და მთვარე ღრუბლებში მიიმალა
ცივმა სიომ სახეში დამიბერა. შებინდებული იყო,უკვე ვარსკვლავებიც ამოსულიყო ცაზე. გაჩერებისკენ წავედი. ტრანსპორტის ლოდინში უცებ დამაღამდა. დავიღალე დგომით და იქვე ჩამოვჯექი. ცაში ავიხედე და ამ დროს მისმა მშვენებამ თვალი მომჭრა. ცის კამარა ღრუბლებით დაფარულიყო,როგორც მანდილოსანის ყელი პატიოსანი თვლებით.ვარსკვლავები ჰაერში გაუჩინარებულან,ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე,მარგალიტებივით გამოანათებდნენ.მთვარე კი ღრუბლებში მიმალულიყო,როგორც მორცხვი პატარძალი დაემალება ხოლმე თავის სატრფოს,ასევე ისიც,თითქოს დედამიწას ემალებოდა.მაგრამ მის ამ საქციელს ცა არ იწონებდა ,ღრუბლებს გვერდით გადაისვრიდა და მაშინ მთვარე ,თითქოს მომღიმარი ,ეალერსებოდა დედამიწას,შემდგომ კი მორცხვი პატარძალივით ისევ ღრუბლებს შუა აღმოჩნდებოდა ,როგორც მანდილს ამოფარებული დიაცი. ამ სანახაობამ გამაკვირვა. რა უცნაურია!ჩვენი წარმოდგენები, ის რასაც ვხედავთ,შეგვიძლია დავუკავშიროთ ყოველივე სათნოსა და კარგს,გააჩნია ადამიანის გუნებას.რა უცნაურები ვართ ადამიანები.ჩემმა ფიქრებმა თითქოს და ჰაერში ამიტაცა,სამყაროს მომწყვიტა და ყოველივე მაღლიდან დამანახა, იქიდან სადაც ადამიანი იშვიათად თუ მოხვდება. ჩემი სუნთქვა იმ გრილ სიოს შეერია,რომელიც წეღან სახეში მცემდა და თმას მიწეწავდა,რომელიც თითქოს მეძახდა და თავისთან მიზიდავდა.ამიტომ მეც აღარ შევეწინააღმდეგე და გავყევი იქამდე სადამდეც წამიყვანა. ამ დროს ჩემი ტრანსპორტიც მოვიდა, მასში ავედი და სკამზე ჩამოვჯექი. ფიქრებში გაბრუებული კვლავ ერთს ვიმეორებდი :" მთვარე ღრუბლებში დაიმალე და მეც მასთან ერთად." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.