შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვირჩევ ნასახლარს (Letro)


5-03-2017, 21:37
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 1 456

არ ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა ამ დარდის, ყოველი მსმენელი გარბის. მაინც ვცდი, ვფიქრობ შენთან გაჭრის. საქმე შემდეგშია, პრობლემა გამიჩნდა სახლის, სახლი არ დგას იქ რასაც ეძახიან მშვიდობიან ადგილს. ვერ ვპოულობ მოსვენებას, კედელი იცვლის ფერს, ფეხს ვერ დადგავ ვერსად, იწმინდება, მაგრამ არ იცლის მტვერს. ათას ნამტვრევს ნახავ, რომელიც გიკლავს გულს. ათასი ოთახია, რომ შეიხედები შენი სახლია, მაგრამ მაინც თითქოს გძულს. არ შველის არც ერთი დამლაგებელი. თავის ფორმით არადა მენანება, რომ ვიცი აშენებულია ბევრი შრომით. მყარი აქვს საძირკველი, ბუნება ვერაფერს ვერ დააკლებს, მე არ მინდა, მაგრამ მაინც აპირებენ მიამსგავსონ სხვა უბნის სახლებს. ფანჯრებს ვეღარ ვაღებ, ყველა მათგანზე ნაღმია, ვერც კი შევამჩნიე თურმე ყველა სტუმარისთვის არის თურმე კარი ღია. არც კი დამითვლია რამდენი სტუმარი ეტევა მასში, ამიტომ გავაგდე ყველაზე ძველი მაცხოვრებელიც ამ სახლში. დავდექი გზა გასაყარს ეს გზებიც ვერ ასახავს სამწუხაროდ სახლს კი არა ნასახლარს. მე აღარც ვიცი თუ მაბადია ან სად მაბადია და შენ რაც გახსოვს არასწორი მისამართია. ბინა გაქირავებულია, ამავდროულად ყადაღა ადევს სტუმრებიც აღარ მიდიან, არ ვიცი ვინ გადაიხდის ამდენს. ოთახებიც აკლდება უკვე ვგრძნობ, რომ მაწუხებს სივიწროვე. მინდოდა დახმარება, მაგრამ ვერც ერთი გამბედავი ვერ ვიშოვე. შუქიც ჩაქრა სახლში, დამიბნელდა თვალში, მაგრამ შევამჩნიე ერთი ანთებული სანთელი ოთახში, ძლივს მივაღწიე, ფეხქვეშ ათასი ვირთხა მკბენდა და რომ შევხედე სანთელს მომერია სევდა. მხოლოდ ერთი მოხუცი იყო, რომელიც ამ სანთელს იცავდა, შევამჩნიე რომ ამ სახლში მოხუცს არც ერთი არ გავდა. ვხედავდი როგორ იგერიებდა სტუმრებს ხელშეუხებლად და მშვიდი სახით პირჯვარს სწერდა მათ და მერე სანთელმა გაანათა, შევხედე დამქირავებლებს, სისხლის კვალი ეტყობოდა სახლში ყველგან კედლებს. ჭერიც გაიბზარა, მთელი დარჩა მარტო საძირკველი. შევხედე სისხლში ბანაობდა დამლაგებელი.
დავდექი გზა გასაყარს, ეს გზებიც ვერ ასახავს სამწუხაროდ სახლს კი არა ნასახლარს, მე აღარც ვიცი თუ მაბადია ან სად მაბადია და შენ რაც გახსოვს არასწორი მისამართია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent