შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად ხარ წარმოსახვავ??? სად ხარ მეგობარო???


9-03-2017, 00:22
ნანახია 1 971

გამარჯობა წარმოსახვავ, ჩემო განუყრელო და ერთგულო მეგობარო, ჩემო შინაგანო ხმავ... რამდენი ხანია ვცდილობ, რომ აღარ შეგაწუხო, მაგრამ არ შემიძლია...
მჭირდები...
ეხლა ისე მჭირდები როგორც არასდროს... ჩემში გამეფებულ ჯოჯოხეთს ვეღარ ვუმკლავდები... ძალა გამომელია... მკლავს მარტოობის მწვავე შეგრძნება... თითქოს ყველაფერი თავდაყირა დგას და ყოველი მცდელობა რაიმეს დალაგების უშედეგოა... სიცარიელის შეგრძნება მფიტავს და მანგრევს... არ ვიცი ეს რა ჯანდაბაა... მინდა ვწერო და ამის უნარიც ვამჩნევ მერთმევა... უბრალოდ ვზივარ და ცრემლები მათით მიიკვლევენ გზას... ყველაფერმა ერთბაშად ამოხეთქა... ვცდილობ ემოციები ჩემში ჩავკლა, მაგრამ არ შემიძლია... ცარიელი ვარ... უარაფროდ დარჩენილი... რამდენი ადამიანია გარშემო მე კი... მე სიცარიელე და მარტოობა მჭამს... არავის ესმის... არავინ ცდილობს სულში შემოაღწიოს და იქ არსებული ქაოსი ცოტათი ჩაახშოს... ყველა მშვიდად უყურებს თუ როგორ ნადგურდები და დახმარების ხელს არავინ გიწვდის... მტკივა... უსუსურობის და უსარგებლობის მწვავე შეგრძნება არ მაძლევს მოსვენებას... ნუთუ ეს არის ყველაფერი? ცხოვრება მხოლოდ ტკივილია??? არ მჯერა...
ჩემი სამყარო მინდა... ის ბავშვური, არარეალური სამყარო სადაც ყველაფერი მაბედნიერებდა... სადაც ყველაფერი სუფთა და წმინდა იყო... იქ ოცნებები, არარეალურიც კი რეალური ხდებოდა... ის ჩემი ფერადი სამყარო იყო, სადაც ვარდისფერი ჭარბობდა... მახსოვს, როგორ ვიკეტებოდი ოთახში, თვალებს ვხუჭავდი და ვიკარგებოდი ვარდისფერ ნისლში... ნელ-ნელა ვვითარდებოდი და ახალ-ახალ ბედნიერებებს ვქმნიდი... იქ მუდამ არსებობდა ჩემი წარმოსახვითი ზღაპრული სიყვარული... არარეალური ბედნიერება...
როგორ მინდა ეხლაც შემეძლოს შევქმნა ის სამყარო და ოცნებებით გავაფერადო...
გესმის წარმოსახვავ???? გესმის როგორ დავცარიელდი???? აღარაფერი შემიძლია... ვეღარ ვაფერადებ სამყაროს... ვეღარ ვქმნი ბედნიერებას... ყველაფერი ჩამკვდარია ჩემში... გამოვიფიტე... მხოლოდ სიშავეს ვხედავ... გაქრა სხვა ყველა ფერი...
სად ხარ წარმოსახვავ????
სად ხარ მეგობარო???
გესმიიის???
მაპატიე რა...
საკუთარ ტკივილში ჩამკვდარ და გზაარეულ არსებას მაპატიე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent