შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებში დაკარგული


8-03-2017, 00:18
ავტორი L LI
ნანახია 1 291

სიჩუმე ჩამოწვა. თაფლისფერი თვალებით დაჟინებით უყურებდა მაგიდაზე მდგარ ლურჯ ლარნაკს. სახეში ვუყურებდი. მისი ნაკვთები არაფერს გამოხატავდნენ, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ყველაფრისადმი გულგრილი იყო. ერთხანს ვიფიქრე, რომ ჩემი არსებობაც კი დაავიწყდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა მთელი ძალით და გადაეშვა ფიქრის მორევში. მთელი ჩემი ფანტაზიის უნარი მოვიხმე, ვეცადე მისი ტვინის ხვეულებში ჩამალული ფიქრები გამეშიფრა. ბოლოს მეც მოუსვენრობამ შემიპყრო. ვერ გავუძელი იმ სიჩუმის სიმძიმეს, ჩვენ შორის ნისლად რომ ჩამოწოლილიყო. მეც ვცდილობდი გზა გამეკვლია ამ გაურკვევლობაში, ჩემი ტვინი რომ ჩიხში შეიყვანა. ვცდილობდი, მაგრამ ვერა და ვერ გავხსენი კვანძი.
ბოლოს ვეღარ გავუძელი ამდენ სიჩუმეს. ჩემდა უნებურად ავამოძრავე რიტმულად თითები ხის მაგიდაზე. როგორც იქნა, რეცეპტორებმა აღიქვეს მძაფრი ბგერების ტალღა. გამოფხიზლდა და მე შემომანათა თავისი თაფლისფერი თვალები. გამიღიმა. მისმა ღიმილმა თითქოს გაფანტა შავი ღრუბლები, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ჩემ გაღვივებულ ცნობისმოყვარეობას.
ახლა მე ვუყურებდი დაჟინებით, ვერ ვხვდებოდი უნდა მეკითხა თუ არა. თითქმის ზუსტად ვიცოდი, ჩემი კითხვა უპასუხოდ რომ დარჩებოდა. მაინც ვცადე, ღიმილით ვკითხე:
-რაზე ფიქრობდი?
-რავიცი, არაფერზე-თქვა და მხრები აიჩეჩა, თვალი ამარიდა. მერე ნელა მოსვა ჭიქიდან ყავა.
-ჰო, რა თქმა უნდა- გავუცინე. - ისე, რა კარგი იქნებოდა სხვისი ფიქრების კითხვა რომ შემეძლოს... ნაკლები თავსატეხი მექნებოდა.
-სხვების ფიქრი იმიტომ არ გვესმის, რომ ასეა საჭირო... ფიქრი იმისთვისაა, რომ გულღიად ველაპარაკოთ ჩვენ თავებს, სხვებისგან ფარულად... - თვალი ჩამიკრა და ისევ გამეცინა. ზუსტად ისეთი პასუხი იყო, მის მტკიცე ხასიათს რომ შეეფერება.
-თან ერთგვარი ტვინის ვარჯიშია, როდესაც ცდილობ გამოიცნო სხვა რას ფიქრობს, არა? - პირადი მაგალითი მოვიყვანე.
-ჰო, შეიძლება ასეც ითქვას.- ყავის ჭიქა მოიმწყვდია ხელებს შორის და მზერა გაუსწორა ფსკერზე დარჩენილ სითხეს.-წარმოიდგინე, რა უინტერესო იქნებოდა რომ ვიცოდეთ სხვები რას ფიქრობენ. ერთფეროვნება დაგვტანჯავდა. ალბათ ყველაფერი აზრს დაკარგავდა. საუბარიც არ დაგვჭირდებოდა, წავიკითხავდით ერთმანეთის ფიქრს და ყველაფერი ნათელი იქნებოდა.
- რომ ვიცოდეთ სინამდვილეში რას ფიქრობენ სხვები, ყველაფერი შეიცვლებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი...
-გვეცოდინებოდა ვინ ვინ არის სინამდვილეში... იქნებ იმ ადამიანების გვერდით არ ვყოფილიყავით, ვისთანაც დღეს ვართ. ვერავინ შეძლებდა თავისი თავის დამალვას ყალბი ღიმილისა და ტკბილი სიტყვების ქვეშ. - ისევ ყავა მოსვა, რამდენიმე წამით გაჩუმდა. - და ამის მერე ისევ გინდა იცოდე რას ვფიქრობდი? - გამიცინა.
მეც გამეცინა. არაფერი მითქვამს, საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, ისევ ჩამოწვა დუმილი სქელ ნისლად, მაგრამ რატომღაც თავი უხერხულად არ მიგრძვნია. არ ვიცი რას ამბობდა ჩემი გამომეტყველება, არ ვიცი რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ. თითქოს ხელი მკრეს და ფიქრის მორევში გადავვარდი. ცუნამივით მომაწყდა ერთდროულად სიტყვების უზარმაზარი ტალღები და ყველაფერი გააქრო ჩემ გარშემო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შუა ზღვაში ვიყავი მარტო, გზას ვიკვლევდი მოლურჯო, გამჭვირვალე წყალში, ხან რომ წყნარია, თეთრად ქაფდება ნაპირას, ხან მრისხანედ, შეუბრალებლად ანადგურებს ყველაფერს, რაც წინ გადაეღობება.
და მე დავიკარგე ამ სილურჯეში თითქოს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent