ლევან ხაჩიშვილი (16)
-აუუ ჩემისიცოცხლეები.-იძახდა სალომე. -პროსტაა როგორმომენტატრეთ.-თქვა ლიზამ და ცრემლები მოიწმინდა. -მეც მეც ყველა ძაან მომენატრეთ და ძაან მიყვარხართ.-ვუთხარი ბავშვებს და ჩავეხუტე.-ერთი წუთით ეხლავე მოვალთ.-ვუთხარი ბავშვებს მე და ლევანი გავიყვანე.მივედით მაკასთან და ნათიასთან,რომლებიც იჯდნენ და ტიროდნენ.ისე ვენატრებოდით რომ ჩვენს დანახვაზე თვალები გაუნათდათ. -დეეე.-ვიყვირე მე და ნათიას ჩავეხუტე. -ჩემი ლამაზი,დეე იცი როგორ მომენატრე?-მითხრა ნათიამ და ჩამეხუტა თან შუბლზე მაკოცა. -ვიცი დეე,მე უფრო მეტად მომენატრე.-ვუთხარი დედას. პარალელურად იყო ლევანის და მაკას დიალოგი. -ვაა მაკა.-თქვა ლევანმა და მაკას ძალიან მაგრად ჩაეხუტა. -ლევან ჩემო სიცოცხლე.-თქვა მაკამ და მონატრებულ შვილს გადაეხვია. -რაშვებოდი დეე?-კითხა ლევანმა მაკას. -რავი დე უშენოდ რაუნდა მექნა.-თქვა მაკამ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. -ტირიხარ დე?არა არიტირო მე შენს გვერდით ვარ.აქამდეც შენს გვერდით ვიყავი,ველგან და ყოველთვის უბრალოდ შენ ვერ მხედავდი დეე.ძაან გთხოვ არ იტირო პირიქით დეე ბევრი იცინე მე და ნინი ჩამოვედით,სასიხარულო ამბავი და არა სატირელი ჩემო ცხოვრება.-უთხრა ლევანმა მაკას და აკოცა,აწყნარებდა დედამისს,ჰო არ უნდოდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა,ლევანი საერთოდ ვერ იტანს როდესაც ქალი ტირის,თან მითუმეტეს ვიღაცის გამო.ამ სიტყვების შემდეგ მაკა ცოტახანი ჩუმათ იყო ვერაფერი ვერ თქვა,ან რა უნდა ეთქვა ლევანმა აფსოლიტური სიმართლე უთხრა ყველაფერი.მაკას უნდოდა ცრემლები შეეწყვიტა მაგრამ არ გამოსდიოდა,მაინც ცდილობდა რომ საყვარელი შვილისთვის ცრემლები არ ენახებინა.ბოლოს მაინც სიჩუმე ლევანმა დაარღვია და მაკას კითხა. -თათა(ლევანის და) სადაა? -აქ არი დე იქეთ იქნება სადმე,ჯერ არ ველოდებოდით თქვენს გამოსვლას და მაგიტომ გავიფანტეთ.-თქვა მაკამ და ლევანს თვალებში შეხედა.ამ დროს მოვედი მე,მივხვდი მე რომ არ მოვსულიყავი ლევანი და მაკა კიდე დიდი ხანი იქნებოდნენ ჩუმათ. -მაკა ძაან მომენატრე.-ვთქვი მე და მაკა გადავკოცნე. -ნიინ,როგორ ხარ ჩემო საყვარელო?-მკითხა მაკამ და თვალები აუწყლიანდა. -ძაან მაგრად,ჩვენ თბილისშ......-ლაპარაკი გამაწყვეტინა ლევანმა. -მე წავალ ნათიას ვნახავ და მოვალ.-თქვა ლევანმა და უზომოდ ბედნიერ ნათიას უყურებდა. -მიდი დე მიდი.-უთხრა მაკამ.-ნიი შენ რას მეუბნებოდი? -რავი ყველაფერი კარგად არის ჩვენ აქ ვართ თქვენს გვერდით უკეთესი რა უნდა მოხდეს.-ვუთხარი მაკას მე და მეგობრებს გავხედე. -ჩემო სიხარულო,შენ და ლევანს ასეთ ბედნიერებს რომ გიყურებთ იცი რა მემართება უზომოდ კარგი შეგრძნებაა,როდესაც ხვდები რომ შენს შვილს ყავს პატრონი,როდესაც იცი რომ მას ისეთი ვიღაც ყავს გვერდით ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარს და მისთვის თავსაც გაწირავს ისე რომ 1 წამითაც არ დაფიქრდება.ლევანი სანამ შენ გიპოვიდა სულ სხვანაირი იყო,ის შენ შეცვალე.თავისი ნახევარი იყო,სულ ძმაკაცები,ძმაკაცები,ძმაკაცები.შენს მერე თვალებში გამოიხედა და მიხვდა რა ხდება სამყაროში.ის რომ ცხოვრება მშვენიერია და სულ ერთფეროვნება მოსაწყენია.ძალიან მიყვარხართ ბავშვებო და უსაზღვროდ ბედნიერებას გისურვებთ.-მითხრა მაკამ და ცდილობდა ცრემლების შეკავებას მაგრამ არ გამოსდიოდა,არ უნდოდა ლევანის ის ატირებული დაენახა და თან უემოციოდაც არაფერი გამოუვიდა. -მაკა ხოიცი მეც და ლევანსაც როგორ გვიყვარხარ.მე და ლევანი ერთმანეთის პატრონები ვართ,ყოველთვის გავუფრთხილდებით ერთმანეთს და არასდროს მივცემთ სხვას უფლება რომ რომელიღაცა დაჩაგროს.ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები.მიკვირს როგორ ვცხოვრობდი ლევანის გარეშე 14 წელი.ის ჩემი უდიდესი მოვაპოვარია ჩემს ცხოვრებაში.-ვუთხარი მაკას და ცრემლები წამომივიდა ამ დროს ლევანი მოვიდა და გაკვირვებული გვიყურებდა. -აბა რატო ტირიან ჩემი გოგუშკები?გამხიარულდით ლევანს თქვენ ორი სიცოცხლეზე მეტად უყვარხართ.-ცოტახანი გაჩუმდა ლევანი,შემდეგ კი თათასკენ გაიშვირა ხელი და თქვა-თქვენ სამი. -მე თქვენ მიყვარხართ ძალიან ძალიან.-ვთქვი მე და ვუყურებდი თუ როგორ მალავდა ყველა ცრემლებს. -ჩემი ბავშვები.-თქვა მაკამ და ნათიასთან წავიდა. -წავედით?-მკითხა ლევანმა. -წავედით.-ვუთხარი მე ლევანს და თან გავუღიმე. გზაში ძალიან გავერთეთ.მთელი თბილისი ჩვენ გვიყურებდა.გუგა და გიო ფანჯრიდან იყვნენ გადმოსულები ლუქიდან მე ლევანი ლიზა და ნატა.ძალიან ძალიან მომენატრა ჩემი თბილისი და ჩემი ბავშვები.მათთან ერთად უაზროდ ხეტიალი.გართობა,ცეკვა მუსიკა ყველაფერი მომენატრა და ეს ყველაფერი ერთ დღეში ავინაზღაურე.აეროპორტის მერე ყველა ჩემთან ვიყავით სახლში.იქ ისეთი ამბავი იყო რომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით.მერე გადავწყვიტეთ სალომესთან წასვლა და იქ გართობა.სალომესთან რომ მივედით მე და ლევანი გაოცებულები ვიყავით საჭმელი სასმელი ტორტი ფეერვერკები ყველაფერი მზად ჰქონდათ ბავშვებს სახლი კიდე ძალიან ორიგინალურად იყო მორთული.ყველა ოთახში ჩემი და ლევანის სურათები იყო ჩამოკიდებული.ბოლოს ყველა სუფრასთან დავსხედით და დავიწყეთ ჩვენებური „ქეიფი“. -აბა ლევანის და ნინის გაუმარ....ჯოოსსს,გაუმარ...ჯოოსს,გაუმარ....ჯჯოოს.-ყველა ყვიროდით ბოლო ხმაზე.დილამდე ასეთი ჟრიამული გვქონდა.ძალიან მთვრალები ვიყავი,ისეთი მთვრალები რომ ერთი პერიოდი დაგვავიწყდა აეროპორტში რატომ ვიყავით,ბევრი ფიქრის შემდეგ გაგვახსენდა რომ ლიზის ვაცილებდით,მარა მერე მივხვდით რომ ლიზი არ გაგვიცილებია რადგან ლიზიც ჩვენთან ერთად იჯდა და სვამდა.ბოლოს კი როდესაც მაკამ დარეკა და ლევანმა დედამის კითხა ხო არ იცი აეროპორტში რატო ვიყავითო მაკამ გაგვახსენა ყველაფერი.ბოლოს კი ყველას ძალიან მაგრად გაგვეცინა,ამდენი ხნის ლოდინი და ბედნიერება რამოდენიმე საათმა და სასმელმა დაგვავიწყა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.