შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწის ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო


8-03-2017, 17:56
ავტორი magdamargia
ნანახია 1 934

„აკეთე ის რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი.. იფრინე სივრცის გადაღმა იყავი თავისუფალი“
„ჯონ... შენ წაიყვანე არა? შენ წაიყვანე ხომ ასეა? გამეცი ხმა.. რატომ არ მპასუხობ? დავიჯერო თავს დამნაშავედ თვლი?. არა ვერ დავიჯერებ.. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც მიგყავდა... რატომ ასწავლე ფრენა? რატომ შთააგონე რომ „ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს“? რატომ? მე გეტყვი გინდა?
იმიტომ რომ ეგოისტი ხარ.. იმიტომ რომ გინდოდა შენთან გყოლოდა და წაიყვანე.. მძულხარ.. მეზიზღები..“ - ეს სიტყვები გაცრეცილი დღიურის პირველ გვერდზე აღმოვაჩინე, თავდაპირველად კარგა ხანს ვაკვირდებოდი თითქოს მსურდა დავრწმუნებულიყავი ეს მართლა ჩემი ნაწერი იყო თუ არა. საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ხელწერა, რომელიც ფურცელზე დაეტანათ მე მეკუთვნოდა. „ეს“ რომ დავწერე მაშინ თურმე 13 წლის ვყოფილვარ(ნაწერის ბოლოს საგულდაგულოდ მიწერილ თარიღს თუ ვენდობით).. 13 წლის ბავშვი, რომელიც ისე მოინუსხა და მოჯადოვდა ალუდას ხმით რომ უნდოდა დაუსრულებლად ესმინა მისთვის...

ახლა გიამბობთ ამბავსა
ერთი ხევსური ბიჭის,
გამოყენება არ იცის,
ღვთისგან ბოძებულ ნიჭის! .

წერდა ალუდა საკუთარ თავზე ...
***
თითქოს ჩვეულებრივი სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიჭი იყო დაიბადა 1987 წელს 15 ნოემბერს...
ალუდა 2012 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, ის 16 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.
გილოცავ ,შეშლილო ნოემბერო, ალუდა დაიბადა….
უკრავდა სხვადასხვა საკრავებზე, მღეროდა საოცრად გულშიჩამწვდომად, დასამახსოვრებლად და ამავდროულად საოცრად წერდა... საკუთარ თავს შემდეგნაირად ახასიათებდა: „მარტივად ვერ გეტყვი. ვარ მხიარული უფრო, ცოტა გიჟიც, ცოტა რომანტიკოსიც, მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები. მიყვარს მწვანე ჭიქიდან დალევა ყველაფრის. ცაცხვის ყვავილის სუნი მიყვარს წვიმის შემდეგ, მიწის სუნიც მიყვარს ისე მაგრად. კითხვა მიყვარს კიდე, უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებების. ხო, დამავიწყდა. მზის ამოსვლის და ჩასვლის ყურება მიყვარს მაღალი ადგილიდან, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს... ის კი ვიცი რომ ვერანაირი მდგომარეობა ვერ შემცვლის. მაშინაც სოფელში გაზრდილი ბიჭი ვიქნები და ახლაც ეგრე ვარ... მერე, პოპულარობა თუ მოვა, მოვიდეს თავისით, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ერთი სარეპეტიციო ადგილი და ყველა ინსტრუმენტი, რაც გვინდა და მერე რამდენიმე ხნით გაქრობა და მერც უცბად აფეთქება.. არც არავისზე მეტი ვარ არაფერით არც არავისზე ნაკლები რამით..“
მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ჯგუფი „მეხუთე სეზონი“ იყო. სახელწოდების განმარტება კი თავად ასე ხსნიდა „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, მეხუთე სეზონი კიდევ სიყვარულის სეზონიაო“.
ნეტა თუ იცოდა ამდენს რომ უყვარდა? ნეტა თუ იცოდა ამდენს რომ უხალისებდა ცხოვრებას?
რომ სცოდნოდა ხომ არ დაუშვებდა სიკვილს მისთვის დაერია ხელი...
ნეტა გცოდნოდა ქეთელაურო... ვინ იყო ალუდა?
რთულია მასზე წარსულში საუბარი.. თუნდაც იმ ადამიანისთვის ვინც მას სულაც არ იცნობდა...
დიახ სულაც არ ვიცნობდი ამ უბატონო ხევსურს თუმცა მაინც გავბედე მასზე დამეწერა...
მე ის შევიყვარე და მე ის მთელი გულით მტკივა...
***
”აუ, რამდენი ხანი მყვარებიხარ, კინაღამ გადამავიწყდი.... დავდიოდი და შენზე ვფიქრობდი, შენზე კი არა შენით ვფიქრობდი, ყინავდა და შენით მციოდა, მზე აცხუნებდა და შენგან მთბილოდა. მიყვარხარ, ჩემთვის უცნაურად, აუწონავად დაგატარებ ისე, როგორც კაცი სულსა და გულს...
- ალუდა, დღეს სადამდე გიყვარვარ?
- ცამდე.
- მე კიდევ, ცის იქით, აი, ცა რომ იხსნება ელვის დროს, ცის შიგნით.
ვისაც მე მოვწონდი ან მე ვინც მიყვარდა, ყველა ცდილობდა დიდ სიმაღლეებზე ელაპარაკა და ლაპარაკობდნენ კიდეც. მოხვედი შენ და იცი, როგორ მოხვედი? მიწიდან არა, ზეციდან არა, იიდან მოხვედი, ტერფიდან მოხვედი და საუბარი ტერფიდან დამიწყე. ვისაც მე მოვწონდი ან ვინც მე მომწონდა, მე მათი ოკეანე ვერ მომერევა, შენი წვეთი რაა, წვეთი დამახრჩობს... მოხვედი და ისე საოცრად ამიხსენი, გამარკვიე, არა, კი არ ამიხსენი, კი არ გამარკვიე, მაგრძნობინე, ვინა ვარ. მოხვედი შენ და ყველაფერი თავდაყირა დადგა, არა, თავდაყირა იდგა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა... მე ფერები მქოდა და ვერ ვხატავდი, გიპოვე შენ და სადღა უნდა წავიდე... პატიებას არ გთხოვ, რომ ასეთ ფურცელზე დაწერილ წერილს გწერ, რადგან შენ ჩემი ალუდა ხარ, ასე გკოცნის მარიამი... ველოდები შენს წერილს...”

ეს წერილი პირველად რომ ვნახე ორმაგად ამტკივდა ქეთელაური ...

***
მოგონებები ალუდაზე

ლევან ქეთელაურის (ალუდას ძმა) მოგონება
„12 საათამდე მეღვიძა ცოტა ინტერეტითაც ვიხალისე, დაწოლის დროც მომივიდა და შუქები ჩავაქრე, დასაძინებლად წავედი.. არც მქონდა ჩაძინებული რომ ლევან, ლევან, ლევან, ძახილი შემომესმა. მაგრად გავბრაზდი, ვიფიქრე შუქები ხომ არ ანთია და რა გააჭირეს ამათ საქმე, ჩავიცვი შუქები ავანთე და გამოვედი გარეთ, გამოვედი გარეთ და ორი პოლიციელი დგას, ორივეს ვიცნობ, შემოდით შიგნით, ვეუბნები მე... ვინები ხართ სახლში მეუბნება ერთერთი, ოჯახის წევრები ვართ, უთხარი მე..... ჯერ ჩემ ნომერს მთხოვდა, რაღაც ვერ ისვენებდნენ. მერე პირდაპირ არც აცია არც აცხელა ამ ერთერთმა მითხრა "ცუდი ამბავი კი არისო მაგრამ შენი ძმა გარდაცვლილი იპოვეს მცხეთაშიო"............. მთლიანად დავიშალე და კარებს მივეყუდე.. ამ ერთერთმა ხელი შემაშველა იფიქრა დაეცემაო ამ საცოდავმა, მაგრამ არ იცოდნენ რა ქვის გული მაქვს.. შემდეგ იყო ის ცრემლიც რაც ქვაკაცებს იშვიათად ემართებათ.. პირდაპირ პროზექტურაში წავედით ჯერ არ ვიჯერებდი, გამომძიებელს ვკითხე რომ როგორ დაადგინეთ რომ ჩემი ძმა იყო, პირადობა ჰქონდა მეთქი თან? არა არ ჰქონდაო მაგრამ ვის სახლშიც იყო იმან იცოდაო.. ცოტა თითქოს გამიხარდა რაღაც იმედის ნაპერძკალს ვეჭიდებოდი.. შემდეგ შიგნითაც შევედით და ზეწარი რომ გადავხადე, ხელის გულები მოვხვიე ცივ ლოყებზე და მაშინ უკვე........“

***
როგორ მიდიოდა და იგვიანებდა ალუდა სკოლაში..
ალუდა რომ წავიდოდა სკოლაში, გზდაგზა ხან ვინ გააჩერებდა, ხან კაკალს აგროვებდა, ხან უბნის ახალგაზრდებს რამეს უმღერებდა და ამ მიზეზების გამო იგვიანებდა ხშირად. მასწავლებელმა რომ შეამჩნია უკვე, ალუდას ამდენი დაგვიანება, ჰკითხა ალუდას: რატომ იგვიანებ ამდენსო? მასწავლებელო რო წამოვალ ხოლმე სახლიდან და უბანს გამოვცდებიო, ძაღლი მომდევს ხოლმეო და მაგიტომ მაგვიანდებაო.... მერე შე კაი კაცო ძაღლი თუ გამოგიდგება ხომ უფრო სწრაფად უნდა მოხვიდეო... არა მასწავლებელო ქვემოდან მომდევსო და სახლისკენ გავრბივარო და მაგიტომ მაგვიანდებაო... უპასუხა ალუდამ..
/ლევან ქეთელაური/

***
გვანცა მხეიძე - მოგონება ალუდაზე
„ერთხელ ქორწილი იყო მთაში, ხევსურის და ფშაველის... უკვე შეღამებული იყო და მექორწილენიც ყველა თავისით მიყუჩებულიყო, თუმცა ქორწილი გრძელდებოდა. უცებ ალუდა მოვიდა, როგორც სჩვეოდა ცხენით და თავისი განუყრელი ბალალაიკით. ჩამოხტა, ნაცნობებს მიესალმა, ერთ-ერთ სუფრასთან კუთხეში დაჯდა და სიმღერა დაიწყო... ზუსტად ერთ წამში, როგორც კი ხალხმა მისი ხმა გაიგო, წამოიშალნენ და მის წინ დიდი წრე გაკეთდა. ყველა გამოცოცხლდა და ალუდას სიმღერით ტკბებოდა. მაგრამ გაგიგიათ ქორწილი აყალმაყალის და ჩხუბის გარეშე? არც ეს ყოფილა გამონაკლისი. მოულოდნელად, მეორე მხარეს ხმაური, ყვირილი ატყდა. შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა. ერთი განსაკუთრებით აქტიურობდა. ამ ყვირილზე ალუდა წამოიჭრა და იმ ბიჭს უყვირა:
-იცი რას გიზამ ბიჭო?
-რას მიზამო? - შეეპასუხა გაბრაზებული
-არა, იცი რას გიზამ? - გაუმეორა ალუდამ
-რას მიზამ?
-რას გიზამ და გულში ჩაგიხუტებ და ჩაგკოცნი. -უპასუხა ალუდამ.
ამის თქმა იყო და სიტუაცია ეგრევე განიმუხტა, ყველა ერთმანეთს გადაეხვია. ალუდამ ისევ განაგრძო სიმღერა და ქორწილი დილამდე გაგრძელდა.“
***
გიორგი არაბული

„ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მეტის თქმა გინდა და ვერაფერს ამბობ... იგონებ ყოველ დღეს ერთად გატარებულს, გინდა დაწერო და ვერაფერს წერ.. ცუდ სიზმარში რომ ხარ და სიზმარი საუკუნესავით იწელება.. გინდა რომ მალე გათენდეს, გაიღვიძო და არც თენდება და აღარც შენ გეღვიძება... როცა ზარს ელოდები, გგონია რომ დაგირეკავს ან კარს შემოაღებს.. როცა გგონია რომ ბევრის დაწერა შეგიძლია და ვერ წერ.. ან პირიქით: გინდა ბევრი დაწერო და არ შეგიძლია... არადა რამდენი გაქვს დასაწერი.. მაგრამ მაინც ცოცხლობ, სუნთქავ ოღონდ სულ სხვანაირად... უფრო მეტს ფიქრობ ადამიანზე.. უფრო მეტად გიყვარს ისინი და უფრო მეტად უფრთხილდები.. და მაინც ვერ ამბობ. ვერც წერ. ალბათ ესაა დაუწერელი ტკივილი... თან საკუთარ თავზეც რომ რაზდები, აქ რომ ამას წერ.. არაფრის დაწერა რომ აღარ გინდა თავს ანებებ წერას, მაგრამ მაინც , დავწერ, თან ძალიან ბევრს..“
***
წინა დღეს მთაში ყოფილა, სუფრასთან უკითხავთ:
-ქალაქში როდის მიდიხარ?
-ხვალ...
-ხვალ ფრენა არ არის და არც იქნება შენ გამო არხოტიდან ფრენას ვინ დანიშნავს, რას მიჰყვებიო?-ხუმრობით უკითხავს ერთ-ერთს...
-ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო,-ღიმილით უთქვამს ალუდას.
მართლაც გაფრინდა მეორე დღეს

ალუდას ლექსები

მ ინდა ამოვთქვა გულის ნადები,
ა რ ვიცი ჩემს თავს ახლა რა ხდება,
რ ატომ დაჰქრიან ჩემში ლანდები ,
ი მედი როდის დაიბადება.
ვ ათენებ ღამეს მთვარეულივით,
გ არინდებულა სამყაროც თითქოს.
ი რთვება დილა ციური სხივით,
ჟ რჟოლავს ტუჩები და კოცნას ითხოვ.
დ იდებულია ეს ყველაფერი,
ე რთად მინდა რომ ვიფრინოთ ცაში,
ბ ავშობის ფერებს ერთვის სხვა ფერი,
ი ღვიძებს ვიღაც გრძნობების ქარში.
შ ენზე გავგიჟდი რა მოხდა მერე?
ე რთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა.
ნ ამდვილად ვიცი რომ დამიჯერებ,
ზ ედმეტად ვდარდობ, ზედმეტად ვღელავ
ე ს გრძნობა არის და ნუ გათელავ…

***
აკეთე ის, რაც შენ გინდა
თუ ნებას მოგცემს უფალი.
იფრინე სივრცის გადაღმა,
იყავი თავისუფალი!

***
ალუდას ბოლო ლექსი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრედაწერილი…
* * *
მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით….
მე უკვე სულში მესროლეს ტყვია….
მე უმწეო ვარ….
ვტირი ჩვილივით…
რადგანაც….მაინც ცოცხალი მქვია…..

***
საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,
ხან რომ გაწვიმდება, მას შეცვლის ტალახი…
ხან კი მზეც ამოვა, მაგრამ რას გავიგებ,
საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ!
რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში,
ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში!

***
მაშ, ნუ მიტირებთ,
თეთრ სუდარს ნუ გადამხდით მომღიმარ ცხედარს,
მხოლოდ იცინეთ, გაიხსენეთ ცხოვრება ჩემი,
დროს გაუძელით,იამაყეთ და იცოცხლეთ მოგონებებით,
იქ გელოდებით, ასი წლის მერე
იქ იქნება სამყარო ჩვენი…




ლექსები ალუდას ხსოვნას


როგორ დავიჯერო?
როგორ დავიჯერო?
თავი მოიკლაო ხევსურმა.
სისხლი გამეყინა,
სული ამიტირდა,
ნათელში განისვენოს
შენ სულმა.
ნეტა ვინ ოხერმა,
ვინ ამოსაგდებმა,
დაწყევლა მთის
... მარგალიტები,
ჯერ თეო წავიდა,
წუხელი კი ალუდა...
წავიდნენ -
სამოთხის გვრიტები!
ღმერთს ებარებოდე,
ღმერთმა შეგიწყალოს,
ძმასიავით მტკივხარ და
მჭირხარ!
ბეჩავო, შენი სული
ღმერთმა შეიბრალოს,
ცრემლ არ დამიშრების
დიდ ხან!
ჰაუმე, შაიძრნენ
კლდენი და ჭიუხნი,
-ვაჰემო, დასჭყივლა
არაგვმა...
დალოცვილ განგებას
ვერაფერს მივუხვდი,
ხევსურ კაცს
თვითმკვლელი დაგარქვა?
ბოლოს, რომ გიხილე
სურვილით კვდებოდნენ
თითები, სიმებთან შერთვის,
მღეროდი ვაჟკაცო,
"რომ ამათ შემყურე,
აქ არ დაგტოვებდა
ღმერთი!"
არ მჯერა!
მომკლან და დაგლიჯონ
ეს გული!
რომ თავს მოიკლავდა
შენდარი ხევსური!
"თავს არ მოიკლას ქართველი, არა!
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს!
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდე ქვეყნად და განმეორდეს!"

/თორნიკე ნაროზაული/
***

ირგვლივ გაისმის გოდება მთათა,
ზეცა ნათდება,დგება ხმაური,
კლდეები იძვრის,მიწა ჩურჩულებს:
მოკვდაო ვაჟი ქეთელაური!

ცრემლი მდინარედ მოედინება,
მთაში შექმნილა აურზაური,
ზეცა ხმაურობს,შავი მიწისთვის
არ ემეტება ქეთელაური...

ამოაგლიჯეს ხეებს ფესვები,
ამოაცალეს ჭიუხებს გული,
მთებიც ტირიან,რომ გაუფრინდათ
ეს დაუოკებელი სული...

ალუდ,კიდევაც ნახავ ხევსურეთს!
ახლა სხვაგან ხარ,გიცავს უფალი,
უკვე დაფრინავ სივრცის გადაღმა,
უკვე გამხდარხარ თავისუფალი!

დაე,დღეიდან ზეცას უმღერო,
დაე,დღეიდან ის ახმაურო,
აღარ ხარ,მაგრამ მაინც გვახსოვხარ,
მიწის ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო!

მზეს მოენატრა შენით ამოსვლა,
თოვლს ვერ იწმენდენ სახიდან მთები,
წამო,გავფრინდეთ,მაღლა,ჯონათან!
თორემ ხომ ხედავ,მიწაზე ვკვდებით!

ირგვლივ არ წყდება გოდება მთათა,
ზეცა ნათდება,დგება ხმაური,
სხვებისთვის მოკვდა, ჩემთვის კი მაინც
ცოცხლობს ალუდა ქეთელაური!
/ლადო ბატიაშვილი/

***
გაზაფხულია – პირველი სეზონი…
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული – მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა – მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო…
მეოთხე სეზონი…
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება…
თითქმის დაგეწიე…
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი –
შენი გაცილება…

/უცნობი ავტორი/
***
სიზმრად მიძახა ალუდამ
ცრემლი ზღვასავით ჩამამდის
ვერ გავჩერდები აქ მუდამ
გზა მიჩვენეო სახლამდის
/უცნობი ავტორი/
***
ახლა ფანტელივით დავვარდები
ვეღარ ვიფარფატებ ალუდ!
უკვე სანთელივით ვიღვენთები
ვეღარ გავიზრდები ალუდ!
თითქოს ორმაგია ყველაფერი
არცერთი სამყარო არ მსურს
ჩემი გული ხელის გულივით მაქვს
მოგხვევ და მოგაფრქვევ ალმურს,
სადღა მოიწყინეს კალმოსნებმაც
აღარ უხარია არც სულს
გავა წამები და მოვიგონებთ
შენს ლამაზ ღიმილიან წარსულს!
/ლევან ქეთელაური/
***
ალუდა! შენი შატილი გამუქდა...
ალუდა
გუდანის ჯვარს ყმები გაუწყდა...
ალუდა....
შენ რომ მზე მოგქონდა გახუნდა!
ალუდა...
ქნარს ყველა სიმი გაუცვდა...
ბგერები გაცუდდა
აშის გზაც გამრუდდა...
ალუდა
მიწას ღიმილმზიან ვაჟ გულში რად უნდა!
ალუდა...
ხმა მჟღერი, მნუსხველი დამუნჯდა?
თვალები.. ბრჭყვიალა.. ცის სარკე.. ჩაყუჩდა?
გულს რომ სიხარული ბოლომდე ჩაუწყდა,
ტკივილს რომ გაყუჩება ჯიუტად არუნდა,
ეგ ხომ ისედაც იცი...
ალუდა...
ჯონათანს უეცრად გაფრენა მაუნდა...
ადგა და გაფრინდა...
ალუდა..
/უცნობი ავტორი/


***

"აქაურ ხეეებს არც
ჩურჩული არ შეუძლიათ!"
არც თანაგრძნობა...
დგანან ასე
ჩუმად მიღრენენ,
და ჩემს ოცნებებს
ალბათ უფრო
სახეს უცვლიან.
თავს დამჭყივიან,
რომ შენსავით
ვერვინ იმღერებს...
აქაურ ხეებს არც
სიცოცხლე არ შეუძლიათ!
უფერულია...
უგულო....
და უმისამართო....
მათი ცოხვრება,
მათი გზა და
მათი სახლები.
აქაურ ხეებს სიყვარულიც
არც შეუცვნიათ!
და არსებობენ
სიკვდილამდე -
როგორც ძაღლები!

აქაურ ხეებს შენი გლოვაც
არ შეუძლიათ!
მხოლოდ ის გტირის,
ის შეშლილი ბებერი მარტი...

/თორრნიკე ნაროზაული/
***
რა დაგიწერო?
შენი არ ყოფნის არ ნაცნობი ტკივილი რომ ვთქვა?
იმდენი ლექსი აგიკინძეს მთებმა მძივებად,
რომელ ტკივილზე გესაუბრო - ზეცაც კი მოთქვამს,
საქართველოჲს ზეცა მოთქვამს, -
ეპატიება?
შენი არ ყოფნა "თამარას" და "ქუჩის ნაპირებს"?
არხოტის თავზე შემოხვეულ ბინდის მანტიას?
მე ამ ცხოვრების არაკაცი დედა ვატირე, -
თორემ სიკვდილზე კარგად ყოფნა რა სანატრია?!
მე რა გიმღერო, გაღმა ნაპირს მღერით გახვედი,
სულეთს მუცალი შეგეგება ხელმოუჭრელი,
გაღმა გახვედი, ქარონის ნავს მღერით არხევდი,
სად მიდიოდი?
რად მიდიოდი?
გვტკივა ტვინის ყველა უჯრედი,
ყველა ნერვი და ყველა ძარღვი,
ყველა ამო- და ჩანასუნთქი ჰაერი გვტკივა.
გვცივა კი არა, გვეყინება თვალის გუგები,
სად მიდიოდი?
რად მიდიოდი?
რა გზას ედექი? რა გზა შეგდგა მკერდზე ფეხებით?
შენ ცოცხალი ხარ - მხოლოდ მაშინ დაიღუპები,
როცა შენს საფლავს ასე აღარ შემოვეხვევით,
"პატარა მარის" არ ვიმღერებთ, როცა "როდისმე"
აქაურ ხეებს დასცილდება, "მუცოს გოდება"
ჩამოიშხნდება, "აპარეკას" აღარ მოვისმენთ
და არხოტივნებს ჴმლის ვადანი დაგვიობდება.
რაღა გიმღერო, უხმოდ მივდევ ქუჩის ნაპირებს,
ღამის უკუნი მახვევია მხრებზე მანტიად,
მე ამ ცხოვრების არაკაცი დედა ვატირე,
თორემ დღეს შენი ჩვენთან ყოფნა რა სანატრია?!
/თორნიკე ნაროზაული/

***
მე დავბრუნდები ზღაპრული ფრთებით
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან
მერე რა მოხდა ამ ახირებით
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა
თქვენგან წასული არავარ არა
ეს მხოლოდ ჩემი დასასრულია.
დილით მზის შუქი თუ მოგანათებთ
იცოდეთ მასში ჩემი სულია.
ადრე წავედი გატკინეთ გული
მე არ მინდოდა ღვთის სურვილია
გამაგრდით ყველა ვისაც გიყვარვართ
ღვთის სამეფოში გაზაფხულია

/უცნობი ავტორი/

***

ალუდა ქეთელაური და გიორგი არაბული - დაუოკებელი სული!
დრო მიდის დრო არ ჩერდება
წლები გადიან სწრაფად
დღეს თუ თებერვალი არის
ხვალე გვექცევა მარტადა
მე არ ვიყავი წყნარი
მე არ ვიცოდი დაღლა
დაუბერავდა ქარი
და აგვიყვანდა (აგვაფრანდდა) მაღლა
ჩვენ გვქონდა გზა და სავალი
მიუწვდომელი სივრცის
ეს დაუოკებელი სული
მაღლა რატომღა იბრძვის
მაღლა რატომღა მიხმობს
მაღლა რატომღა მიწვევს
მე ვზივარ და გიწერს ლექსებს
და ვხედავ ხელებზე(ხევებზე) ნისლებს
ნისლო ჩამოდი დაბლა
თორე დაგდფანტავს ქარი
შენ ხომ არ იცი დაღლა
შენ ხომ არ იცი დარდი
ისედაც დარდით სავსე
მძიმე ნაბადი დაგაქვს
და გრძნობებით სავსე
ვამბობთ ერთ ლამაზ ამბავს
მერე მოვიდა წვიმა
და დაგვისველა ფრთები
წამო ჯონათან ჩქარა თორე
მიწაზე ვკვდებით
მაგრამ ვიპოვით ბილიკს
და გავეცლებით მიწას
ჩვენ არ დავიწყვებთ ჩივილს
რადგან თოლია გვიცავს
ჩენ არ დავიწყვებთ ტირილს
ჩვენ არ დაიწყებთ კვნესას
კიდევ ვიმღებებთ დილით
და კიდევ დავწერთ ლექსსაც... !

***
ზურა სალუქვაძე - ალუდას...
გამოდი ვიმღეროთ
სხვა რაღა დაგვრჩება,
სიჩუმით იქაც ხომ
გვეყოფა ყოველი,
არ მინდა ვიჯდე და
მზის ჩასვლას ველოდო ,
ვზივარ და რიჟრაჟზე
შენს ხმაურს მოველი…
ჩამესმის შენი ხმა
წარსულის ჩრდილიდან,
ვიცი დრო მომავალს
ამ ლექსს რომ მიუტანს,
ცხოვრება მაძალებს
ვიგუო სიმართლე
მაგრამ მე ჩემს ტყუილს
ვიჯერებ ჯიუტად.
აქა ხარ, ასეა…
ვუდგები ქარიშხალს,
ძვრასაც ვერ მიშვება
დიდია ოხერი,
მაგრამ მე რატომღაც
ძალა მაქვს აქ დგომის,
იმ შენი ნამღერით
იმ შენი გოდებით…
გამოდი ვიმღეროთ
მთაზე და იალაღს
ვუყუროთ სიცოცხლეს
ჩასვლამდე ამოსვლის,
ასეა ძმისგულო
წახველ და მას შემდეგ,
დილის მზე არხვატში
შენი ხმით ამოდის…

***
ალუდას
შემინდე ძმაო,
მე ვხარჯავდი დღეებს და ფრაზებს,
რატომ მეგონა ეს ცხოვრება იყო მარადი,
ახლა ვზივარ და ეკლით ვითხრი ნაღმერთალ თვალებს,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი...
...წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს -
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია...
შემინდე ძმაო,
ვეგუები და ვამბობ ხვედრი
ალბათ ეს არის,
მარტოს მიწევს მთების დალახვა,
მივყვები ბილიკს და მგონია მომყვები გვერდით,
მაგრამ არ ძალმიძს თვალებდათხრილს შენი დანახვა.
შემინდე ძმაო,
მე ვხარჯავდი სიტყვებს, საათებს,
შემინდე ძმაო,
ეს ცხოვრება არის მარადი -
ვფიქრობიდ დიდიხანს და არასდროს ის არ ამართლებს
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი.
/გიორგი არაბული/

***

ალუდას გამონათქვამები
“მე ვხედავ როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება როცა იმათნაირი არ ხარ, ვხედავ გაკვირვებულ სახეებს, ბევრ რამეს ვამჩნევ და ჯერ სად ვარ კიდე……”
/ალუდა ქეთელაური/
***
რამდენი თამაში , რამდენი სიყალბე, რამდენი ადამიანი, რა ცოტა სიმართლე...
***
ვახ როგორ აპატარავებს სასმელი ადამიანს, ეხლა ვხედავ ჩემს სიმცირეს, როცა ალკოჰოლით გაჟღენთილი დავდიოდი.
***
ძაან ვიძაბები შენთან ურთიერთიბით და მაპატიე, ის აღარ არის რაც ადრე იყო, ჩემგან აღარ გადის ენერგეტიკა, მაპატიე, ვერ ვუგებთ ერთმანეთს ვერც მეგობრულად.
***
ნეტა რა მჭირს ძალიან ცუდად ვარ, დეპრესია მაქვს საშინელი, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, ალბათ ამდენს ვეღარ გავუძლებ. ნეტა რატო ვარ ესე? სიკვდილის შესავალივით...
***
ვინ ხართ, სად ხართ, რატომ არ ხართ ჩემ გვერდით როცა მჭირდებით და როცა მინდა თქვენი დახმარება... მოდით მოიმხედეთ.. მომიარეთ... ცუდად ვარ..
***
წუხელ მომენატრე მოგიხილე გრძნობა ვერცხლისფერი ხურდებია, ალუდ არიდარდო მიწიდანაც თურმე ყოველ ღამე ბრუნდებიან
***

და ჩემი სევდა ამ წვიმაზე უფრო სველია მხოლოდ ხსოვნაში რომ დაგტოვო როგორ ძნელია..

***
ქარი გადმომძახის გიშრისსფერი, ეს ქარი ნამდვილად შეშლილია, კუბოს იმდენი ამწევი მყავს, სიკვდილის სულ არ მეშინია.

***



შენ წახვალ სხვასთან გაუყვები ბილიკს ნამიანს
არ გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე
შორს გაფრინდები ვით პატარა ჭიამაია
ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით
სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე
და თუ კი ერთხელ მაინც მოგაგონდები
მოდი მიტირე და სიკვდილიც გამილამაზე


***
ალუდა იყო!
ალუდა არის!
ალუდა იქნება!
***
მიწის ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო <3

მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ გამიჭირდა ამ ყველაფრის დაწერა... საერთოდ არ ვიცნობდი ალუდას მაგრამ ამ ბიჭმა იმხელა ტკივილი დატოვა ჩემში რომ არიცი როგორ გავაქარწყლო... ამ სტატიის დაწერის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა და უკვე დიდი ხანია ამ ინფორმაციას ვაგროვებ.. მინდა გითხრათ რომ ზოგიერთი რამ რაც ნაწერშია შეტანილი სხვადასხვა საიტებიდან არის აღებული... სტატიაში შეტანილია ლექსები რომლის ავტორები ჩემთვის ცნობილი არ არი თუ იცით შემატყობინეთ საავტორო უფლებები დაცული იქნება <3
გაიცანით ალუდა <3



№1  offline წევრი choco

miyvardx aluda da kidev ufro shemiyvarda.magram ara!ar mcnobia kargad da dnashaulis grdzniba mklavs amis gamo.gavicani shevicani da tavidan sheviyvare madloba amistvis shen

 


№2  offline წევრი magdamargia

choco
miyvardx aluda da kidev ufro shemiyvarda.magram ara!ar mcnobia kargad da dnashaulis grdzniba mklavs amis gamo.gavicani shevicani da tavidan sheviyvare madloba amistvis shen


Genacvalee <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent