იმსახურებს ის ამ ყველაფერს. დგება ხოლმე დღეები როდესაც რაღაც სიგიჟის ჩადენის ხასიათზე ხარ. მაგრამ რა გასაოცარია რომ ღამით მიღებული გადაწყვეტილებები დღისით ყველანაირ ძალებს კარგავენ ხოლმე. ჩემი აზრით ადამიანი დღისით უნდა იძინებდეს. ღამე ეს ის დროა, სადაც მილიონობით ადამიანი იკარგება ოცნებებში, მოგონებებში. ყველაფერს რასაც ადამიანები ეხებიან თითქოს მალევე ხდება მათი. ზოგი შეხების გარეშეც ისაკუთრებს ხოლმე მათ.
18 ოქტომბერს მეტროში ჩავდიოდი, მატარებელში რომ ჩავჯექი მალევე ამოვიდა პატარა ბიჭი. პატარა ხატებს ურიგებდა ხალხს, და გამორთმევის დროს ფულს ითხოვდა. ჩემთან რომ მოვიდა და ხატი მომცა –შენ ძალიან კარგი გოგო ხარ -მითხრა და ჩამეხუტა. ამ ბავშვს ხშირად ვნახულობდი ხან სანთლებით, ხანაც კი ხატებით ხელში.ერთხელ ზაფხულში დაბადებისდღეზე რომ მივდიოდი ისევ მეტროში დავინახე რომ შევხედე ხელი დამადო და მკითხა
-რომელი საათია ?
მობილური ამოვიღე და საათს რომ დავხედე ვუპასუხე.
-მადლობა - მითხრა მან.
ერთხელ კი ცეკვაზე წასვლისას დავინახე გაჩერებაზე, კიბეებზე ჩამოდიოდა. მივხვდი რომ მოსვლა და ისევ გამოლაპარაკება უნდოდა. კოკაკოლა ეჭირა ხელში და სვავდა. მოვიდა და მკითხა
- ორმოცდათერთმეტი ავტობუსი მეტროსთან მიდის ?
- არა ყველა მიდის ამ ნომრის გარდა.
- ორმოცდათერთმეტი სად მიდის?
- გლდანულაში.
ორმოცდათერთმეტი რომ მოვიდა ავედი და წინ გავიხედე მიყურებდა. გაღიმება ვერ მოვასწარი, მალევე შეტრიალდა.
სახლში რომ მოვდიოდი მოხუცი ქალი დავინახე დამიძახა
- გოგონი ძალიამ გთხოვ დამეხმარე
- კარგით
გადმოყვანაში ვეხმარებოდი. ამ დროს მანქანებიც მოგროვდნენ.
- შვილო მეშინია.
- ნუ გეშინიათ დაგეხმარებით
- არა მე მეშინია, შენ რომ არ დავარდე.
- ნუ გეშინიათ არ დავვარდები.
ამ მდროს ვიღაც კაცმა ფანჯრიდან თავი გამოყო, და მოხუცს უთხრა
- ქალბატონო წამოდით წაგიყვანთ თუ გნებავთ
- არა მე ფული არ მაქვს
- არა რა ფული, სად გნებავთ ?
- აფთიაქთან მინდა - უთხრა მოხუცმა.
- წამოდით დაბრძანდით მეც იქ მივდივარ და წაგიყვანთ.
- დაჯდომაში დავეხმარე და კარებიც დავუკეტე.
- წამოდი შენც .- მითხრა კაცმა
- არა მადლობა მე უბრალოდ დავეხმარე.
გამიღიმა და წავიდა.
სახლში რომ მივედი ვჭამე, და მეცადინეობა დავიწყე, ექვსი საათი რომ გახდა ვანაში შევედი. გამოვედი, ჩავიცვი და ცეკვაზე წავედი.
რომ მივედი მაკამ მითხრა
- გოგო ნახე პოსტი რომ გავაზიარე ?
- არა, რა პოსტი ?
- ვიდეო არის რა, და ირაკლიმ კომეტარი დადო
- რა კომენტარი დაწერა ? - ვკითხე გახარებულმა.
- არ ვიცი ვერ გავიგე, რაღაც სიტყვა იყო ეტყობა არასწორად დაწერა.
სახლში რომ მივედი, კომპიუტერთან დავჯექი და პოსტი ვნახე. მეც ვერ მივხვდი კომენტარებში რა ეწერა. მაკამ მითხრა დაწერე რამე კომენტარიო და ნახავსო. ვიცოდი რომ შეტყობინებებში რომ მიუვიდოდა ჩემი კომენტარი გახსნიდა და ნახავდა. ყველა წინადადება რაც კი დავწერე სულ ნამიოკებით იყო. ვნანობ რომ ასე მოვიქეცი. იმ დროსაც ძალიან ვინანე კომენტარების წერა რომ შევწყვიტეთ. ისიც დავწერე ცეკვა რა დღეებში გვქონდა. ბოლოს მაკამ დაწერა კომენტარი
-დაქანცულია
- რა ? ( ვითომ ვერ ვხვდებოდი რომ ირაკლის ეხებოდა ეს კომენტარი მაგრამ არ მქონდა ნანახი ირაკლის ბოლო პოსტები მე მეგონა არ ედებოდა რამე ახალი )
- პოსტი ნახე და მიხვდები - თქვა მაკამ.
- კაი წაშალე რა.
- არა არ წავშლი. –თქვა მაკამ
- აუ ძაან დებილი ხარ.
ბოლოს შეტყობინება მომივიდა რომ ირაკლიმ დადო კომენტარი. იმწამსვე გავხსენი და რაღაც ძალიან სულელური კომენტარი იდო
- ტკბილი ძილი ვიძინებ
- შენც ასევე - ვუთხარი მე
მაკას კომენტარი აღარ მახსოვს. მაგრამ ხელმეორედ რომ გადავწყვიტე კომენტერები წამეკითხა ირაკლის კომენტარი წაშლილი იყო. ძალიან ვინერვიულე, ყველაფერი მიკანკალებდა. ლიზის რომ მივწერე ეს ყველაფერი მომწერა
- ფეისბუქი მათხოვე
რომ მივეცი წაიკითხა კომენტარები. წერილი იყო , ირაკლის ჩატს სანამ გავხსნიდი ვნახე, მოწერილი ქონდა რასშვებიო. რომ გავხსენი, იმწამსვე მომწერა ლიზიმ
- ვაიმე გოგო მოგწერა მიწერე დროზე.
ლიზის ვწერდი და ირაკლიმ კიდევ ერთხელი მომწერა
- სიინ
- ჩემი დაქალი იყო შემოსული და ჭედავდა, რავიმუსიკებს ვუსმენ შენ ?
- რავი ამ წამს აღარაფერს, შენი და მაკას კომენტარებს ვკითხულობდი და დავინტრიგდი.
- ხო კარგია კომენტარების კითხვა ნამდვილად - ვუთხარი მე
- ის ზუსტად ვიცი რომ რომელიმე ჩემ ძმაკაცზე ამბობდით.
-რა მიხვედრილი ხარ
- ღადაობდით ხო ?
- არ ვიცი - ვუთხარი მე
- რა არ იცი ?
- რომ გითხრა აზრი ექნება ?
- რავი ?
- კაი თუ არ იცი ნუ მთხოვ პასუხს, მე ვერ დაგეხმარები იმაში რომ გაიგო ))) – ვუთხარი მე
- კაი დებილი არ ვარ ვხვდები ყველაფერს უბრალოდ ის მითხარი ღადაობდით თუ არა ?
დავსინე და ლიზიმ მომწერა
- გოგო მიწერე
- ხო მივწერ
- მიდი მიწერე და მაჩვენე მერე
ორი წუთის მერე ირაკლის მივწერე
- არ ვღადაობდით
- აააა - მომწერა ირაკლიმ
- ხო
- კაი გავედი ტკბილი ძილი ( გულები )
- ასევე ( სტიკერი ) აუ სტიკერები შემთხვევით მეგზავნება და გულიც გავუგზავნე
- ხოოო ( სიცილები )
ზუსტად ვიცი რომ ხვალ გარეთ იქნება. მაგრამ არ გავალ, და საერთოდ ძალიან ვნერვიულობ. ყველაფერი მოულოდნელად ხდება. სიყვარულიც მოულოდნელად ჩდენა შენს ცხოვრებაში.
ოცი ოქტომბერი, სკოლიდან რომ მოვედი ფეისბუქზე შევედი ჩატი გათიშული მქონდა რომ ჩავრთე ჯერ ვნახე ირაკლი იყო თუ არა შემოსული, და მესიჯი დამხვდა.
- დღეს ცეკვა გაქვს?
- კი რახდება ?
მომზადება დავიწყე და ცეკვაზე რომ მივდოდი ირაკლის ძმაკაცები დავინახე. მაკას ველოდებოდი უნდა შემოსულიყო
- გოგო სად იყავი გელოდებოდი ?
- მეც გელოდებოდი 10 წუთი გარეთ ვიდექი და რომ არ ჩამოხვედი წამოვედი.
- ხო.
ცეკვიდან რომ გავედი მაინც დავჯექი სკამზე ცხრის ნახევარი იყო, დანიელი და ნიკა იყვნენ. რომ დაგვინახეს გაჩერდნენ და მობილურზე ლაპარაკობდნენ
- სად ხართ აკო ? რომ მოხვალთ დამირეკეთ.
ავდექით და წამოვედით მაკა და თათია გადავკოცნე. მივდიოდი და ვფიქრობდი მეგონა რომ კიდევ მოხდებოდა რაღაც. მუსიკებს ვუსმენდი, უნდა გადავსულიყავი და ირაკლი გიორგი და მესამე მგონი ლუკა იყო რომ ჩამიარეს მიყურებდნენ, ჩუმად ვიხედებოდი უკან რომ დამენახა. რომელიღაცამ დაიძახა
- აი ელენე - ვერ მივხვდი რომელმა თქვა მგონი ირაკლი იყო.
სახლში რომ შევედი გავიგე რომ დედაჩემი ლაპარაკობდა
- ხო აი რეზი მოვიდა, მადლობა დიდი. მობილური რომ გაუფუჭდა ვნერვიულობ მაინც კი ვიცი რომ ცეკვიდან გოგოები გადიან ხოლმე მაგრამ შემეშინდა - ტირილით ლაპარაკობდა
- სად იყავი ?
- გარეთ
- მერე აქამდე სად იყავი?
- ხო იცი საათ ნახევრიანი მქონდა და ნახევარი საათი ვიყავი მხოლოდ გარეთ.
დიდი დრო გავა, ვიცი რომ ირაკლისთან ვერასდროს ვერ ვიქნები. დღეები, თვეები და წლები გავა. გავიზრდები და შევჭაღარავდები, იქნებ მანამდეც რამე მოხდეს ? ჩემს გარშემო ბევრი ახალგაზრდა გარდაიცვალა ზოგმა თავი ჩამოიხრჩო, ზოგი კი აივნიდან გადახტა. ამ უაზრო ხალხს კი სალაპარაკო ემატებათ, გალანძღავენ, გააკრიტიკებენ, გაჭორავენ და რას აღარ დააბრალებენ. ყველა თემას შეეხებიან თუნდაც მშობლებს. რატომ მოიკლა თავი ასე ახალგაზრდამ ? დედა არ შეეცოდა ? მამა ? რატო ხდება ასე ? ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და სულ მოწყენილები ვართ. მხოლოდ წუთიერი ბედნიერებით ვტკბებით ხოლმე. მე რომ მოვკვდები, ალბათ ეს დაუსრულებელი ჩანაწერები მეჭირება ხელში. კედელზე ვიქნები მიყუდებული და ირაკლის დავინახავ ჩემკენ მომავალს, შემომხედავს, ფეხზე ავდგები, და როგორც იქნა ოდესმე ჩავხედავ თვალებში. ჩანაწერებს მივცემ, და გავქრები სამუდამოდ. მას კი ხელთ ეს ჩანაწერები დარჩება, წაიკითხავს და მიხვდება რომ ყველასგან სხვანაირი სიყვარულით მიყვარდა. ადამიანი შენზე რომ წერს, ესეიგი მას არასდროს დაავიწყდები.
ცეკვაზე რომ მივედი მაკას ვკითხე
- ირაკლი სამი დღეა ფეისბუქზე არ შემოსულა
- გოგო ეგ კი არა პირველ გაკვეთილზე რომ მივედი, გამათბობელთან იდგა ძმაკაცებთან ერთად, და იმის მერე აღარც მინახია. სკოლაში ვიღაცეები ლაპარაკობდნენ ვიღაც ბიჭი გახდა ცუდადო. გავიკითხე და არავინ არ იცოდა ვინ იყო.
ყველგან მასზე ვფიქრობდი მაგრამ ახლა მეშინოდა რომ ის არ იყოფილიყო. ცეკვიდან რომ მოვდიოდი სანამ ხიდს მივუახლოვდებოდი დანიელი დავინახე, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. და მაინც როგორ მინდა მოვიდეს და ჩამეხუტოს. მალე ალბათ ამ ყველაფერს დავნებდები.
ოცდარვა ოქტომბერი, დედაჩემმა რომ გამაღვიძა ცხრის ხუთი წუთი იყო და წასვლა დამეზარა. ჩავიცვი, მაკას და თათიას სკოლაში დავაპირე წასვლა. რომ მივედი მივწერე რომ რამენაირად გამოსულიყვნენ. მაკამ მომწერა
- არ შემოგიშვებენ.
ვიცოდი რომ აზრი აღარ ქონდა და ლიზის დავურეკე და სკოლაში წავედი. იქედან მაკდონალდში წავედით და ირაკლიზე დავიწყეთ ლაპარაკი. მითხრა უყვარხარო. მაკდონალდიდან რომ გამოვედით ლიზის ვუთხარი
- გოგო ორმოცდათერთმეტი თუ მოვიდა წავიდე იმ გზიდან.
- კი - მითხრა ლიზიმ და გამიღიმა.
რატომღაც ყოველთვის ვხვდებოდი ვნახავდი თუ არა ირაკლის. სკამს რომ გავცდი და მაკას და თათიას კორპუსს მივუახლოვდი, ირაკლი დავინახე მოპეტზე იჯდა. ერთმანეთს შევხედეთ, დაბნეულობისგან მალევე გამოვიხედე და გამარჯობა არც კი მითქვამს. ცრემლები მომდიოდა, ყველაფერი თითქოს ჩემს წინ ყოფილიყო. საერთოდ ყველაფერი. რომ მივდიოდი მაკა და თათია დავინახე და დავუძახე
- აქ რა გინდა-მკითხეს მაკამ და თათიამ.
- გოგო მაკდონალდში ვიყავი და
- მერე აქედან ? რა იყო რა ბედნიერი ხარ ირაკლი ხომ არ ნახე ?
- კი ვნახე.
- მართლა ? სად ?
- შემოსახვევში, მოპედზე იჯდა.
- ხო მაგას მოპედი ყავს ადრე ვხედავდი ხოლმე ფანჯრიდან.
ლიზი მთელი ღამე ერთიდაიგივეს მეუბნებოდა რომ ირაკლისთვის მიმეწერა.
ოცდაცხრა ოქტომბერი, მე და მაკა გარეთ გავედით. ათ-თხუთმეტ წუთში ირაკლის ძმაკაცები მოვიდნენ, და მაღაზიასთან დადგნენ. თათია ინგლისურზე იყო და რომ დაგვინახა მოვიდა და ისიც დაჯდა. ათ-თხუთმეტ წუთში წავედით. ირაკლის ორი ძმაკაცი დავინახე ერთი დანიელი იყო, მეორე არ დამინახია. სახლში რომ მივედი ლიზიმ მომწერა
- რაშვები ?
- არაფერს შენ
- მეც
- ნახე ირაკლი ?
- არა.
- აუ მიწერე რა
- რა მივწერო ? რომ მივწერო რაშვები თქო მეტყვის არაფერს შენო და მერე ?
- აუ ძაან გთხოვ მიწერე რა
- კაი მივწერ
- კაი სერიოზულად მიწერე რა
- ხომ კაი მივწერ აი რატომღაც მგონია რომ ირაკლი შემოვა 11 საათზე აი ამდროს თუ შემოვიდა მივწერ. საათისთვის აღარც შემიხედია , ჩატში ირაკლი გამოჩნდა დროს რომ დავხედე ზუსტად თერთმეტი იყო. ლიზის მივწერე
- თერთმეტი საათია და ირაკლი შემოსულია.
- ვაიმეეეეეე, აუუ მიწერე გთხოვ
- კაი მივწერ
- მიდი.
ირაკლის მივწერე
- რაშვები
- რავი ამ წამს ამოვედი სახლში შენ ?
- მეც, ათი წუთია ალბათ რა.
ლიზის მივწერე
- ხომ გითხარი არაფერი არ მოხდება ისეთი თქო
- დაგსინა ?
- არა არ დავუსინივარ არც კი მოუწერია ბოლოს.
წერილები დავუკოპირე და გავუგზავნე.
- აუ მიწერე კიდევ რამე აი კითხე რამე
- აუ რა ვკითხო ყველაფერს მე ვაკეთებ თვითონაც გააკეთოს რამე.
- ანუ ეგრე აპირებ გაგრძელებას ?
- დაჟე დაიწყო ?
- ოო კარგი რა.
დავსინე.
- მომწერე ეხლა რამე
- რა მოგწერო ? ის რომ ერთი თვეა მასზე ვფიქრობ ? საერთოდ არ ვუყვარვარ საერთოდ. მგონი ვეზიზღები. ან ვაბშე რა სიყვარულზეა ლაპარაკი მოვწონვარ მაინც ?
- კი არ მოსწონხარ, უყვარხარ ! ეს შენც კარგად იცი.
- ხანდახან მგონია რომ ასეა.
რა საშინელი გრძობა არის იცით ? გარეთ რომ გადიხარ და ეძებ საყვარელ ადამიანს მთელი დღეები რომ იმ ადგილას ეძებთ სადაც პირველად, მეორედ, და მესამედ ნახეთ. გგონია რომ ადამიანი რომელიც ზურგით დგას ის არის. რომ შემობრუნდება....... და შეცდები. ძალიან ცუდი გრძნობაა.
ოცდაათი ოქტომბერი იყო , ლიზისთან ერთად ვიყავი გასული. წვიმდა მაგრამ ირაკლის გამო არ გადამიფიქრებია რომ გავყინულიყავი. სკამს რომ მივუახლოვდი არავინ არ იყო. უკვე აღარ შემეძლო მეგონა რომ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანდა. გუშინ მაკამ მითხრა
- იცი წინაზე რა მოხდა ?
- რა მოხდა ?
- გოგო თათულის ( ცეკვის ჯგუფელი ) მოსწონს ერთი ბიჭი, და მაგ ბიჭს ძაან კარგად იცნობს ირაკლი. და მოკლედ მითხრა რომ არ უთხრა თათიას რომ მომწონსო. და მივედი და ჩავუკაკლე ყველაფერი. ხოდა თათულიმ გაიგო რომ თათიას ვუთხარი შორიდან იძახოდა, შენ ნახე რას გიზავო, და თათია ყვიროდა ვიცი ვიციო. თათულის რომ მოსწონდა იმ ბიჭმაც თქვა ვიცი ვიციო, და ირაკლიმაც იგივე თქვა. იგნორი გავუკეთეთ, და არაფერი არ გვითქვია. დღეს ცეკვაზე მაკამ მითხრა
- ირაკლიმ თმები შეიჭრა
- ხო უხდება ?
- მ ისეთ პონტში რა.
ცეკვის დროს ბევრი რაღაც ამერია და რეზიმ მკითხვა
- ელე რაზე ფიქრობ შეყვარებული ხო არ ხარ ?
მაკამ გამომხედა და გაიცინა.
- არა მას არ ვარ
ეშმაკურად გამიღიმა და მითხრა - ე ნუ მატყუებ
- არა მას მართლა არ გატყუებთ
- ანუ არაფერზე არ ფიქრობ?
- არა
- დავიჯერო საერთოდ არაფერზე ?
- ვფიქრობ მაგრამ შეყვარებული მართლა არ მყავს
მაკამ რეზის უთხრა
- მას ხვალ ქიმია აქვს ჩასაბარებელი და მაგაზე ნერვიულობს.
- ცეკვის გაკვეთილზე ფიქრობ ქიმიას ? მკითხა რეზიმ
- არა მას მოგატყუათ ( სინამდვილეში მართლა არ მქონდა ჩასაბარებელი )
რომ გავედით მაკას ვუთხარი
- ბესეტკაში ზიან ? გაიხედე
- კი აქ ზიან - გაიცინა.
სწრაფად მივდიოდით მაკას და თათიას მათემატიკაზე ეჩქარებოდათ.
3 ნოემბერი. ხშირად მიფიქრია სიკვდილზე, და ხალხი რომლებიც თვითმკვლელობამდე მიდიოდნენ. სამი დღეა ველოდები რომ მომწერს. ხანდახან უნდა გაიქცე მიატოვო ყველაფერი და სადმე შორს წახვიდე, ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან. მგონია რომ სადღაც ძალიან შორს, არსებობს ადგილი სადაც ყველა ბედნიერია. დღეს ჩემი მეგობრის დაბადებისდღე იყო და ვიცოდი რომ ვერ მოვასწრებდი ცეკვაზე მალევე მისვლას, და დედაჩემს დავურეკე რომ რეზი გაეფრთხილებინა. ძალიან მაგვიანდებოდა და მთელი გზა მივრბოდი, ბესეტკაში რომ გავიხედე ბიჭები იჯდნენ. გამოსვლისას მაკამ ტირილი დაიწყო
- გოგო რატო ტირიხარ რა გჭირს ?
- ფეხი მტკივა ძაან, კონკურსზე რომ ვიტკინე იმის მერე ჩალურჯებული მაქვს.
- რატომ იცეკვე მერე ნატკენი ფეხით ?
- აუ რავი რა
- ჩამეხუტე
მოვიდა, გაეღიმა და ჩამეხუტა.
- აი რა მჭირდებოდა ამ წამს ყველაზე მეტად - ვუთხარი მაკას და ჩავეხუტე. - მოდი შენც - ვუთხარი თათიას მოვიდა და ისიც ჩაგვეხუტა. სკამი სანამ გამოჩნდებოდა, მაკამ თქვა
-დავჯდეთ რა
- თუ არ იჯდნენ დავჯდეთ. ( ვფიქრობდი რომ იქ იქნებოდნენ )
რომ ჩავიარეთ ირაკლიმ თქვა
- გამარჯობა
ისე შევხედე თითქოს ვერ მივხვდი, ვინ იყო და გაკვირვებული სახით გავხედე.
- გაგიმარჯოს - უთხრა მაკამ
რომ გავიარეთ რომელიღაცამ დაიძახა
- დღეს სკამი ჩვენი იქნება
პასუხი ისევ მაკამ გასცა
- ხვალ ჩვენი იქნება
რომ გავიარეთ სკამზე დავჯექით. სწორედ იმ ადგილას ვნახე, წინაზე ირაკლი მოპედზე რომ იჯდა.
- გოგო გაგიმარჯოსთქო რომ ვუთხარი გაიგე რა თქვა ? მკითხა მაკამ
- არა რა თქვა ?
- გოგო მგონი გამარჯობა შენთვის არ მითქვამსო.
ძაღლები იყვნენ დაბმულები. რომ მივედით ვეფერებოდით.
- გოგო თქვენი მეზობლები არიან ? -ვკითხე მე
- კი
- რომ ვთხოვოთ არ გვათხოვებენ ?
- არა ღადაობ ლაიკას ვინ გვათხოვებს.
- აუ წავიდეთ რა გავიაროთ ისევ სკამთან.
თათია დარჩა და მე და მაკა წავედით.
- გოგო მოდი მაღაზიაში შევიდეთ საღეჭი რეზინები ვიყიდოთ.
მაღაზიიდან რომ გამოვედით და სკამს გავცდით მაკამ მითხრა
- რომ გამოვდიოდით რომელიღაცამ თქვა ეხლა აქედან გამოივლიანო, და რომ გავედით გაიცინეს. მაკას კორპუსთან ვიდექით და მაკამ მითხრა
- წინაზე რომ მოვდიოდი რა ფეხი ხომ ნატკენი მაქვს, და სკოლაში რომ ვიყავი ირაკლი მოდიოდა თავის ძმაკაცთან ერთად, და ირაკლის კითხა რომ ამას რა სჭირსო, და ირაკლიმ უთხრა ეტყოვა ცეკვაზე იტკინაო. ხოდა წამოდი ავიყვანოთო. იეჭვიაებს ისო.
- იეჭვიანებს ისო ? მე მიგულისხმა ? - გავიცინე.
- ხოო- იცინოდა.
კვირას ექვს ნოემბერს, დადგა დღე რომელზეც ერტი კვირა ვფიქრობდი. მაკას სადარბაზოსთან ვდგავარ და ველოდები. რომ ჩამოვიდა გადავკოცნე, და ვუთხარი
- შემომყვი რა სარბაზოში, საროჩკა უნდა გავისწორო
- წამოდი
საროჩკას რომ ვისწორებდი ირაკლი დავინახე. მაკას ვუთხარი
- უკან გაიხედე ირაკლი არის.
- წამო იქიდან
- კაი
ირაკლიც ჩვენსკენ გადმოვიდა
- გამარჯობა - ვუთხარი მე
- გამარჯობა.
გავხედე და საცხობში ჩავიდა. მაღაზიაში შევედით ჩიფსები და ჩუპაჩუპსები ვიყიდეთ და სკამზე დავჯექით. მალე დანიელიც მოვიდა რომ დავინახეთ ჩვენკენ მოდიოდა და გვკითხა
- ათი თეთრი ხომ არ გაქვთ ?
- ვნახავ უთხრა მაკამ
ხურდები ამოიღო, რომ დავხედე გამეცინა. ამდენ ხურდაში ათ თეთრს რომ ეძებდა.
- გამომართვი
- მადლობა მოიტან მერე. - უთხრა დანიელმა და წავიდა.
- აი უეჭველი გამოლაპარაკება უნდოდა. - მითხრა მაკამ.
- ხო ვიცი.
დაახლოებით ათი თხუთმეტი წუტის შემდეგ გიორგი, ნიკა და ონაშვილი მოვიდნენ.
თათია არ დგებოდა რომ ჩემთან და მაკასთან გადმოსულიყო არ უნდოდა რომ დამჯდარიყვნენ.
- რავი ზიან ორივე სმაკზე და რავი აბა - თქვა რომელიღაცამ.
- გოგო გადმოჯექი რა.
- არა არ გადმოვალ -მითხრა მაკამ.
გიორგის ონაშვილმა კითხაა სამჯერ მაინც ჩამოვიდოდა თუ არა ირაკლი
- მოპედი ჩამოყავს ?
- კი ნამიოკი ე . - თქვა გიორგიმ
მივხვდი რომ ნამიოკთან ჩემი სახელი იგულისხმა. ირაკლი რომ ჩამოვიდა გიორგისთან, ონაშვილთან, და ჯანგოიანთან სანამ მივიდოდა კითხეს
- მოპედი ?
- გამიფუჭდა
- ლობიანი
- მოსულიყავი მერე ტყუილად დამაკარგვინე ორმოცი წუთი ?
გამარჯობა ? - თქვა რომელიღაცამ
ალბათ იფიქრა რომ დღეს არ ვყავდი ნანახი
- დღეს ხომ გნახე.
ყურსასმენები გავიკეთე, და goapele back to you ჩავრთე. თათიასთან გადავჯექი.
- გინდა ? - ვკითხე თათიას.
- არა.
ირაკლი მოვიდა და გვერძე მომიჯდა, მერე სხვებიც ჯდებოდნენ და ბოლოს იმდენი ვიჯექით რომ სალფეტკის ამოღების დროს ხელითაც ვეხებოდი ხოლმე. ყურსასმენები მოვიძრე და მაკას ვუთხარი
- დაიჭირე რა
რომ ვესროლე სალფეტკი ძირს დავარდა. გიორგის უკან ეგდო. მაკას ფეხი ქონდა ნატკენი და ვერ ვეტყოფი მომაწოდე თქო.
მალევე ირაკლიმ უთხრა გიორგის
- ბიჭო სალფეტკი რომ გდია ძირს ვერ ხედავ ? გიორგიმ აიღო და ირაკლის მისცა მერე ონაშვილმა გამოართვა და სათითაოდ დაიწყო ამოღება.
- ეს მე, ეს ირაკლის, ეს ნიკას , ეს გიორგის.
სალფეტკს მაწვდიდა და ირაკლიმ გამოართვა
- ბიჭო ეგ შენ კი არა მე უნდა მივცე- თქვა ირაკლიმ, გამოართვა და მომაწოდა. ცუდი სახით გავხედე და მითხრა
- კაი რაიყო გეღადავები.
ონაშვილი სალფეტკებით რაღაცეებს აკეთებდა, მე მაკას და თათიას გვეცინებოდა. ონაშვილმა რომ შემომხედა იმ დროს გამეცინა და თითქოს გაუსწორდა.
ირაკლიმ ონაშვილს უთხრა
- წამო ბესეტკაში ცეცხლი დავანთოთ
ონაშვილმა სიცილით უთხრა
- აქ დაანთე შუაში.
გადაჯდომა რომ დავაპირე ირაკლი გადაჯდა, და მერე მეც გადავჯექი. შუაში მაკა იჯდა და ირაკლიმ უთხრა
- შუაში დამსვით გამათბეთ, ფეხზე რა გჭირს
- ნატკენი მაქვს
- ხოდა რა გჭირს ? - კითხა ირაკლიმ.
- დასიებული მაქვს
- ცეკვაზე იტკინე ?
- ხო - უთხრა მაკამ.
- რომელი საათია მკითხა მაკამ
- ჯერ ადრეა ნახევარი საათი გვაქვს დრო
- აუ იყავით დიდხანს უფრო - თქვა ირაკლიმ.
- არა იყოს - თქვა თათიამ.
- შენთვის არავის არ უკითხია - უთხრა ირაკლიმ
თათიას დაურეკეს და მაკასთან მივიდა
- რახდება ? - ვკითხე მე.
- უნდა ავიდეთ - მიპასუხა თათიამ.
- კაი წავედით
ფეხზე რომ ავდექით იმ წავსვე ადგა ირაკლიც და მითხრა
- წამოდი სალაპარაკო მაქვს შენთან
კანკალი შევწყვიტე, და რომ გავყევი მივხვდი რომ მაკას უთხრა
- შენ დარჩი
რომ გავედით მკითხა
- ის კომენტარები მართალი იყო ?
- კი მგონი მართალი იყო
თვალებში შემომხედა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეგონა უნდა ჩამეხუტებოდა.
- უბრალოდ მაკამ მითხრა რა და იმიტომ გირტყავდი ნამიოკებს კომენტარებში
ბოლო სიტყვა არ მქონდა დასრულებული და მკითხა
- რა გითხრა მაკამ რომ გიყვარვარ ?
- არა მაკა ვერ მეტყოდა მაგას რომ მიყვარდი.
- ჯერ კარგად გამიცანი იქნებ ისეთი არ ვარ როგორიც შენ გინდა რომ ვიყო.
აღარც მახსოვს მგონი პირველი მე წამოვედი, მასთნ ერთად ყოფნა ისე მსიამოვნებდა რომ წამოსვლაზე საერთოდ არ მეფიქრებოდა. მაკასთან და თათიასთან რომ ჩავედი დანიელი და თავისი ძმაკაცი დავინახე
- რა გითხრა ? - მკითხა მაკამ
იმწამსვე ტირილი დავიწყე
- ვაიმე გოგო რა მოხდა ? რატომ ტირიხარ ? რამე ცუდი გითხრა ?
ყველაფერი მოვუყევი და მითხრა
- ამიტომ ტირიხარ ? გოგო უყვარხარ და გახვედრებს ვერ ხვდები ?
- რომ ვუყვარდე მაგას მეტყოდა რომ ჯერ გამიცანი იქნებ არ ვარ ისეთი როგორიც შენ გინდა რომ ვიყოვო ?
- გოგო ეგ იმიტომ გითხრა რომ გული არ გტკენოდა
- და ასე უფრო მატკინა გული
- აი რაზე ნერვიულობ პირიქით უნდა გიხაროდეს. ეგ კი არა დებილო ყურსასმენები რომ გაიკეთე რა თქვა იცი ?
- რა ? - ვკითხე მე
- რადა, ბევრი დაჯექით იქნებ გავბედო და ჩავეხუტოვო.
მეორე დღეს მაკას მივწერე ფეისბუქზე
- გიყურებდათ ?
- არა საერთოდ ერთი ორჯერ შემოგვხედა მარტო.
ლიზის რომ ვუთხარი მითხრა
- აბა სულ იმათ ხომ არ მიაშტერდებოდა.
რა საშინელება არის როდესაც ადამიანი გიყვარს და ხშირად ვერ ნახულობ.
შვიდი ნოემბერი , დღეს ცეკვაზე რომ მივდიოდი, სანამ სკოლაში შევიდოდი, ბესეტკაში შევიხედე და იმ წამსვე გავიხედე. მგონი ისინი იყვნენ. გამოსვლისას მაღაზიაში მივდიოდი მზესუმზირა უნდა მეყიდა. სკამთან რომ მივედით არავინ არ იყო. მაღაზიაში რომ შევედი ირაკლი გიორგი და ორი გოგო დავინახე. ადამიანის დავიწყებას რომ ცდილობ მაშინ გამოჩნდება ხოლმე თითქოს გრძნობს რომ ბედნიერი ხარ, გამოჩნდება და ყველაფერს აგირევს, და ისევ ისე აგატირებს როგორც ადრე.
- გამარჯობა - ვუთხარი მე
- გამარჯობა - მითხრა ირაკლიმ
- ეს ვინ არის ? - კითხეს გოგოებმა
წინ წავედით და არ გამიგია რა უპასუხეს.
მაკამ მითხრა
- გაიგე რა უთხრა იმათ ?
- რა ?
- ჩემი შეყვარებულიაო
პასუხი არ გამიცია, ნერვები ძალიან მომეშალა
- ხო გოგო მეც ეგრე გავიგე - თქვა თათიამ.
სახლში რომ მივედი ვჭამე და კომპიუტერთან დავჯექი, ირაკლი შემოსული იყო ვიცოდი რომ არ მომწერდა. მახსენდება ის დღე ძალიან რომ მატკინა გული, ფეისბუქზე ვიღაცის პოსტი ვნახე მწერლის სიტყვები იყო ( ყველაზე ბოროტ ადამიანსაც რომ უთხრან მიყვარხარო გული სიხარულით აევსება )
თხუთმეტ ნოემბერს ირაკლი დამესიზმრა, რომ გავიღვიძე მხოლოდ ის მახსოვდა რომ პოსტი ედო : ( თავს გრძნობს მოწყენილად )
ჩვიდმეტ ნოემბერს ცეკვაზე სანამ მივიდოდი, ბესეტკაში გავიხედე და კოცონი ენთოთ.
რამოდენიმე დღის წინ, ირაკლის პოსტი ვნახე : ( იქნებ ტვინი ამიმუშავდეს ) კომენტარებს რომ ვკითხულობდი მაინც ვერ ჩავწვდი აზრს. მაკას რომ ვკითხე მითხრა თავი აქვს გატეხილიო. და კიდევ ერთი პოსტი : ( დაქორწინდა ) მერე მივხვდი რატომაც ედო. სანამ დაწერდა პოსტი მქონდა გაზიარებული. ტესტს ვაკეთებდი და პასუხი მივიღე რომ ოცდასამი წლის ადამიანის გული მქონდა. წარწერად დავაწერე : ( გათხოვება მსურს ). მე და ჩემი მეგობრები ვღადაობდით.
დღეს ოცდაექვსი ნოემბერია. ადამიანები ხშირად ვნანობთ შეცდომებს რომლებსაც ვუშვებთ. მაგრამ ერთი დადებითი თვისება აქვს რომ ვსწავლობთ მას. დილით სიზმარი ვნახე ვითომ ირაკლი მწერდა ფეისბუქზე
- რაშვები ?
- რავი არაფერს შენ ? - ვუპასუხე მე
- რავი მეც.
ცოტახნის შემდეგ მომწერა
- იცი რომ ძალიან მენატრები და მიყვარხარ ?
- მართლა ?
- კი. - მიპასუხა ირაკლიმ
დღეს ოცდარვა ნოემბერია, მაკა არ მოსულა ცეკვაზე ცუდათ იყო, ცეკვიდან რომ გამოვდიოდით თათიამ მითხრა
- გოგო დღეს მცალია ხუთზე და გავიდეთ გინდა ?
- ვნახოთ -ვუთხარი მე
პარკში წავედით, საქანელაზე ვიჯექით დ ვლაპარაკობდით.
ხიდზე რომ გადავდიოდი, ავტობუსს ერთი წუთი ეწერა კაბა მეცვა მაგრამ მაგვიანდებოდა და გავიქეცი. ავტობუსში რომ ავედი, ორ გაჩერებაში დანიელი და ონაშვილი ამოვიდნენ. სკამზე რომ დაჯდნენ გავიხედე და მიყურებნენ. ერთად ჩავედით. მაკა და თათია რომ ჩამოვიდნენ დუხი დავასხი, და ვიღაც ბიჭმა გამოიხედა ფანჯრიდან და დაიძახა
- გოგოებო ჩამოვალ მეც და დამასხით
მაკამ უთხრა
- ჩამოდი
ფანჯარა დაკეტა და ვითომ ჩამოსვლას აპირებდა მერე ისევ გამოაღო
- რატომ არ ჩამოხვედი ?
იცინოდა.
კვირას ისევ ხუთზე გავედით, მაკა კურტკის საყიდლად იყო წასული. მე თათია და ლიკა ჩავედით , და აღმოჩნდა რომ ირაკლის ჯგუფში დადიოდა. და მითხრა
- ცუდი ბიჭი არ ჩანს
თათიამ მაკას დაურეკა
- გოგო მოხვედი ?
- არა ჯერ
- ჩამოხვალ მერე ?
- კი თუ მოვასწრებ ჩამოვალ.
მაკა რომ მოვიდა ზუსტად იმ დროს მოგვიწია სკამთან გავლა და სკამზე სამნი იჯდნენ მგონი ირაკლიც იყო რომ გავხედე, ვიღაც ადგა მანქანას შემოუარა და წინა სკამზე გადაჯდა. მგონი უნდოდა რომ დავენახეთ. თათია რომ ადგა, ლიკას გასაცილებლად ზუსტად იმ დროს მოვიდნენ დანიელი და ნიკა ( ჯანგოიანი ).
თათიას დავუძახე რომ უკან გამოეხედა და დანიელი დაენახა
- ზუგს უკან ლაპარაკი არ გვინდა ეხლა
შემომხედა და გაიცინა.
დანიელი ჩამოდიოდა ვიღაც ბიჭთან ერთად და მეცნობოდა რაღაცნაირად. მაკასთან მოვიდა და გადაკოცნა. მაღაზიაში შევიდნენ და რომ გამოვიდნენ ბესეტკაში ავიდნენ მგონი. მაკამ მითხრა მურადოვი არისო. მურადოვი ირაკლის ძმაკაცი არის და მაკასთან ახლო ურთიერთობა აქვს.
თათია რომ მოვიდა ბესეტკასთან გავიარეთ, და კოცონი ენთოთ.
ვღადაობდით და მგონი გვიყურებდნენ, ღობესთან ვიდექით და ხმამაღლა ვიძახოდით
- ხელი მეწვის.
- კაი გოგო გეყოფა, არ დაგინახონ.
- მეც ეგ არ მინდა ? იქნებ დაგვიძახონ. ( იცინოდა )
რომ გავიარეთ მურადოვმა დაიძახა მაკაო.
მაკა უკვე ვეღარ ხედავდა ბესეტკას. ხელი დავუქნიე და ყველა გაშტერებული მიყურებდა. რომ ჩავედით მაკამ თქვა
- რა დებილი ვარ მგონი უნდა ეთქვა მოდითო
ოცდაექვს ნოემბერს, ჩემ დეიდაშვილს უთქვამს დედაჩემისთვის რომ ირაკლის მოვწონდი. დედაჩემმა არ იცოდა ვინ იყო საერთოდ. მაგრამ მიხაროდა რომ ჩემ დეიდაშვილს არ ქონდა ნათქვამი რომ მე მომწონდა. თურმე ნათლიაჩემსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ქონდა ნათქვამი კონკრეტულად ირაკლიზე არა მაგრამ უკითხია დედაჩემისთვის
- ელის ჩემი მეგობრის შვილი ყავსო მეგობრეშიო და უნდა გავიგოვო საიდანო.
დედაჩემს ვუთხარი სახელი და გვარი და მითხრა
- ვაიმე ვიცი ეგ ვისი შვილიც არის, ირაკლის მამას დავცინოდით ხოლმე მე და ჩემი დაქალი. სიცილისგან თავს ძლივს ვიკავებდი.
- რატომ დასცინოდი ?
- რავი ყველას მოვწონდით ხოლმე, და ყველას დავცინოდით ირაკლის მამასაც.
ნათლიაჩემს რომ მივწერე რა საქმე გქონდა თქო არც ახსოვდა და ბოლოს მომწერა
- ეგ ბავშვი დიდი ხანია არ მინახია ბოლოს რომ ვნახე ცეკვავდა ეხლა აღარ ვიცი.
- ხო ეხლაც ცეკვავს
- მერე ეცეკვე, კარგი ბიჭია.
ლიზის რომ მოვუყევი მითხრა
- რა ჯიგარი ნათლია გყავს
- ხოო ( ვიცინოდი )
ორი დეკემბერია, დღეს ბეგი მამალაძის დაბადებისდღეა. მაგრამ ის სამწუხაროდ ჩვენს გვერდით არ არის. მისი სახელი და გვარი თითქმის მთელმა საქართველომ გაიგო. ის ჩემი დამრიგებლის შვილი იყო.
ყოველ დღე, პირველივე დეკემბრიდან მთელი გულით ველოდებოდი როდის მოვიდოდა ოცდაორი დეკემბერი რომ ირაკლისთვის მიმელოცა დაბადებიდღე. ერთი დღით ადრე ლიზის სკოლში ვუთხარი
- მივულოცო ?
- აუ არ ვიცი რა საერთოდ არც კი იმსახურებს. თუ გინდა მიულოცე
- რამივწერო გული და ფრჩხილები ?
- კი ეგრე ჯობია .
მთელი დღე ვფიქრობდი ფრჩხილების გარეშე მიმეწერა თუ ფრჩხილებით.
სიზმრებში ხშირად მნახულობენ არ ვიცი რატომ და რისთვის მაგრამ შეიძლება უმიზეზოდ. მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი არ ხდება ? სიტყვებში ხშირად ვიკარგები და ემოციების მირაჟის სუბსტანციური შეგრძნებები მიტევენ ხოლმე . ხანდახან საკუთარი თავი ზღვაში წარმომიდგენია, ზღვაში სადაც ტალღები ჯერ არ ბობოქრობენ, მაგრამ თითქოს ყველაფერი ფუჭდება, წყდება ჰარმონიული სიჩუმე, და ტალღები ჩემსკენ მოდიან, მე კი მშვიდად აუწყნარებლად მივცურავ. დღეს მთავრდება 2016 წელი, ეს წელი გაცილებით მტკინბეული იყო ვიდრე 2015 წელი, მაგრამ ხომ ხედავთ ? შემეძლო მეთქვა კარგი თქო მაგრამ გამახსენდა რომ თქვენ უკვე რაღაც-რაღაცეები იცით ჩემზე. თათიას რომ მივულოცე მომწერა
- მგონია რომ სიყვარულს აგიხსნის ოღონდ გვიანი იქნება.
ორ იანვარს, ბებიაჩემთან ვიყავით მე, ჩემი მშობლები და ჩემი და. რომ ჩამოვდიოდით მობილური გაითიშა და ვერ ვრთავდი, საწოლზე დავწექი და ტირილი დავიწყე ბალიში ჩავიხუტე ვხვდებოდი რომ ამ მობილურში იყო ის რაზეც მე ვოცნებობდი. იყო ჩანაწერები რომლებიც ჩემი დღეების ნაწილი იყო, სწორედ ის ჩანაწერები რასაც თქვენ ეხლა კითხულობთ. მივხვდი რომ ცრემლების ღვრას აზრი არ ქონდა, დავწექი და მალევე ჩამეძინა. დამესიზმრა რომ ავდექი მობილური გაკეთდა. დილას რომ ავდექი სიზმარი გამახსენდა, და მობილური ჩაირთო არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს თავს მომხდარიყო. არ მეგონა ესეთი კარგი თუ იქნებოდა ბოლო ჩანაწერი, რადგან ბოლო დროს ვფიქრობდი რომ ირაკლი ერთი გაუბედავი ტიპი იყო. და მაინც ამდენი ტკივილის მერე მზად ხართ ჩაეხუტოთ, მოეფეროთ, და მაინც გიყვართ ? დიახ რთულია დავიწყება. ყველა ადამიანის ურთიერთობაში ხდება ისეთი რამ რაც ბევრმა არ იცის. რა ღარიბია ადამიანი ფულის გარდა რომ არაფერი გააჩნია, მაგრამ ბედნიერებას ვერ იყიდი ის არ იყიდება, ის არდაიდან მოდის. ამ ბოლო დროს თითქოს მიყვარხარ-ს დაზეპირებული ლექსივით გეუბნებიან. ეს სიტყვა ამ თაობაში გაიცვითა. როდესაც გიყვარს მზადაც უნდა იყო საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერი დათმო. ყველა ადამიანი მხიარული ჩანს მაგრამ რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ჩამქვრალი სანთელია. სანთელი თუ არ აანთე ჩაბნელებულ ოთახს ვერ გაანათებს. და თუ ვიღაცამ არ გაგაბედნიერა შენც ვერ აენთობი. რა ცუდია ადამიანები ამდენ წიგნს რომ კითხულობენ, და ჯერ კიდევ ვერ შეუღწევიათ ხელოვნების გიჟურ სამყაროში.მინდოდა თვალებში შემოგეხედა შორიდანვე და მეგრძნო რომ გაგიხარდი. მომვარდნოდი და ჩამხუტებოდი, ჩაგესუნთქე მთელი ძალით და აღარ გაგეშვი არსად. მივდივარ და გზას განვაგრძობ, გტოვებ სკამზე მჯდარს, და ბედნიერს შენს ძმაკაცებთან ერთად.
როგორ გულით შეგიყვარე ? შენ კი......

იცი როგორ მიყვარდი ?

მე მივდივარ იცოდე ! ოდესმე ჩემი დაბრუნება თუ მოგინდება გეტყვი გვიანია თქო . ალბათ გარეთ დაგინახავ ხოლმე მაგრამ შენს გამოხედვამდე...... მე გიცნობ, ალბათ მოხვალ და იმ სიტყვას მეტყვი რისი გაგონებაც მინდოდა ადრე. შენ ეს სიყვარული
დაგამუნჯებს, და დაგაბრმავებს.
მაგრამ შენ ასეთი ხარ .
ჩემი სული როგორ ყვიროდა იცი ? ყველაფრისგან დაღლილი იყო. მინდოდა ღმერთამდე მისულიყო. იცი როგორები მომწონს ? რძიანი ყავა და ჩაი რომ მოსწონთ, მზის მაგივრად კი წვიმა, ღია ფანჯრები, ჩაბნელებული ოთახი და სიწყნარე, წერა, პლედი,ლურჯი ფერი და ბევრი წიგნები. ნოდარ დუმბაძე, გალაქტიონ ტაბიძე, ოთარ ჭილაძე რომ უყვართ. მოსწონთ პაბლო პიკასოს და ვან გოგის ნახატები.
მე შევძელი დამემთავრებინა. მე არაფრით განვსხვავდები სხვებისგან, მაგრამ განვსხვავდები კიდეც. ალბათ ჩემებური ვარ. სამყაროს ისეთს ვხედავ როგორიც მინდა რომ იყოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent