შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე...


25-01-2016, 14:48
ნანახია 2 748

სიჩუმე ქარში და ჩემი სახე მასში,
მალავდნენ ცრემლებს, ფერებში დამარხეს სამოთხე მასში.
სიჩუმე ლოგინთან, ღამეში დადუმდა ქარი,
ელოდებიან მზის ფსკერზე მშვიდ დროებას და სახეზე სიჩუმეს ეფინება ცვარი.

სიჩუმე და მისი ხელები უკრავენ როიალს,
ხმებია, მდუმარების მთებიდან ამონატყორცნი მზისფერი მოლია.
სიჩუმე ფეთქვას, ტანზე ძარღვები შავია ჩუმი,
სხეული უსივრცოდ ღელავს, სახეზე ქარები თეთრია მუქში.

ჩუმია მისი შავი სხეული,
ჩუმია თვალები, შიგნით სამყაროს გროვად არეული.
მდუმარების მტრედები სინამდვილეს შორდებიან,
დღეები კი ზეცის სასთუმალთან ჩუმად გროვდებიან.

სიჩუმის მზე და მისი ჩუმი მზე,
უთრთის ფესვები და უვლის მარადისობის ხეს.
სიჩუმის ჰარმონია, მელოდია დუმს,
სითბოში დადუმება, ვუსმენთ სიჩუმის მფეთქავ გულს.

ფერები მასში, და იძირებიან არეულად,
ბგერები ქარში და იფიქრებიან გაბნეულად.
სიჩუმის ტანზე ცეკვავდა ოცნება,
ვიდექი მის წინ, ჩემი ხმაური უფრო და უფრო ცოფდება.

დუმილი სიტყვებს მწვანე ბალახში აპნევს,
ასოთა ჩიტებს კი სიჩუმის ფრთები აბნევს.
ყველაფერი დუმს, ზღვაში იძირება ზღვა,
სიჩუმე წუხს, ცაში კი იყურება სხვა.

გაქრობა თენდება, ტუჩები ნელდება,
დადნობა ცეცხლთან, სიჩუმეში სევდა ერთდება.
სამყაროს ეფარება მზესთან ცისარტყელები ჩუმი,
ირგვლივ უხმოა ცების ხმაური მუქი.

სიჩუმეც ჩუმდება, მზეა იმედის,
სითბოა ჩემში გადმოყრილი ზღვებად სხივების.
დავდუმდი, სიჩუმეც დადუმდა,
მთებს ვახმაურებ და ეს ხმაურიც უცებ გახუნდა.

სიჩუმე თვალებით, ნაზია დუმილი,
დადუმდნენ თვალები სიჩუმით, დაიხა წუხილი.
ტუჩებს ვაჩერებ, მზეს ვხედავ,
ფიქრებ ვუმატებ და ღრიალს კი ვერ ვბედავ.

ჩუმი სხეულია, დადუმდა უკვე გულიც,
სიჩუმე ჰაერში, დაბრუნდა უკვე გახუნებული სულიც.
სიჩუმე ნაპრალებით, ქროლვაა ბგერების,
მოქრიან აზრები, ძრწოლაა გაუჩინარებული ფერების.

სიჩუმე ახმაურებს გამქრალ ფეხებს,
ყურს ვუგდებ მის საშინელ ბგერებს.
მარტოა ცა, ჩუმია სიჩუმე,
ზღვებია ოთახში, ჩემია სიჩუმე.

ვუსმენ ბგერებს ჯერ არ სმენილს,
ვხატავ ფერებს, ვუსმენ ხმაურს სხვების.
შხეფები ჰაერში, დუმილი ზღვების,
სიჩუმე მარტოა, მისი მოსმენით მზემდე ვწვდები.

მის შავ ლოგინზე საღამოს ვწვები,
სიჩუმე მეფერება ტანზე და მესმის გარეთ თოვლი თოვს რწფელი.
გაჩუმდით, სიჩუმე ტაშს უკრავს,
ქარია, მის მხრებზე ფრთებს მძიმედ ხურავს.

სიჩუმემ ღიმილი მიწაზე დახატა,
დავყურებ ამ ნახატს, სიამოვნება ბედზე დამახტა.
სიჩუმე დუმს, ქარია მასთან,
სიჩუმე წუხს, ხმაურობს სხივები ზღვასთან.

სიჩუმე ღელავს, ბღავიან სხვები,
სიჩუმე ელავს, დაძრწიან ნაზი სხივები.
სიჩუმეც გაქრა, სიცარიელე განათდა,
მორჩა დამთავრდა, სიჩუმე ლექსშიც გათავდა.

პ.ს ვისაც სიჩუმე უყვარს მათია ეს ლექსიც...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent